ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თავშეკავებული ოპტიმიზმი

თავშეკავებული ოპტიმიზმი

ინტერვიუ მასიმილიანო ალეგრი
ჩამოსაწერი არც ნაპოლია

მასიმილიანო ალეგრის შესახებ აზრები ორად არის გაყოფილი - ბევრი მიიჩნევს, რომ სერია A-ში "მილანის" ლიდერობა სწორედ მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, მეორე ნაწილის აზრით კი ლომბარდიული გრანდის ხეირიანად დასამოძღვრად მას კვალიფიკაცია და გამოცდილება არ ჰყოფნის. და ის, რომ "როსონერი" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, სუსტი კონკურენტების დამსახურებაა. ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზასაც: ლეონარდოს რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყოლოდა, სკუდეტოს ისიც მოიგებდა. იტალიელი ჟურნალისტისა და ალეგრის დიალოგი სწორედ ამ კითხვით დაიწყო, პასუხს და მცირე ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით...

- ისე საუბრობთ, თითქოს სკუდეტო უკვე მოგებული მქონდეს და ისღა დამრჩენია, ლეონარდოს გასული სეზონის მუშაობა გავიხსენო. ბრაზილიელი ძალიან კარგი სპეციალისტია, მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ჩვენ წაკიდებას ვერავინ შეძლებს. ჯერ ისიც არ ვიცი, მე რას ვიზამ იბრაჰიმოვიჩთან ერთად და ლეონარდოზე მით უმეტეს ვერაფერს გეტყვით. მართალია, ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლეოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "მილანს" სკუდეტოში ვეღარავინ შეეცილება...

- ყველას თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასე ვიფიქროთ. "ინტერი" და "ნაპოლი" კუდში გვიდგანან და მოდუნება არაფრის დიდებით არ შეიძლება. ვალტერ მაძარის გუნდი ბევრმა ჩამოწერა, რაც შეცდომა მგონია. ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტურია დარჩენილი და უამრავი ქულა უნდა გათამაშდეს, ასე რომ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. სეზონის დასასრული არც ისე ახლოა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გადამწყვეტი ბრძოლები წინ გველის და თუ დასკვნით ეტაპს ჩავაგდებთ, აქამდე მიღწეული წარმატებები წყალში ჩაგვეყრება. ასე რომ სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილს მაქსიმალური მობილიზებით უნდა შევხვდეთ.

- რადგან საპასუხისმგებლო მატჩებზე ჩამოვარდა სიტყვა, ლონდონში გასამართ პაექრობაზე ვისაუბროთ...

- "ტოტენჰემთან" საშინაო მარცხის შემდეგ, ბევრმა ჩამოგვწერა, რასაც პირადად მე ვერაფრით დავეთანხმები. მერვედფინალური ეტაპი ოთხი ტაიმისგან შედგება და ჯერ მხოლოდ ორი გვაქვს ნათამაშები. დარჩენილ ორ ტაიმში იმდენი რამის მოსწრება შეიძლება, რომ ერთბურთიანი ჩამორჩენა პესიმიზმში ნამდვილად ვერ ჩამაგდებს. ფეხბურთელები სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან და ინგლისში გამარჯვებისთვის მივემგზავრებით. ისე კი, მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვფიქრობ, რომ "ტოტენჰემი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში.

- ზამთარში ნაყიდ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ათამაშებთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ სეზონში პრიორიტეტული მიზანი მაინც სკუდეტოს მოპოვებაა?

- ზოგადად, არ ვთვლი, რომ სკუდეტო უფრო პრესტიჟულია ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა თქვენ ნათქვამში არის სიმართლის მარცვალი. მე ჩემი გეგმით მოვედი "მილანში" და მსურს, რომ გუნდი მეთოდურად, მიზანმიმართულად განვითარდეს. სიმართლე უნდა ითქვას, ჯერ არ გვყავს ისეთი გუნდი, რომელმაც აუცილებლად ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი უნდა მოიგოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლაზე ვამბობთ უარს. სამაგიეროდ, მზად ვართ იტალიის ჩემპიონები გავხდეთ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. დიდი სიამოვნებით დავამატებდი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს კასანოს, ვან ბომელს და ემანუელსონს, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალწვეულების თამაშით?

- ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მათი შეძენით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ანტონიო კასასომ და ურბი ემანუელსონმა შეტევას კრეატიულობა შემატეს, მარკ ვან ბომელმა კი ცენტრი გაამყარა. არც კი მეგონა თუ ასე მალე შეეგუებოდნენ ახალ გარემოს და პირველივე შეხვედრიდან მაღალ დონეზე ათამაშდებოდნენ.

- დავუბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს, რომელსაც საკადრო პრობლემებით ხვდებით...

- ალბათ კევინ პრინც ბოატენგის ტრავმას გულისხმობთ, რომელიც მართლაც დიდი ძალაა გუნდისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ ლონდონში ვერ იასპარეზებს. "იუვენტუსსთან" მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, მაგრამ მოასწრო და შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. მასთან ერთად ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და სწრაფია, რაც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ძალიან გამოგვადგებოდა. რას ვიზამთ, იმ ფეხბურთელებით უნდა გავიდეთ ფონს, რომლებიც მწყობრში არიან. ზემოთაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი იმედი მაქვს.

- რა გეგმები გაქვთ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში? - ამბობენ, რომ კაკას დამატება გსურთ...

- ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ დავასრულებთ მიმდინარე სეზონს. ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, მაგრმ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მაინც ბირთვი უნდა გამოიკვეთოს და კიდევ უფრო შეთამაშდეს. ჩემი მიზანი ისეთი გუნდის აშენებაა, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე იასპარეზებს და ტიტულებს მოიგებს. რაც შეეხება კაკას, მასზე მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს.

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ