საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერმა ანტალიის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ითამაშა
თურქულ ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ითამაშა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა სოფიო შაფათავამ.

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერმა ხუთივე შეხვედრა მოიგო: სტარტზე სერბ ბოიანა მარკოვიჩს სძლია - 6:2, 6:3, შემდეგ მისი თანამემამულე მარინა კაჩარი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4. მესამე შეხვედრაში ჩინელი ჟუომა ნი მა დაჯაბნა - 6:1, 6:3, ნახევარფინალში მეშვიდე ნომრად განთესილი რუსი ალიონა ტარასოვა დაამარცხა - 7:5, 7:5, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომერ აილა აქსუს (თურქეთი) აჯობა სამ სეტში - 2:6, 7:5, 7:6 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში სოფიო შაფათავა ყირგიზ ქსენია პალკინასთან იყო შეამხანაგებული და განთესვით მესამენი იყვნენ. პირველ შეხვედრაში ქართულ-ყირგიზულმა დუეტმა სერბებს - მილიცა კურბანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს მოუგო - 7:5, 6:2, მერე მათ გზას გაუყენა მარინა ჩერნიშოვა (უკრაინა) და ინბარ კოენი (ისრაელი) - 6:1, 6:2.

შაფათავამ და პალკინამ ნახევარფინალი შეჯიბრების პირველ ნომრებთან - დია ევტიმოვასა (ბულგარეთი) და იასმინა ტინჯიჩთან (ბოსნია) დათმეს - 6:1, 2:6, 6:10. წყვილებში პირველი ადგილი რუსებმა - ანასტასია ფროლოვამ და ალიონა ტარასოვამ დაიკავეს, რომლებმაც ევტიმოვასა და ტინჯიჩს 7:5, 6:1 სძლიეს.

შაფათავა ისევ ანტალიაში რჩება და ამ კვირას ახალ 15.000-იან ტურნირში იასპარეზებს. ისევ პირველ ნომრად იქნება განთესილი.

ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში გუშინ ჩაებნენ ანა შანიძე და ლანა კენჭიაშვილი. შანიძემ პირველ წრეში უკრაინელ ანასტასია ხარჩენკოს პირველი სეტი 6:4 მოუგო, მეორეში 3:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო შეჯიბრება ვეღარ განაგრძო.

დღეს ანა ბელგიელ ანაის დეფოსეზს გაუწევს მეტოქეობას ძირითად ბადეში მოსახვედრად. კენჭიაშვილი სტარტზევე მარტა კოსტიუკთან (უკრაინა) ორ სეტში 0:6 და 3:6 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
ქართველი ჩოგბურთელები: ანა შანიძეც ანტალიის ტურნირის ძირითად ბადეშია
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე
სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირში გამოსვლა წყვილებში მოგებით დაიწყო