საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში სტუ-ს კალათბურთელი 10-იან ნიშნულს ოთხ კომპონენტში ასცდა
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა - სტუ-ს კალათბურთელმა ბექა ჩიკვილაძემ ოთხმაგი დუბლი შეასრულა. აქვე განვმარტავთ ოთხმაგი დუბლის მნიშვნელობას: ბექა ოთხ კომპონენტში ასცდა 10-იან ნიშნულს, 28 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი, 10 ჩაჭრა მიითვალა. რაც ქართულ საკალათბურთო სივრცეში კომპიუტერი შემოვიდა, მსგავსი შედეგი ერთ კალათბურთელსაც არ ჰქონია.

ჩიკვილაძის კარგი გარჯა სტუ-ს "რუსთავთან" გამარჯვების საწინდარი გახდა.

- ბევრს ვშრომობ, მხოლოდ კალათბურთზე ვფიქრობ და ვცდილობ, იმ დონის მოთამაშედ ჩამოვყალიბდე, ნაკრებს რომ გამოადგება, - ასეთია ბექას კომენტარი.

მკითხველს მოეხსენება, რომ იგი საქართველოს კადეტთა ნაკრებშიც თამაშობდა, 18-წლამდელებშიც და ახალგაზრდებშიც. მას ამ ზაფხულსაც მოუწევს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსების დაცვა (B დივიზიონის მატჩებში).

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩიკვილაძე საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბომბარდირთა შორის მესამეა (22.7 ქულა), გიორგი რევაზაშვილის (34.2), ავთო ლომინაშვილის (23.0) შემდეგ. ხოლო სუპერლიგაში №1 სნაიპერია (21.6).

- სტუ-ს ახალგაზრდულ პირველობასა და უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა მიზნები აქვს. დიდებში პლეი ოფის ზონაში ვართ და დიდი შანსია მეოთხედფინალში ვითამაშოთ. ვეცდებით პლეი ოფშიც არ შევირცხვინოთ თავი. 20-წლამდელთა ჩემპიონატში კი სამეულში ვართ და პირველობისთვის ვიბრძვით, - ესეც ბექას სიტყვებია.

20-წლამდელებში ჩემპიონობის მაძიებელმა კიდევ ორმა გუნდმა სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას საინტერესო თამაში შესთავაზა: "სოხუმმა" პირველ ტაიმში თსუ-ს მცირედით აჯობა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სუპერლიგაში "ბათუმის" მაისურით მოასპარეზე დუდა სანაძეს, რომელმაც საბოლოოდ 40 ქულას მოუყარა თავი.

მეორე ტაიმიდან კი თსუ-ელები ამოქმედდნენ და საბოლოოდ დამაჯერებლადაც მოიგეს - 95:79. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ დავით დეკანოიძე (26 ქულა, 14 მოხსნა) და ბექა ბექაური (22 ქულა, 16 მოხსნა).

"დინამოს" ბაზაზე ადგილობრივები "ქუთაისმა" ბოლო პერიოდში გატეხა - 34:12 მოუგო. საბოლოო ანგარიშიც იმერელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა - 94:65.

ქუთათურთა წარმატებაში 22-ქულიანი წვლილი (14 მოხსნა) შეიტანა მეფარე ავთანდილ ლომინაშვილმა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.

5 მარტი, თბილისი

დინამო-ქუთაისი 65:94

18:22, 20:22, 15:16, 12:34

დინამო: გულმაგარაშვილი (5ქ), ლომიძე (4ქ), ლ. მინაშვილი (17ქ), ოკრიბელაშვილი (8ქ, 6პ, 7ჩ), მჭედლიშვილი (4ქ, 9მ), მიმინოშვილი (9ქ, 11მ), ლახანაიძე (2ქ), შიოლაშვილი, მაჭარაძე (6ქ), ჭიჭვეიშვილი (10ქ).

ქუთაისი: ცაგარეიშვილი (10ქ, 4ჩ), გრძელიძე (12ქ, 9მ, 6პ), ჯინჭარაძე (8ქ), ბერძენაძე (3ქ), მესხი (12ქ), გელაშვილი, ტუკვაძე (6ქ, 8მ), ცირეკიძე (5ქ), ლომინაშვილი (22ქ, 14მ), ჭედია (1ქ), ქორიძე (15ქ, 7მ).

5 მარტი, თბილისი

თსუ-სოხუმი 95:79

19:18, 19:24, 23:14, 34:23

თსუ: კობაიძე, ლეჟავა (11ქ), ახალაია (2ქ), ბექაური (22ქ, 16მ, 3დ), მაისურაძე (26ქ, 8მ, 5პ, 4ჩ), დეკანოიძე (26ქ, 14მ), ჩქარეული (8ქ), სანაია.

სოხუმი: ჩერქეზიშვილი (10ქ, 4პ, 4ჩ), თავართქილაძე (10ქ, 4პ), მაჩალაძე (4ქ, 12მ), მეხრიშვილი (7ქ, 9მ), სულაბერიძე (6ქ), სნაძე (40ქ), კორძაძე (2ქ), ძიძიშვილი.

6 მარტი, თბილისი

სტუ-რუსთავი 95:54

18:17, 21:12, 19:16, 27:9

სტუ: ტეტელაშვილი (25ქ, 4პ), გურაბანიძე, ჩიკვილაძე (28ქ, 14მ, 10პ, 10ჩ), ლომოური (27ქ, 10მ), ჭოხონელიძე (9ქ, 7მ, 4ჩ), გუგულაშვილი, მაღრაძე, ქევხიშვილი (4ქ), ლობჟანიძე (2ქ).

რუსთავი: მებურიშვილი (6ქ, 5პ), გაგნიძე (6ქ), არაბული (9ქ, 10მ), დ. მაისურაძე (2ქ), დვალიშვილი (13ქ, 14მ), ჯანხოთელი (2ქ), უძილაური (2ქ), ოქროჭელიძე (2ქ, 10მ), დოლიაშვილი (2ქ), ჭიჭიკოშვილი (2ქ), ფხალაძე (6ქ), ობგაიძე (2ქ).

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. თსუ 6 5 1 512/401 11

2. სოხუმი 6 4 2 491/452 10

3. სტუ 6 4 2 461/460 10

4. ქუთაისი 5 4 1 444/325 9

5. რუსთავი 5 2 3 320/402 7

6. დინამო 6 1 5 427/476 7

7. მაქაბი 6 0 6 381/520 6.

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"