საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლვოვის "კარპატთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა ლვოვის "კარპატთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ეს ფეხბურთელის მამამ, ფიფას აგენტმა გია გურულმა გვითხრა.

"გუნდის ხელმძღვანელებთან დავილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ სანდრო "კარპატში" კიდევ სამი წელი დარჩება. კონტრაქტს უკვე ხელი მოეწერა. მართალია, იყო სხვა შეთავაზებები, რაც უკვე გითხარით, მაგრამ საბოლოოდ უკრაინაში, ნაცნობ კლუბში დარჩენა ამჯობინა, სადაც მწვრთნელი ენდობა და ათამაშებს.

მეორეც - სანდროსთვის მისაღები აღმოჩნდა ლვოველთა შეთავაზებული ახალი კონტრაქტი. სხვა ქვეყანაში წასვლა კიდევ მოესწრება, მთავარია, "კარპატსა" და საქართველოს ნაკრებში თავი გამოიჩინოს" - ამბობს უფროსი გურული.

6 მარტს უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ლვოვის "კარპატმა" გასვლაზე კიევში "არსენალთან" 2:2 ითამაშა, ქართველი კი მოედანზე არ გამოჩენილა. გია გურულის თქმით, სანდრომ კუნთის ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ლვოველთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა არ გარისკა და დაასვენა.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა