მესამელიგელმა "ნორჩმა დინამომ" ეროვნული ლიგის ლიდერი "ლოკომოტივი" თასის გათამაშებიდან გამოაგდო
15 მარტს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალის მატჩები გაიმართა, სადაც ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 კლუბთან ერთად, ლიგა 3-ის 8 და რეგიონული ლიგის 4 კლუბი მონაწილეობდა. 1/8-ფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდნენ...

2016 წლამდე თასის გათამაშებაში ჩვენთან მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები მონაწილეობდნენ, მაგრამ შარშან ფეხბურთის ფედერაციამ მისი ფორმატი შეცვალა, თავის გამოჩენის შანსი დაბალი რანგის გუნდებსაც მისცა და ორრაუნდიანი მატჩებიდან ერთრაუნდიანზე გადაერთო, სადაც მასპინძელი ავტომატურად დაბალი ლიგის გუნდია. თასის გათამაშების ეს მოდელი აშკარად დამაინტრიგებელია და პირველივე სეზონში ბევრი სენსაცია მოხდა. მოულოდნელი იყო თუნდაც ფინალში პირველი ლიგის მარტვილის "მერანის" გასვლა.

1/16-ფინალში ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა: "მცხეთა პარკზე" საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონ "სამტრედიას" შეხვდა. მე-6 წუთზე ანგარიში თემურ მარკოზაშვილმა გახსნა. პაატა ღუდუშაურმა 47-ეზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მარკოზაშვილმა 72-ეზე დუბლი შეასრულა და "სამტრედია" შემდეგ წრეში გაიყვანა.

იხილეთ ვიდეო

ქობულეთის "ჩელე არენაზე" შავიზღვისპირა დერბი შედგა: ფოთის "კოლხეთი 1913"-მა ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა - ბუბაქარ დაფის მშვენიერი გადაცემით ნიკოლა კოვტალიუკმა 67-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და კოლხებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. გატანის კარგი შანსი ბათუმელებსაც ჰქონდათ, მაგრამ პაპუნა ფონიავამ პენალტი ვერ გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო

სენსაციურად დასრულდა რუსთავის "ფოლადზე" გამართული შეხვედრა: ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" ლიგა 3-ის "ნორჩ დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. შემდეგ წრეში გავიდა ლიგა 3-ის ბინადარი "გორიც", რომელმაც საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურასთან" ძირითადი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერია კი სტუმრებზე უკეთესად შეასრულეს და 6:5 გაიმარჯვეს.

ძალიან დაძაბული იყო "საბურთალოსა" და "შევარდენი 1906"-ის დაპირისპირება, სადაც ნომინალური მასპინძელი ეს უკანასკნელი გახლდათ. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები გიორგი ხარაიშვილისა და ვაგნერ გონშალვეშის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. "შევარდნებმა" ბოლო წუთზე მთელი ძალებით შეუტიეს და თორნიკე მაღალდაძემ პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა, თუმცა "საბურთალომ" მაინც მოიგო 2:1.

იხილეთ ვიდეო

ეტაპი ასევე წარმატებით დაძლიეს ეროვნული ლიგის გუნდებმა: თბილისის "დინამომ", გორის "დილამ", ქუთაისის "ტორპედომ" და საჩხერის "ჩიხურამ".

იხილეთ ვიდეო

ალგეთი-დინამო (თბ) 0:2

საინტერესო მატჩი შედგა რუსთავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მარტვილის "მერანს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დათა სიჭინავას მიერ გატანილი ეფექტური გოლით მოუგო.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16-ფინალი

კოლხეთი (ფ)-დინამო (ბთ) 1:0

1:0 კოვტალიუკი (72)

ვიტ ჯორჯია-სამტრედია 1:2

0:1 მარკოზაშვილი (7), 1:1 ღუდუშაური (50), 1:2 მარკოზაშვილი (73)

გორი-შუქურა 1:1, პენ 6:5

1:0 სირბილაძე (7), 1:1 კუტალია (64)

ნორჩი. დინამო-ლოკომოტივი 1:0

1:0 დეისაძე (8)

ალგეთი-დინამო (თბ) 0:2

0:1 არაბული (32), 0:2 არაბული (85)

სამეგრელო-გურია 1:1, პენ 3:5

1:0 იაკობაშვილი (14), 1:1 გოგუაძე (90)

სამგურალი 2-დილა 0:4

0:1 წიქარიძე (5), 0:2 წიქარიძე (29), 0:3 წიქარიძე (66), 0:4 კაკუშაძე (75-საკ. კარში)

იხილეთ ვიდეო

საპოვნელა-ტორპედო 0:2

0:1 საბანაძე (57), 0:2 ქიმაძე (68)

რუსთავი-მერანი 1:0

1:0 სიჭინავა (90+2)

ლესიჭინე-ჩიხურა 0:7

0:1 მირცხულავა (18), 0:2 ტატანაშვილი (22), 0:3 ტატანაშვილი (35), 0:4 გორგიაშვილი (41), 0:5 გაბედავა (54), 0:6 ტატანაშვილი (61), 0:7 სარდალიშვილი (85)

სქური-სიონი 1:3

0:1 ლილუაშვილი (32), 0:2 ლილუაშვილი (58), 0:3 ხაბელაშვილი (70), 1:3 სალია (90+1)

ზუგდიდი-ცხინვალი 3:2, დდ

0:1 ცხოვრებაძე (37), 1:1 ფარჯიკია (45-პენ), 2:1 კუკავა (58), 2:2 ლეჟავა (71), 3:2 ბულია (107)

შევარდენი 1906-საბურთალო 1:2

0:1 ხარაიშვილი (18-პენ), 0:2 ვაგნერი (58), 1:2 მაღალდაძე (90+4)

ჭიათურა-სამგურალი 1:4, დდ

0:1 კილაძე (60), 1:1 მოგელაძე (75), 1:2 დ. ჩიხლაძე (106), 1:3 ჩხეტიანი (110), 1:4 ბ. ლაღაძე (118)

გაგრა-მეშახტე 2:0

1:0 ქანთარია (4), 2:0 გ. ქურდაძე (45+3)

გარეჯი-იმერეთი 0:1

0:1 თევდორაძე (90+3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგი ქუთაისელი
თამაშის კარგი ხარისია, რომ 100 პროცენტიან საგოლე მომენტს არ გაანიავებ. ეს ეხება კაპანაძეს და დოლიძეს. უფრო მეტი უნდა იმუშაონ თავის თავზე!
fc torpedo
როდის არის მერვედფინალის კენჯისყრა?"
giorgia
თასის კენჯისყრა როდის გაიმართება"?
haha ici ras getyvi
ძალიან სუსტია სამტრედია წელს.. ვიტჯორჯია რო გადაგივლის.. უბრალოდ არ გაუმარტლა ....
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
ქუთაისის "ტორპედო": ტუღუში დაბრუნდა, მარკოზაშვილი და გელაშვილი წავიდნენ
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სამტრედია-ზირე 3:1 - გამარჯვება აზერბაიჯანელებთან
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა
"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
პაატა ღუდუშაური "ტორპედოში" გადავიდა
საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ლაშა ჯაკობია: ამიტომაც მგონია, რომ "კოლხეთი" ქულებს იოლად არავის დაუთმობს
"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის