საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან ტურნირში წარმატებით ჩაება
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი საერთაშორისო ტურნირის რეიტინგფავორიტია საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა, რომელიც ტრავმების გამო კარგა ხანია, კორტებზე არ გამოჩენილა.

ასპარეზობის სტარტზე მან სერბ ბოიანა მარკოვიჩს იოლად სძლია - 6:2, 6:3 და მერვედფინალში კიდევ ერთ სერბს - მარინა კაჩარს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გზიდან ეკინ ერსეტინი (თურქეთი) ჩამოიშორა - 6:0, 6:0.

წყვილებში შაფათავა ყირგიზ ქსენია პალკინასთან არის შეამხანაგებული. ისინი პირველ წრეში სერბებს - მილიცა კურბანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს დაუპირისპირდნენ და 7:5, 6:2 აჯობეს. ქართულ-ყირგიზული დუეტი მეოთხედფინალში მარინა ჩერნიაშოვასა (უკრაინა) და ინბარ კოენთან (ისრაელი) გაარკვევს ურთიერთობას. ჩერნიაშოვამ და კოენმა იანა ლაზარევიჩი (სერბეთი) და ზიიუ ვანი (ჩინეთი) დაჯაბნეს - 6:0, 6:2.

ლანა კენჭიაშვილმა ერთეულებში ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ერთი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. წყვილებში ინდოელ ლუიხმანთან ერთად პირველ ნომრად განთესილ დია ევტიმოვას (ბულგარეთი) და იასმინა ტინჯიჩის (ბოსნია) ტანდემთან ვერაფერს გახდა - 1:6, 1:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ანა შანიძეც ანტალიის ტურნირის ძირითად ბადეშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირში გამოსვლა წყვილებში მოგებით დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია