გიორგი აბურჯანიამ Sportall.ge-სთან ესპანურ კლუბში თავის პრობლემებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილია ბ"-ს ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა.

სწორედ დეკემბრის მიწურულს შედგა მისი სევილიური დებიუტიც სტუმრად "ხეტაფესთან" გამართულ მატჩში.

ამის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ აბურჯანია "სევილია ბ"-ში სტაბილურად დაიწყებდა თამაშს, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა - მას ან მაქსიმუმ 15 წუთი ეძლეოდა, ან სულაც ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა.

აბურჯანიას ესპანეთში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესახებ გვითხარი. ტრავმა სრულად მოირჩინე?

- კარგად ვარ, ტრავმა არ მაწუხებს. "ხიმნასტიკთან" მატჩის წინ სიცხე მქონდა, რის გამოც სამი დღე გამიცდა, სხვა მხრივ კი ყველაფერი რიგზეა.

- "სევილიას" და მის ფეხბურთს როგორ შეეგუე?

- შეიძლება ითქვას, რომ კარგად. ერთი ისაა ცუდი, რომ "სევილიას" პირველი გუნდის მწვრთნელი ხორხე სამპაოლი და მეორე გუნდის მწვრთნელი დიეგო მარტინესი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს ითხოვენ.

- ნათქვამი გაქვს, "სევილია ბ"-ში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენცია არისო. ფაქტია, სათამაშოდ რამდენიმე წუთი გეძლევა ხოლმე, ზოგჯერ - ისიც არა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენციას აგებ თუ საქმე სხვა რამეშია?

- ახლაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკურენცია ჩემს პოზიციაზე გუნდში მართლაც დიდია, მაგრამ პრობლემა რეალურად სხვა რამეშია.

კონტრაქტი როგორც კი გავაფორმე, მეორე დღეს ეროვნულ ნაკრებს შევუერთდი. მოგეხსენებათ, მაშინ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც 3 თვე და 10 დღე გამიცდა, ამან კი, რბილად რომ ვთქვათ, მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია, რადგან ნაკრებში ჩემი გაშვების წინააღმდეგი იყო.

ასე რომ ჩემს უთამაშებლობას სათანადო ფორმაში არყოფნას ვერ დავაბრალებ. არის მიზეზები, რაზეც საჯაროდ საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.

- სერბეთთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული არ ხარ... გქონდა თუ არა ამ ხნის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელთან საუბარი? არ გამოძახების მიზეზი მხოლოდ სათამაშო პრაქტიკაა?

- საუბარი არ მქონია და არ მგონია, მიზეზი ჩემი სათამაშო პრაქტიკა იყოს, რადგან, თუ არ ვცდები, გამოძახებულთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. უბრალოდ, მწვრთნელმა ამ ფეხბურთელებზე გააკეთა არჩევანი და მის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ.

- ზაფხული ახლოვდება და შენი მომავალი მეტად საინტერესო ხდება. სად იქნება გიორგი აბურჯანია შემდეგ სეზონში?

- დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით, ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა. ცხადია, მინდა "სევილიაში" დარჩენა და პირველ გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლა, მაგრამ დავიცადოთ... ზაფხულში მოსამზადებელი პერიოდის დროს ბევრი რამ გაირკვევა.

Madridista
სრულიად გაუგებარია ვაისის Gადაწყვეტილება! რა კრიტერიუმებით აარჩია ფეხბურტელები! მითუმეტეს ამ ფეხბურთელმა ნაკრეებში მიიღო ტრამვა!
budu
გიორგი ქართველი გულშენატკივარი 17 წლამდეთა ნაკრებიდან გიყურებთ და გგულშენატკივრობთ! დარწმუნებული ვარ მალე დიდ სევილიაში იქნები! მთავარია თავდაუზოგავად გააგრძელე შრომა.შედეგი მალე დადგება !
გუჯა
ესეთ დამოკიდებულებას ახალგაზრდა , პერსპექტიული ფეხბურთელებისადმი , ხო ხედავენ სხვა ფეხბურთელებიც და მერე მოთხოვე ჯიქიას და გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაში!
დათო
არაუშავს გიორგი , დარწმუნებული ვართ რომ შენ მომავალ სეზონს დიდ სევილიაში ითამაშებ, მაგრამ საინტერესოა ამ არ გამიძახებას , როგორ ახსნის ვაისი და,, ძმანნი "მისნი შენთან :) ვაისმა ისეთი სასტავი გამოძახა , რომ მანდ შენ 100% ით უნდა ყოფილიყავი! წარმატებები შენ!
ramaz saralidze
სასახელო მამულიშვილი. წარმატებები
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]