არგუმენტები "ჩელსის" ახალწვეულის სასარგებლოდ
ინგლისელმა ჟურნალისტმა მარტინ სამუელმა გამოთქვა საინტერესო მოსაზრება, თუ რატომ უნდა გახდეს პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე ნგოლო კანტე და არა - ედენ აზარი...

ორშაბათს "ჩელსიმ" ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ეს იყო ედენ აზარის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ბელგიელს გოლი არ გაუტანია, თუმცა "არისტოკრატთა" გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა და ბრწყინვალე იყო, როგორც მიმდინარე მარათონის შეხვედრების უმრავლეს ნაწილში.

აზარმა მშვენივრად იცოდა, როგორც ითამაშებდნენ "იუნაიტედის" ბიჭები მის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ჟოზე მოურინიომ, როგორც ედენის ყოფილმა მწვრთნელმა, დიდებულად უწყოდა ექსშეგირდის ავანჩავანი და ბუნებრივია, თავის ფეხბურთელებს მიზნად მისი სრული განეიტრალება დაუსახა.

ვინც თამაში ნახა, დაგვეთანხმება ამ მოსაზრებაში: გავაჩეროთ აზარი ნებისმიერი ხერხით! - უთუოდ ასეთი უნდა ყოფილიყო დავალება.

მაგრამ, მიუხედავად უმკაცრესი მარწუხებისა, აზარს უკან არ დაუხევია - მუდმივად ითხოვდა ბურთს და მუდმივად იყო გახსნილი შეტევის ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის, მისთვის დამახასიათებელი კრეატივისთვის, უმაღლესი ტექნიკისა და პასის კულტურის დემონსტრირებისთვის...

აქ უნებურად გვახსენდება 2014 წლის 22 დეკემბერი, როცა მოურინიოს "ჩელსი" "სტოკს" სტუმრობდა (2:0 ლონდონელთა სასარგებლოდ). ეს იყო ნამდვილი ნადირობა აზარზე, რაც ჯერ ფილ ბერდსლის არაადამიანურ უხეშობაში გამოიხატა. ბერდსლი სასწაულით გადაურჩა წითელ ბარათს, აზარი კი - მძიმე ტრავმას. მიუხედავად რეალური საშიშროებისა, ედენი მოედანზე დარჩა, თუმცა...

...ის, რაც ვერ მოახერხა ბერდსლიმ, "ხუთიანზე" შეასრულა ჯონათან უოლტერსმა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დაუნდობლად ჩასცხო ბელგიელს და მოედანი კოჭლობით დაატოვებინა...

კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი მაგალითი მოგვენახა წინა სეზონიდან, მაგრამ... დავძაბეთ მეხსიერება და არ გამოდის, პრინციპში, არც ყოფილა სხვა ასეთი თამაში. ეს იყო ჩაგდებული სეზონი როგორც თავად აზარისთვის, ისე "ჩელსისთვის" (დიდწილად აზარის გამოც). ამას მოჰყვა კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის გათავისუფლება... ჯერჯერობით, ადეკვატური პასუხი ვერავინ გასცა კითხვას - რა დაემართათ აზარსა და "ჩელსის" წინა სეზონში?

...მაგრამ დღეს ეს, ალბათ, უკვე დავიწყებას მიეცა. წინ გამოჩნდა ახალი ჰორიზონტი უკვე სუპერაზარით, თითქმის ასპროცენტიანი ჩემპიონობით... თუმცა პარადოქსული შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ აზარი არ უნდა გახდეს წლის საუკეთესო მოთამაშე, მიუხედავად მისი ყველა ღირსებისა თუ დამსახურებისა.

საუკეთესო მოთამაშის ტიტული რომ ირგუნო, ზურგს გაცილებით მყარი არგუმენტები უნდა გიმაგრებდეს. ხანდახან, ეს ჯილდო ისეთ მოთამაშეებს გადაეცემათ, ერთ სეზონში რომ გაიბრწყინებენ. ვთქვათ, ჯეიმი ვარდი 2016 წელს, ან... ტედი შერინგემი 2001-ში. დიახ, შერინგემი, რომელმაც იმ სეზონში პრემიერლიგის 38 მატჩიდან მხოლოდ 23 ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ, როცა კი თამაშობდა, ძალიანაც მაგარი იყო...

რა თქმა უნდა, ასეთი ეფექტები გავლენას ახდენს იმ ხალხის გადაწყვეტილებაზე, ვინც საუკეთესო მოთამაშე უნდა დაასახელოს. ზოგი არჩევანს მხოლოდ სანახაობის მიხედვით აკეთებს, ზოგი პირდაპირ გამარჯვებულს არგუნებს თავის ხმას, ზოგსაც ამა თუ იმ ფეხბურთელში თავდადება და ბრძოლის დაუოკებელი ჟინი ხიბლავს... და განა ამ ყველაფერს არ აერთიანებს ნგოლო კანტე?

ჩვენ არ გაგვკვირვებია, თუ რატომ არის კანტე იქ, სადაც არის და არც ის გაგვიკვირდებოდა, რომელიმე სხვა გრანდში რომ გვენახა. კანტე არის დაუღალავიც, მოძრავიც, ზემონდომებულიც, პასის მიმცემიც, ჩამშლელიც, გოლის გამტანიც და გამარჯვებულიც.

თუ "ჩელსი" ჩემპიონის ტიტულს მოიგებს, და უდიდესი ალბათობით, ასეც იქნება, კანტე გახდება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ ორჯერ ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიპოვებს.

ამ სეზონში მან 27-დან 26 მატჩი სასტარტოში დაიწყო, ხოლო წინა კამპანიისას, "ლესტერის" 38 მატჩიდან 37-ში ძირითადის მოთამაშე იყო. ერიკ კანტონა ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ახლოს არის ამ შედეგთან - 1991/92 წლების სეზონის ერთ ნახევარში მან 15 მატჩი ჩაატარა "ლიდსში", ხოლო მეორე ნახევარში 22 შეხვედრა ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.

პლუს ამას, კანტე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტ ორთაბრძოლაშია დაფიქსირებული, ვიდრე პრემიერლიგის რომელიმე სხვა მოთამაშე. ამიტომაც არის აუცილებელი საუკეთესო მოთამაშის არჩევისას ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"პარი სენ ჟერმენი" ნგოლო კანტეს დამატებას უფასოდ გეგმავს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"იუნაიტედი" გაძლიერებას გეგმავს - კანტე ერთ-ერთი პირველი სამიზნეა
კანტე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ალ იტიჰადი" კანტეს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება