ბარსელონაში სეზონისწინა დასკვნითი ტესტების პირველ დღეს საუკეთესო დრო "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა აჩვენა
გუშინ, ბარსელონაში სეზონისწინა დასკვნითი ტესტები დაიწყო. პირველ დღეს საუკეთესო დრო "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა აჩვენა, რითაც დაადასტურა ჩემპიონი გუნდის კარგი ფორმა. კატალუნიას ტრასაზე ავსტრალიელმა საუკეთესო წრე წუთსა და 22.544 წამში გაიარა - ეს ორი წამით უარესია შარშანდელ კვალიფიკაციაში ნაჩვენებ შედეგზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წელს ბარსელონაში ასე სწრაფად არავის უვლია.

ტესტების ბოლოს უებერის დრო წამნახევრით გააუმჯობესა ფორმულა 1-ის დებიუტანტმა სერხიო პერესმა, მაგრამ მისი სისწრაფის საიდუმლო მარტივად აიხსნება - ახალგაზრდა პილოტმა ერთ-ერთი მოსახვევი მოჭრა. ამასთან, "ზაუბერის" წევრმა, ისევე როგორც მისმა რამდენიმე კოლეგამ, სესიის ბოლო ათ წუთში მკვეთრად მოუმატა ტემპს. მაგრამ თუ პერესმა და სხვებმა თავიანთი საუკეთესო შედეგები ცარიელი ავზებით აჩვენეს, უებერმა ლიდერობა წრეების საკმაოდ გრძელი სერიისას მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რედ ბულს" კიდევ შეუძლია მომატება.

ტესტებმა რვა გუნდის მონაწილეობით ("ფერარის", "მერსედესის, "უილიამსისა" და Hღთ-ის გარდა) მოღრუბლულ და გრილ ამინდში ჩაიარა, რამდენჯერმე წამოწვიმა კიდეც. ტრასაზე საერთო ჯამში 11 პილოტი მუშაობდა, მათ შორის სამი რეზერვისტი. მეორე შედეგი აჩვენა "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა - დილიდან ბრიტანულმა გუნდმა ყველა გააოცა მანქანის უცნაური "ცხვირით". როგორც შემდეგ გაირკვა, მასში ჩამალული იყო მონაცემთა შემგროვებელი აპარატურა და ბრიტანული საჯინიბო რბოლებში ასეთ მომრგვალებულ "ცხვირს" არ გამოიყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯენსონმა საუკეთესო დრო ერთი სწრაფი წრის გავლისას აჩვენა, ხოლო დილით, რბოლის სიმულაციისას მისი სიჩქარე გაცილებით დაბალი იყო. საბოლოო ოქმში მესამეზე აღმოჩნდა ვიტალი პეტროვი - მან შესვენების შემდეგ "ლოტუს-რენოს" საჭესთან ნიკ ჰაიდფელდი შეცვალა, თანდათან მოუმატა ტემპს და საბოლოოდ, ბატონთან მხოლოდ რამდენიმე მესამედი წამი წააგო.

ჰაიდფელდი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

სატესტო სესია რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშების მეშვეობით: ტესტების სტარტზე სებასტიან ბუემის "ტორო როსო" გაჩერდა ტექნიკური პრობლემების გამო. შესვენებამდე 15 წუთით ადრე ვალსეკი ("ლოტუსი") გადავარდა ტრასიდან, ბოლოს კი კიდევ ერთი რეზერვისტის - რაზიას ("ლოტუსი") გამო შეაჩერეს ვარჯიში.

ბარსელონაში ტესტები დღეს გაგრძელდება. ტრასაზე ყველა გუნდს ვიხილავთ Hღთ-ის გარდა, რომელიც ხუთშაბათს დაიწყებს საფინალო ტესტებს.

ამასობაში, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდა მორიგი პილოტი, ვინც "პირელის" ახალი საბურავები გააკრიტიკა. როგორც უკვე ვწერდით, გუნდებს მინიმუმ სამი პიტსტოპის შესრულება მოუწევთ, რადგან საბურავი მალე ცვდება, თანაც მას არ გააჩნია სისწრაფის სათანადო მაჩვენებლები.

"ჩემი აზრით, ფორმულა 1 უფრო ნელი გახდება, - ამბობს ბრიტანელი პილოტი. - ახლა მანქანებს უფრო მეტი დრო დასჭირდებათ დისტანციის დასაფარად. უნდა დაემზადებინათ ისეთ საბურავები, რომლებიც მძიმე ავზებს გაუძლებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. როცა პირველად გავედი ტრასაზე და შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ვაჩვენებდი, საბურავები 9 წრეზე მეყო. შემდეგ ჯერზე უფრო ფრთხილად ვიარე და მაინც მხოლოდ 15 წრე გამიძლო".

პირველი დღის შედეგები:

1. უებერი ("რედ ბული") 1:22.544 (97 წრე)

2. ბატონი ("მაკლარენი") +0.366 (74)

3. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +0.393 (27)

4. პერესი ("ზაუბერი") +1.573 (90)

5. ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო") +2.191 (20)

6. დი რესტა ("ფორს ინდია") +2.495 (38)

7. ვალსეკი ("ლოტუსი") +2.862 (50)

8. ბუემი ("ტორო როსო") +3.460 (48)

9. ჰიულკენბერგი ("ფორს ინდია") +3.486 (31)

10. რაზია ("ლოტუსი") +4.179 (29)

11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +9.516 (57)

avtuko
ხო და მაგიტომაც უნდა ბერნის ხელოვნური წვიმა ....
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში