ბაქოს "ინტერი", რომელშიც ჩვენი არაერთი თანამემამულე თამაშობს, აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში გავიდა
ჯაბა ლიპარტიას ლუგანსკის "ზარიას" შემადგენლობაში არცთუ ურიგო ოფიციალური დებიუტი გამოუვიდა. ატალახებულ მოედანზე "ზარიას" ქართველმა დებიუტანტმა "ვოლინის" განადგურებაში (3:0) თავისი წვლილი შეიტანა და მისი თამაში 6-იანით შეაფასეს. ნამატჩევს ლიპარტიამ პრესას დებიუტით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"საკუთარი თამაშის შეფასება გამიჭირდება, სჯობს, ამაზე მასმედიამ და გულშემატკივრებმა იმსჯელონ. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, მეტოქე სულაც არ ყოფილა ურიგო გუნდი. თუმცა ფაქტია, რომ "ზარიამ" უკეთ ითამაშა. ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა მწვრთნელების ყველა დავალების შესრულება შევძელით.

ასეთ მინდორზე კი კარიერის განმავლობაში პირველად ვითამაშე. "ზარია" ტექნიკური გუნდია და ჩვენთვის გამარჯვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვიმედოვნებ, შემდეგ მატჩებს უკეთეს პირობებში ჩავატარებთ", - თქვა ლიპარტიამ.

მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა "ზარიას" პრეზიდენტი ევგენი გელერი: "გამარჯვებას გუნდური თამაშით მივაღწიეთ და რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება. მოხარული ვარ, რომ ახალწვეულებმა და კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიამ თავი კარგად წარმოაჩინეს".

ინტერი ნახევარფინალშია

ბაქოს "ინტერი", რომლის შემადგენლობაშიც ჩვენი არაერთი თანამემამულე თამაშობს, აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში გავიდა. კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გუნდი განმეობით მეოთხედფინალურ მატჩში შინ 0:0 დაუზავდა ქვედალიგელ "აფშერონს" და რაკი პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, შემდეგი ეტაპის საგზურიც მას დარჩა.

"ინტერის" შემადგენლობაში ქართველთაგან გიორგი ლომაიამ, კახა მჟავანაძემ, ილია კანდელაკმა და დავით ოდიკაძემ ითამაშეს. ოდიკაძე 70-ე წუთზე შეცვალეს, დანარჩენმა ქართველებმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.

თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა "გაბალა", რომლის ღირსებასაც გოგა ბერაია იცავს. "გაბალა" შინ "ბაქის" 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი 0:1 დამარცხდა.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა