რაული: "საჭიროა სრული კონცენტრაცია, თორემ "ვალენსია" დაგვსჯის!"

უკვე აღარ ვიცით და ვეღარც ვხვდებით, როგორ უნდა შეფასდეს "შალკეს" დღევანდელი მდგომარეობა - დადებითად, თუ უარყოფითად. ფაქტები გაორებულ გრძნობას გვიტოვებს, "შალკე" კი ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და არაპრგნოზირებადი გუნდია.

დღევანდელ შეხვედრაში მოვლენები ყველანაირად შეიძლება განვითარდეს: დიდი შანსია, რომ გელზენკირხენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდეს, მაგრამ გასაკვირი არც ის იქნება, რომ "ვალენსიამ" "შალკეს" კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტაროს.

თვითონ განსაჯეთ: ფელიქს მაგათის გუნდი ბუნდესლიგაში საზიზღრად ასპარეზობს და სეზონის მიწურულს გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს, ჩემპიონთა ლიგაში კი სულ სხვა, ჩამოყალიბებულ, დამწიფებულ "შალკეს" ვხედავთ, რომელმაც "მესტალიაზე" დამსახურებულ 1:1-ს მიაღწია, რაც საპასუხო შეხვედრის წინ მერვედფინალური ბარიერის გადალახვის მეტოქეზე უკეთეს შანსს უტოვებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "შალკემ" გერმანიის თასის ფინალშიც გააღწია, საიდანაც საგაისოდ ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი აქვს.

რეალობასთან ძალიან ახლოსაა ის მოსაზრება, რომ მაგათმა ბუნდესლიგა ფეხებზე დაიკიდა და მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა, ტურნირზე, სადაც თითოეული ეტაპის გადალახვა უეფასგან საკმაოდ ბევრი ფულის მიღებას ნიშნავს - ფული კი გელზენკირხენელებს მაგრად სჭირდებათ. "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე გამოიმუშავა 30 მილიონი ევრო და თუ "ვალენსიას" ბარიერს გადალახავს, კიდევ 7 მილიონსაც გაინაღდებს...

მოკლედ, გვინდა თუ არგვინდა, დღევანდელი მატჩის წინ ფავორიტის პატარა იარლიყი "შალკეს" უნდა მივაწებოთ - "მესტალიაზე" რაულმა ანგარიში რომ გაათანაბრა და მერე გელზენკირხენელებმა 1:1 სამართლიანად რომ შეინარჩუნეს, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "შალკეს" მეოთხედფინალში გასვლის გაცილებით უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე "ვალენსიას".

რაული თანაგუნდელებს უდიდესი სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "ეს არის მატჩი, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თუ მაქსიმალურად კონცენტრირებულები არ ვიქნებით, შეიძლება, "მესტალიაზე" მიღწეული კარგი შედეგი მარტივად გავატანოთYქარს. "ვალენსია" გასვლით მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურება ხოლმე," - ამბობს "შალკეს" ვეტერანი ესპანელი გოლეადორი. აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუ "შალკე" გავარდება, დიდი შანსია, რაული დღეს ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელად ვნახოთ.

"ვალენსიას" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის საკადრო პრობლემები არ აწუხებს. პირიქით: პირველი მატჩისგან განსხვავებით, სრულ მზადყოფნაშია და აუცილებლად ითამაშებს ვალენსიელთა ლიდერი ხუან მანუელ მატა, რომელმაც "შალკესთან" პირველი დუელი ტრავმის გამო გამოტოვა. ემერიმ ბანეგას ნაცვლად, საყრდენად შეიძლება ტოპალი ათამაშოს, ერთადერთ ცენტრფორვარდად კი ან (პირველ რიგში) სოლდადოს, ანაც ადურისს გაამწესებს.

გელზენკირხენელებს კვლავ არ ეყოლებათ ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელსაც მართალია, გოლი დიდი ხანია არ გაუტანია, მაგრამ წინა ხაზში აშკარად საჭირო კაცია. ჰუნტელაარის არყოფნაში, მაგათმა რაულს თავდასხმაში ან ახალგაზრდა შვეიცარიელი თავდამსხმელი მარიო გავრანოვიჩი უნდა შეუწყვილოს, ანაც ბრაზილიელი ედუ. საინტერესოა, ვის ენდობა მაგათი დაცვის მარცხენა ფლანგზე: ესკუდეროს თუ შარპეის.

შალკე-ვალენსია

პირველი მატჩი: 1:1

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო (ან შარპეი) - კლუგე, მატიპი - ხურადო, ფარფანი - რაული, გავრანოვიჩი (ან ედუ)

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, რიკარდო კოშტა, დავიდ ნავარო, მატიო - ტინო კოსტა, ბანეგა (ან ტოპალი) - ხოაკინი, მატა, პაბლო ერნანდესი - სოლდადო (ან ადურისი).

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის