ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

როგორი მწვრთნელი ჰყავს სერბეთს? ის თითქმის ყოველთვის თამაშობს ერთი ფორვარდით, მაგრამ არასოდეს ირჩევს დაცვით მოდელს
24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სერბეთს დაუპირისპირდება. მეტოქე გუნდს თბილისში სლავოლიუბ მუსლინი ჩამოუძღვება. ეს ის მწვრთნელია, ვის ხელშიც არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. სხვა საქმეა, რომ ჩვენი მოთამაშეები მთლად პოზიტიურად ვერ იხსენებენ მუსლინთან ურთიერთობის პერიოდს, თუმცა ეს სულ სხვა თემაა...

ამჯერად, ჩვენ უფრო მუსლინის სამწვრთნელო თავისებურებები გვაინტერესებს - როგორი სპეციალისტია, როგორ სათამაშო სტილს მისდევს, რომელ სქემას იყენებს ყველაზე ხშირად და ასე შემდეგ...

ვფიქრობთ, ინტერვიუსთვის საინტერესო რესპონდენტი შევარჩიეთ. 34 წლის ალეკო ამისულაშვილმა მუსლინთან ერთად "კრასნოდარში" იმუშავა. მას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება და ამაზე დროს არ დავკარგავთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში მან 2002-16 წლებში ითამაშა და 45 მატჩში 4 გოლი შეაგდო...

- პირველ რიგში, ზოგადად დაახასიათეთ სლავოლიუბ მუსლინი. როგორი მწვრთნელია ის?

- მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია. თუ გახსოვთ, ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა მე "კრასნოდარში" ვთამაშობდი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაღალი დონის სპეციალისტია. ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთი. სწორედ ასეთ ფეხბურთს თამაშობდა "კრასნოდარი" მაშინ, როცა მე ვიყავი იქ და გუნდს მუსლინი წვრთნიდა...

კიდევ ერთი დეტალი უნდა აღვნიშნო - რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული გუნდი, მაგრამ მუსლინისთვის ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- ანუ მისი სტილი და სტიქია შეტევაა?

- მარტო მუსლინს კი არა, გალიცკისაც, რომელიც ახლაც "კრასნოდარის" პრეზიდენტია, ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთი. უკვე წლებია, ეს არის "კრასნოდარის" ნიშა რუსულ ფეხბურთში. გალიცკის იმდენად უყვარს შემტევი ფეხბურთი, 0:5 რომ წააგო, მაგრამ ბევრი მომენტი რომ შექმნა და შეუტიო, პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩება თამაშით. შემტევი ფეხბურთი უზომოდ უყვარს.

- რას იტყვით მუსლინისეულ სათამაშო სქემებზე?

- მახსოვს, რამდენიმე სათამაშო სქემა მოგვისინჯავს. ის თითქმის არასოდეს თამაშობდა ორი ფორვარდით. მაგრამ ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ ერთ ჩამშლელს აყენებდა.

- ისე, როგორი მოტივატორია სლავოლიუბ მუსლინი?

- რომ ვთქვა, მუსლინის ყველაზე ძლიერი მხარე ფეხბურთელების მოტივირებაა-მეთქი, ტყუილი გამომივა. ვარჯიშებზე მკაცრი და მომთხოვნია. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ყველას ინდივიდუალურად უდგება.

- როგორ ფიქრობთ, თბილისურ მატჩში ის მნიშვნელოვნად შეცვლის სამწვრთნელო ფილოსოფიას?

- კლუბი სხვაა და ნაკრები კიდევ სხვა. წეღანაც ვთქვი: მუსლინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული მისი გუნდი.

- სათამაშო სქემას მეტოქის მიხედვით არჩევს?

- სქემა ირჩეოდა ერთი პრინციპით - უნდა გვეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი. სწორედ ამ პრინციპს ემსახურებოდა სქემაც და ყველაფერიც.

- ფაქტია, მუსლინმა შეძლო და სერბეთის ნაკრებში არსებული მრავალწლიანი განხეთქილებების სერია ჩააქრო...

- გეთანხმებით შეფასებაში: სერბებს სულ ჰქონდათ პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში, ახლა კი ეს პრობლემები მოგვარებულია. კარგი მწვრთნელია მუსლინი, ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია... ბოლოს და ბოლოს, იმ "ბორდოს" წვრთნიდა, რომელშიც ზინედინ ზიდანი თამაშობდა. არა მგონია, ეს უმნიშვნელო ფაქტორი იყოს.

- თქვენ რას ელით სერბეთთან თამაშისგან?

- ველი გამარჯვებას. საქართველოს ნაკრებს ერთი თავისებურება აქვს: ძლიერ ნაკრებებთან თამაში უკეთ გამოსდის. რა თქმა უნდა, სერბეთი ძლიერი მეტოქეა, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ თამაში და მოგება ყველასთან შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ.

- ამბობენ, თითქოს ქართველ ფეხბურთელებთან მუსლინს არ ჰქონდა იდეალური ურთიერთობა...

- არის თემები, რომლებზეც დღეს ბოლომდე ვერ ვილაპარაკებ. პირადად მე განსაკუთრებული გართულება არ მქონია. უბრალოდ, გუნდიდან წავედი. ჩვეულებრივი ამბავია, ფეხბურთელი იცვლის გუნდს...

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა დავუპირისპიროთ მუსლინის გაწვრთნილ სერბეთს?

- საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხში ჩემზე კომპეტენტურია და უკეთ ეცოდინება, რა უნდა დაუპირისპიროს მეტოქეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Gio

ისე ალეკო სენც მაგარი ფეხბურთელი იყავი საოცარი

• zuriko

ეროვნული ჩემპიონატი რას გვიგავს!! მოედნები.. ბაზები სასაცილო ხელფასები არაფერი გვივარგა რის პონზე უნდა მოვხვდეთ ევროპაზე მსოფლიოზე? ერთი ორ თამაშს მოვიგებთ და ათ წელში ერთხელ და ეგაა და ეგ...

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს. როცა დავიმსახურებთ კიდევაც მოიგებენ!

• haha

სერბებს მგონი ყველაზე მაგარი ინდივიდუალისტები ყავს ჩვენ ჯგუფში, პლიუს კაი ტრენერი, რომელსაც ქართველებთან კაი ურთიერთობა არ აქვს (ანუ მისთვის დამატებითი მოტივაცია). ამიტომ ალეკოს განცხადებები უბრალოდ პატრიოტიზმი თამაშია, თორე კი იცის რაც გველოდება.

• nago

სად ივარგა საერთოდ,ჩვენმა პეხბურტელებმა, ფეხბურტი იკო მაშინ როცა ტამაშობდს ცხადაE და სხვები კიდევ

• GELA 2

კი დააყენებთ თქვენ ცუდ ხასიათზე მუსლინს, აბა რაა? გვჯერაააააააა!!! ასე იმუქრებით 25 წელიწადია უკვე, მერე და რა "ბაგაჟის" ხარჯზე, ბარემ ისიც ბრძანე რაა? 2-3 კაცის გარდა ბურთის გაგებაში არ ხართ არცერთი, საფეხბურთო ინტელექტს რომ შევეშვათ. ნეტარ არიან მორწმუნენი ალეკო ჩემო!

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

15-ქალას ელიტური მეტოქე

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ

ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა

[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

სერბეთის ნაკრების მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დანიშნეს

სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

ალეკო ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება