პირველი იამაიკელი მეგოლე და გმირი დანიელი
ინგლისური "ლესტერის" ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას უმადურებს უწოდებენ კლაუდიო რანიერის ჩამოშორების გამო. თუმცა ახლა, ცოტა ხნით მაინც, რანიერის ყოფნა-არყოფნის საკითხი აღარ განიხილება, რადგან შექსპირი ახალ პიესას წერს.

უცნაური რამაა ცხოვრება და ფეხბურთი - პატარა გუნდმა მოიგო მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ლიგა. გუნდმა, რომელიც წინა სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა და ახლა მოქმედი ჩემპიონის რანგში დაემუქრა დაქვეითება.

მის დროებით მწვრთნელად დაინიშნა მისტერ კრეიგი, რომელსაც აქამდე ამ ამპლუაში არ "უთამაშია". მან ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა გუნდს, ხოლო უფროსობამ სეზონის ბოლომდე სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა და აი, უკვე ოფიციალურად მთავარი მწვრთნელის რანგში, შექსპირს პირველივე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწია. ისიც ადგა და ევროპალიგის ზედიზედ სამჯერ მომგები გუნდი დაამარცხა. ოცნებები ხდება, ოცნება გრძელდება.

კომენტარები

"მეტოქის სიძლიერისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ორმაგად საამაყო მიღწევაა, რომელიც ფეხზე წამოდგომას იმსახურებს. ჩვენ ისევ ყველა გავაოცეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ჯგუფურ ეტაპზეც ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გვიწევდა ჭიდილი და, მით უმეტეს, პლეი ოფში. ეს ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდება.

რაც შეეხება რანიერის, კლაუდიო ყოველთვის ემახსოვრებათ იმის გამო, რასაც მან ამ გუნდთან ერთად მიაღწია და რის მიღწევაშიც დაგვეხმარა. პირველ შეხვედრაშიც, როდესაც კლაუდიო ჯერ კიდევ პოსტზე იყო, ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ გამარჯვებას" - თქვა კრეიგ შექსპირმა.

"ლესტერის" კაპიტანი უეს მორგანი: "საოცრებაა, ვერ ვიჯერებ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ახალწვეულები ვართ და არავინ ელოდა, რომ ასე შორს წავიდოდით, მაგრამ მეოთხედფინალში ვართ! ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საღამოა. არ ვიცი, ეს კიდევ ერთხელ მოხდება თუ არა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ეს შევძელით.

დავამტკიცეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდებოდა, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ. შეუძლებელი შევძელით. ვინც უნდა შეგვხვდეს, სიამოვნებით მივიღებთ. ეს ფანტასტიკური საღამოა. მართალია, ახლა საშინაო ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ, მაგრამ იქამდე მომენტით დავტკბებით".

ორივე მატჩში პენალტის მომგერიებელი მეკარე კასპერ შმეიხელი: "ეს დაუჯერებელი და უდიდესი მიღწევაა გუნდისთვის. ძალიან რთული მატჩი იყო ძლიერი კლუბის წინააღმდეგ. მეორე ტაიმში იმავე ინტენსიურობისა და ტემპის შენარჩუნება რთული იქნებოდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს. "სეივებს" რაც შეეხება, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ბურთი მოვიგერიო ხოლმე. მიხარია, რომ კლუბს წინსვლაში დავეხმარე. ყველაფერი თავდაჯერებაზე იყო დამოკიდებული.

დაახლოებით ისე ვითამაშეთ, როგორც წინა სეზონში. ჩვენ ყველამ დიდი გზა გავიარეთ, მათ შორის, მეც, მეორე ლიგიდან აქამდე. არ მაინტერესებს, ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან ძლიერი გუნდი იქნება".

"სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ვიმარჯვეთ და ეს დავიმსახურეთ კიდეც. კასპერი პირველ შეხვედრაშიც შესანიშნავი იყო და პენალტი მაშინაც მოიგერია, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ, მისი "სეივის" შემდეგ ბოლომდე თავდაჯერებულნი გავხდით", - განაცხადა "სევილიას" კარში მეორე გოლის ავტორმა მარკ ოლბრაიტონმა.

"ფეხზე უნდა წამოვდგეთ, ბევრი ვიშრომოთ და დავამტკიცოთ, რომ პატივისცემას ვიმსახურებთ" - აღნიშნა ესპანური გუნდის ნახევარმცველმა იბორამ.

რატომ იყო სამპაოლი ასე ფრთხილი

"სევილია" პირველ შეხვედრაში მართლაც დიდ უპირატესობას ფლობდა, 2:0-ს იგებდა, ორჯერ გაარტყა ძელს, გააფუჭა პენალტი… დაუშვა ერთი შეცდომა და გოლიც გაუშვა.

საპასუხო თამაშის ამბებიც იცით. ბევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გუნდის ძალიან კარგი, ემოციური და გიჟმაჟი ტაქტიკოსის, ხორხე სამპაოლის რამდენიმე გადაწყვეტილება როგორც შემადგენლობასთან და ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ტაქტიკურ მონახაზთან და მატჩების მსვლელობისას მის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხრივ.

მაგალითად, პირველ თამაშში 2:0-ის მერე გამოჩენილი სიფრთხილე და ინგლისში თავიდანვე ზედმეტად ფრთხილად დაწყება. ბევრისთვის გასაკვირი იყო ისიც, თუ რატომ დაარტყა პენალტი სტივენ ნ’ზონზიმ. ფაქტია ისიც, რომ თერთმეტმეტრიანების შესრულება ამ გუნდს ძალიან უჭირს. თავად სამპაოლი მიიჩნევს, რომ მისი კლუბი დაუმსახურებლად გავარდა:

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით ჩვენი დიდი ოცნება გაქრა. ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები არიან და მე მესმის მათი, რადგან ჩვენ ორივე შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ. პირველი მატჩი უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო და დღესაც, ათი კაცითაც კი, მეტ მომენტს ვქმნიდით. თუმცა მეტოქე შინ თამაშობდა და გაგვიჭირდა, არ გაგვიმართლა.

"ლესტერის" მეკარის გმირული თამაში ორივე შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ჩემი აზრით, მეტოქე შემდეგ ეტაპზე დაუმსახურებლად გავიდა. ნასრიზე ვერაფერს გეტყვით, სანამ მინდორზე იყო, იგი კარგად თამაშობდა, წითელი ბარათის ინციდენტი კი კარგად ვერ დავინახე, შორს ვიყავი. ჩემი გაძევება? მეოთხე არბიტრმა რაღაც არასწორად გაიგო. მე უბრალოდ უკმაყოფილებას გამოვთქვამდი იმ ცუდი გოლის გამო, რომელიც გავუშვით. დღეს დაძინება გამიჭირდება, ჩვენ ძალიან გვტკივა გული" - ამბობდა სამპაოლი.

ფაქტები

* "სევილიას" ინგლისში არასოდეს მოუგია - 2 ფრე, 3 წაგება. წინა სეზონში ჯგუფური ეტაპის მნიშვნელოვან შეხვედრას სევილიელები კონოპლიანკას გოლით გასვლაზე უგებდნენ "სიტის", მაგრამ ადილ რამის ავტოგოლს ბოლო წამებზე კევინ დე ბრუინის გოლიც მოჰყვა.

* "სევიალიამ" ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე კიდევ ორჯერ ითამაშა მერვედფინალში და დამარცხდა. 2008 წელს გუნდი პენალტების სერიაში "ფენერბაჰჩემ" ჩამოიშორა, ხოლო 2010 წელს მოსკოვის ცსკა-მ აჯობა.

* 2005 წლის მერე "ლესტერი" პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ესპანურ გუნდთან პირველ მატჩში მარცხის მერე გაიარა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი. მაშინ ეს "ჩელსიმ" შეძლო "ბარსელონასთან" დუელში.

* რიად მაჰრეზმა "ლესტერის" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 10 გოლიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა.

* 2016 წლის მერე პირველად, ალჟირელმა "მელიების" მაისურით ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა.

* 2013/14 წლების სეზონის პლეი ოფში "ბაიერნმა" "არსენალთან" ორივე შეხვედრაში გააფუჭა პენალტი (მაგრამ მაინც გავიდა). ამის მერე "სევილია" პირველია, რომელსაც ასეთი "მიღწევა" ხვდა წილად.

* უეს მორგანის დარტყმა გახლდათ 48-ე, რომელიც "სევილიას" მიმდინარე ტურნირის საგარეო შეხვედრებში დაემუქრა, მაგრამ პირველად გაუშვა.

* მორგანი გახდა პირველი იამაიკელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
ინგლისის ჩემპიონმა კაპიტანი შეინარჩუნა
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
კასპერ შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კ. შმეიხელი: ვარდი თამაში წინ პორტვეინს აღარ სვამს
"ლესტერის" ყოფილი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"ლესტერის" მოღალატე კაპიტანი ცოლმა სახლიდან გააგდო
კასპერ შმეიხელმა "ნიცა" დატოვა
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
შმეიხელმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს
რა ითქვა "არსენალი" - "ლესტერის" ნამატჩევს?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
„ლესტერის“ კაპიტანი მორგანი საცოლემ სახლიდან გააგდო
პრემიერლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ანრიზე ნაკლები, სხვებზე მეტი
შმეიხელმა ინგლისის ნაკრებს მწარედ დასცინა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
"ბარსელონა" 40 მილიონად პაულინიოს შეიძენს, 45-50 მილიონად კი რიად მაჰრეზს?
კლაუდიო რანიერის "ლესტერში" დაბრუნებაზე უარი უთქვამს
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"ლესტერის" მწვრთნელი კრეიგ შექსპირი გადააყენეს
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა
შექსპირი მაჰრეზს ემუქრება
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ