ევრობასკეტის წინ საქართველოს და ლატვიის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ
ევრობასკეტის წილისყრა 30 იანვარს ჩატარდა. მას მერე თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ზაფხულში მოსამზადებელი გეგმა სრულად ჯერაც არ დადგენილა. ასეთ სიტუაციაში მხოლოდ საქართველოს ნაკრები არ არის - ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ბევრ გუნდს არ გაურკვევია ზაფხულში, ვის როდის ეთამაშება.

- სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზოგ ტურნირზე ის გუნდები არიან მიწვეულნი, რომლებიც ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან, ზოგი შეჯიბრება თბილისურ ტურნირს ემთხვევა. არის რამდენიმე ვარიანტი და საბოლოოდ ისეთს შევარჩევთ, საქართველოს ნაკრებს სრულყოფილი შეკრება რომ გამოუვიდეს, - გვითხრა კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

მან იქვე დასძინა, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ თბილისის მერიის თასზე ისრაელის ნაკრები ითამაშებს. დანარჩენი ორი მოწინააღმდეგის ვინაობა დგინდება. ბატონ მერაბს ერთ სიახლეზეც ვკითხეთ, რომელიც თავდაპირველად ლატვიის ნაკრების თავკაცის, აინარს ბაგაცკისისგან შევიტყვეთ - ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის ორი საკონტროლო მატჩი იგეგმება.

- ლატვიის ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის გეგმა ახლა დგინდება. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აგვისტოში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ამხანაგურად ითამაშებენ. ეს შეხვედრები ქართველებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს და ჩემი გუნდისთვისაც, - აღნიშნა აინარს ბაგაცკისმა.

მერაბ რატიშვილს ლატვიასთან მატჩების თარიღები ვკითხეთ.

- ორივე გუნდის მწვრთნელი საკონტროლო მატჩებზე სიტყვიერად შეთანხმდნენ და გადაწყვეტილია, რომ ლატვიელებს ვეთამაშებით. ისიც ცნობილია, რომ მატჩები ლატვიაში ჩატარდება. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღები არ დადგენილა - ველით ლატვიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ წერილს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი აინარს ბაგაცკისის კრებულს აგვისტოს ბოლოს "დაეჭიდება" და მეზობელ ლიტვაშიც ლატვიიდან გადავა.

2010 წელს, ევროშესარჩევზე ბაგაცკისის გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო - რამდენიმე გამოცდილ კალათბურთელს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მწვრთნელს ეიმედება, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ გამოცდილი მოთამაშეებიც დაემატებიან, თუმცა დასძენს:

- ნაკრებში ისეთმა კალათბურთელებმა უნდა ითამაშონ, რომლებსაც ეს სურთ და ბოლომდე იხარჯებიან. ძალიან მინდა სრული საბრძოლო შემადგენლობა შევკრიბო. ვნახოთ, ეს როგორ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ ლატვიელებს აქამდე ერთადერთხელ ვეთამაშეთ: 2008 წელს რიგის ტურნირზე ქართველებმა ჯერ საფრანგეთთან დათმეს (69:90), შემდეგ ჩეხეთს მოუგეს (74:68), ბოლო მატჩში კი ლატვიელებსაც აჯობეს - 80:72. იმ მატჩში ვლადიმერ ბოისა გამოირჩა, მან 18 ქულა ჩააგდო.

"კარგად მახსოვს ქართველთა თამაში ლატვიაში. მაშინაც დავრწმუნდი, რომ ძლიერი შემადგენლობა გყავთ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრითაც დაადასტურა", - ესეც ანარს ბაგაცკისის სიტყვებია.

2008 წელი, რიგა

ლატვია-საქართველო 72:80

19:22, 15:22, 17:20, 21:16

საქართველო: ცინცაძე (22 წთ, 5 ქ, 3 პ), ელისი (30 წთ. 10 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წთ. 5ქ. 7 მ), ცქიტიშვილი (24 წთ. 9 ქ. 7 მ), ფაჩულია (25 წთ. 14 ქ. 8 მ); ვ. ბოისა (23 წთ. 18 ქ), შერმადინი (7 წთ. 3 მ. 2 დ), გამყრელიძე (25 წთ. 14 ქ. 3 პ), ა. ბოისა (13 წთ. 5 ქ), ტუღუში (2 წთ).

ვვვ
:/ ოთხივე იმათ გაუტანიათ თან :/
gg
ჩვენნაირი ჰუმანური და ქველმოქმედი ნაკრები განა სადმე არის. :) :) ვაი ვაი ვაი.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა