"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ოკლაჰომა სიტიში "სანდერი" დაამარცხა და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ოკლაჰომა სიტიში "სანდერი" დაამარცხა და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. ამით ოკლენდელებმა "ოკლაჰომას" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს და ეს ისე გააკეთეს, პრობლემა თითქმის არ შექმნიათ.

მატჩის ბოლო პერიოდში ყველაფერი გარკვეული იყო და თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს. "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრა 111:95 მოიგო.

"ოკლაჰომა სიტის" ყოფილი ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელიც სეზონის წინ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, დარბაზში იყო, მაგრამ ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" ისე კარგად ითამაშა, დურანტის დახმარება არ დასჭირვებია.

მატჩში ხშირი იყო კონფლიქტები კალათბურთელთა შორის, რის გამოც მსაჯებს ტექნიკური ჯარიმების მიცემა მოუხდათ სტეფ კარისთვის, დრეიმონდ გრინისთვის და ოკლაჰომელებისთვის - სემაი კრისტონისა და რასელ უესტბრუკისთვის. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, არადა, "გოლდენ სტეიტთან" წინა შეხვედრაში 47 ქულა მიითვალა.

იხილეთ ვიდეო: ინციდენტი სტეფ კარისა და რასელ უესტბრუკს შორის

ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 14 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. მოწოდებაზე ვერ იყო მისი ოკლაჰომელი ოპონენტი სტივ ადამსი, რომელიც 22 წუთში 9 ქულას და 1 მოხსნას დასჯერდა. რაც შეეხებათ ოკლენდელებს, ლიდერობა კლეი ტომპსონმა და სტეფ კარიმ გასწიეს, რომლებმაც 7-7 სამქულიანი ჩააგდეს. ტომპსონმა 34 ქულა მიითვალა, ხოლო კარიმ - 23.

იხილეთ ვიდეო: ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 95:111

"გოლდენ სტეიტს" 56 გამარჯვების წილ 14 მარცხი მოუგროვდა და ლიგას ლიდერობს. მდევარ "სან ანტონიოს" 2 მარცხით მეტი და 3 გამარჯვებით ნაკლები აქვს. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს ფაჩულიას ყოფილ გუნდ "მავერიკსთან", 22 მარტს, დალასში ელით.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-ატლანტა 105:90

ინდიანა-იუტა 107:100

ორლანდო-ფილადელფია 112:109

სელტიკი-ვაშინგტონი 110:102

ჰიუსტონი-დენვერი 125:124

კლიპერსი-ნიუ იორკი 114:105

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ამერიკელი
რა ყველა ერთ კაცს გადაეკიდეთ: 22 წუთში 9 ქულა და ავტორი წერს "მოწოდების" სიმაგლეზე ვერ იყოო, ზაზამ 14 წუთში 2 ქულა ჩააგდო და jj-მ იკითხა ეს როგორ არისო? ამის გულიზეა რუსეთუმე?
giorgi
ერთი რამ ვერ გამიგია, თუ ზაზა რაღაცას ეფაფხურებდა ასე შემდეგ. სასტარტო ხუთეულის კალათბურთელი რატომაა? დებილია მწვრთნელი??? :)
ლუკა
jj: შენ აქ გმირულად გაუმკლავდი კლავიატურას და ზაზა იქ ეფაფხუროს NBA-ს.
ხვიჩა-ს
ამ საიტებიდან მოუშორებელი ტროლია მაგი, თავისი ღრუსეთუმული მიზნებისთვის როდესაც სჭირდება აქებს, თუ არა და აძაგებს, ნბა ვერ დაამხო რუსეთის სასარგებლოდ და ეხლა ზაზას ძაგებაზე გადავიდა. ვახახახახა
ხვიჩა
jj-ს, ფაფხური რა შუაშია, ფაჩულია გუნდური მოთამაშეა და იბრძვის ბოლო წამამდე, რასაც ავალებს მწვრთნელი იმას კათებს 100 პროცენტზე.
jj
ისე წერთ თითქოს ფაჩულიამ 20 ქულა ჩააგდო და 15 მოხსნა. ეფაფხურება რაღაცას ...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბერძნული პოლიციის ვერსიით, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს პროფესიონალებმა ესროლეს
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ნიუ იორკთან" [VIDEO]
"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
მეტოქეს სახეზე ხელით შეეხო - საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დროს ინციდენტი მოხდა [VIDEO]
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
ქალმა მოკრივემ მეტოქეს აკოცა და საპასუხოდ სილა მიიღო [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]