ბიზნესმენი Sportall.ge-სთან "ტორპედოს" აუქციონზე გატანის გაჭიანურების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა
როგორც Sportall.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გასაყიდად ახლო მომავალში გავა. ამჟამად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა კლუბის საწყის ფასს ადგენს, რომლითაც ის აუქციონზე გავა.

იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა, მაგრამ აუქციონი არ გაიმართა. მიზეზად ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა ლარის კურსი დაგვისახელა, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც იმოქმედა.

ამასობაში, გავრცელდა ხმები, თითქოს ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ, რომელსაც კლუბის შეძენა სურდა, "ტორპედოს" ყიდვა გადაიფიქრა. ჩაჩავა "ტორპედოში" გასული წლის ივნისში მივიდა და ის პრეზიდენტადაც წარადგინეს, მაგრამ კლუბი იურიდიულად აქამდე ვერ გადაიფორმა.

ინფორმაცია თავად ჩაჩავასთან გადავამოწმეთ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.

"კლუბის ყიდვა არ გადამიფიქრებია. "ტორპედოში" გასული წლის ზაფხულში მოვედი და ეს პროცესები მას მერე მიმდინარეობს. მთელი ეს პერიოდი ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით გადმომეცემოდა კლუბი.

ვალდებულებებს ვიღებდი, რომ კლუბს წლიურად მინიმუმ 500 000 ლარს დავახარჯებდი. ამასთან, შევქმნიდი უფასო აკადემიას. მე ამ ვალდებულებებს დღესაც ვიღებ, მაგრამ მაინც აუქციონის ფორმით გადმოცემა გადაწყდა.

უბრალოდ, იცით, რა არის?! ძალიან დიდი გაუგებრობაა შექმნილი და მეც ხარჯს ვეღარ ვწევ. არ მინდა საკუთარი თავის ქებად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. 200 000 ლარამდე დავახარჯე "ტორპედოს": ფორმები ვიყიდე, ფეხბურთელებს ხელფასები გადავუხადე, შეკრებები გავუკეთე...

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ქომაგთა კლუბ "ჯუნგლებს", რომლებიც ძალიან მაგრად უდგანან გუნდს გვერდში და მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს. ჩვენ, ყველანი ერთ გუნდად ვიყავით და იმ პერიოდში ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ახლა კი გუნდის საქმეებში ვეღარ ვერევი...

ფოტოზე: ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ლიდერი ლევან დანელია და ზაალ ჩაჩავა

კლუბის მიზანი წელს ქვეყნის ჩემპიონობა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გამოსვლაა, ამას კი ახალი ფეხბურთელების მოყვანა და ბევრი სხვა რამ სჭირდება, რასაც ასეთი სტატუსით ვერ ვახორციელებ. ძალიან მიჭირს: თითქოს ჩემია "ტორპედო", მაგრამ ამავე დროს, არ არის. ხალხმა იცის, რომ მე ვპატრონობ ამ კლუბს, მაგრამ არ ვჩანვარ, რადგან გაურკვევლობაში ვარ და სწორად გამიგეთ, ძალიან მიჭირს.

ქუთაისის მერია ნამდვილად ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზა ხან ერთ საბუთს გვთხოვს, ხან მეორეს... 700 000 ლარი კი იყო პირველადი ფასი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ, აი, გადავიხდი ამ თანხას და ეგაა... ეს სიმბოლური ფასია. აქ დიდი ვალდებულებებია...

ჩემი მხრიდან, წელიწადში 1 000 000 ლარი დაიხარჯება. ამას რომ დავუმატოთ მინი-ინვესტორები, რომლებიც კლუბში მოვლენ, რომ დავუმატოთ ფეხბურთის განვითარების ფონდის თანხა და ის თანხა, რასაც მატჩების მოგებით მივიღებთ, გამოვა, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ "ტორპედოს" ყოველწლიური დაფინანსება 5 მილიონი ლარი იქნება და გვეყოლება ძალიან კარგი გუნდი, რომელიც სტაბილურად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ველოდები აუქციონს. როგორც ვიცი, შემდეგ კვირას გაიმართება და შევიძენ "ტორპედოს", შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვლება. როგორც ვიცი, ერთადერთი მყიდველი ვარ", - გვითხრა ჩაჩავამ.

გოგი ქუთაისელი
მე და ჩემს მეგობრებს ეროვნული სარაგბო თამაშები არ გვიყვარს, უფრო ფეხბურთი და კალათბურთი!
sake
ქართულ ფეხბურთში დღეს ერთი ხელის თითებიც კი,რომ არ დაგჭირდება იმდენი კაცი დებს ფულს და რა ბარიერებზე ალაპარაკებთ ამ კაცს ხელშეკრულებაში ჩაიდოს ყველა პირობა,მათ შორის სანქციებიც და მორჩა, მერე იქნება მიმბაძველიც გამოუჩნდეს.
sedoi
მიეცით სიმბოლურად 1 ლარად ამ კაცს კლუბი რა აუქციონი აგიტყდათ .....
haha
ხალხი ჭრელია. ნახეთ სუყველას განსხვავებული აზრი აქვს. ამიტომ ჯობია აუქციონი სწორად ჩატარდეს. აჩქარება არ არის საჭირო. წელს თუ ტორპედო ვერ გავიდა უეფას პულკაში, არა უშავს მოვითმენთ. მთავარია იგივე არ განმეორდეს, როცა ტორპედო 2-ჯერ გასხვისდა. შედეგი ორივეჯერ ნოლი იყო.
gabo
რომ მისცენ 99 წლიანი იჯარით არ შეიძლება?
zura
ტორპედოს ყიდვას აია იყიდეთ ბატონო და გაიყვანეთ პრო12 ში. მეათედი დაჯდება და ატასჯერ უფრო გაიხარებს ქართველი და კერძოდ ქუთაისელი ქომაგი. საქრთველოს ჩემპიონატის მაგივრად ფეხბურთში ( არავის რო არ ჭირდება ) ევროპის სარაგბო გრანდები ეწვევიან ქუთაისს. ეჰ ნეტა მე ვიყო მდიდარი და მე ვიცი, 6 ერში კი არა, აქეთ შეგვეხვეწებოდნენ
გაიღვიძეთ
თუ ვალდებულებებს იღებს, მიეცით 1 ლარად, არ შეასრულებს საჯარიმო სანქციები დააკისრეთ.
კარგია მაგრამ
sabonis: მაფიოზები არიან მაფიოზები და მაგიტომ აჭიანურებენ...
sabonis
გამაგიჟებს ეს ხალხი თუ ვინმეს საქართველოში გუნდის ყიდვაუ ნდა, კიდე ბარიერებს უქმნით? აჩუქეთ კაცო რეებს თხოვთ, ნუ ხელშეკრულებაში ჩაუდეთ რო ინვესტიცია განახორციელოს და მიზანიც დაუსახეთ.
გოგი ქუთაისელი
საერთოდ პარალიზებულია ტორპედოს ვერდგვერდი, ვაკუმში ვართ!
QWERTY
ესე იგი რა გამოდის? ის რომ აუქციონი ტარდება 1 კაცისათვის და იმის გამო რომ მან საკუთარი ნებით დაახარჯა კლუბს 200 000 ლარი მან უკვე იცის რომ აუქციონში გაიმარჯვებს და კლუბს იყიდის? ასეთი განაცხადის შემდეგ აუქციონი არ კარგავს უკვე ლეგიტიმურობას? ეს ხომ ფიქციაა და დასჯადიცაა ასეთი აუქციონის ჩატარება? არსად იყო ოფიციალურ გამოცემებში აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია აუქციონზე,ფასზე და პირობებზე,თუ ვინ მიიღებს განაცხადს აუქციონში მონაწილეობის მსურველთაგან,როგორ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აუქციონში უცხოელმა მყიდველებმა. კითხვები უამრავი,პასუხი კი არანაირი.
giga
სოფლის შენებას რა უნდა, უნდა იმღეროს კიდე.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]