და არა პირიქით

ალბერტო კავაზინი კმაყოფილია, რომ სეზონის ბოლომდე გენუის "სამპდორიას" უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ 55 წლის სპეციალისტმა დომინიკო დი კარლო შეცვალა, ვისი თავკაცობითაც "სამპა" ღრმა კრიზისში ჩაეფლო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გენუური გუნდი სერია B-ში გავარდნის კანდიდტთა შორის გაერია. ახალ მწვრთნელს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს - კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს გუნდი, რომელსაც აშკარად საკადრო დეფიციტი აქვს. განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის, სადაც ერთ დროს ანტონიო კასანოსა და ჯამპაოლო პაცინის მრისხანე ტანდემი მოქმედებდა. ჯერჯერობით, ვერც ფედერიკო მაკედა ამართლებს იმედებს და ვერც მასიმო მაკარონე - რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა თავდამსხმელებზე. მიუხედავად ამისა, კავაზინი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ერთი სული აქვს, როდის გაიყვანს გუნდს მოედანზე. მოვუსმინოთ "სამპდორიას" ახალ მთავარ მწვრთნელს:

"პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის მესვეურებს რომ ნდობა გამომიცხადეს და ვეცდები, გაცემული ავანსი ბოლომდე გავამართლო. უახლოეს დღეებში დომენიკო დი კარლოს შევხვდები და მისგან საინტერესო ინფორმაციებს მივიღებ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. ერთი სული მაქვს, როდის მოვა უქმეები და "კატანიას" შევეჭიდებით. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები მზად არიან როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობა? - ერთ სტრატეგიაზე არ ვიციკლები და მით უმეტეს, ერთი სქემის მძევალი არასდროს ვყოფილვარ. უმეტესად 3-5-2-ს, ან 4-4-2-ს ვიყენებ, თუმცა ხშირად სამი ფორვარდითაც გამყავს გუნდი მოედანზე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორი შემადგენლობა გყავს და გაძლევბენ თუ არა ფეხბურთელები ამა თუ იმ ტაქტიკის გამოყენების საშუალებას. დიახ, მე იმ მწვრთნელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ტაქტიკას არგებენ ფეხბურთელებს და არა პირიქით. ვფიქრობ, რომ თუ მოთამაშეები თავის ამპლუაში ასპარეზობენ და საქმეს კარგად აკეთებენ, ნებისმიერი სქემა მომგებიანია. წინ დიდი გეგმები მაქვს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა