ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები.
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, შეიძლებოდა, აქ მოზეიმე არსენალელების ფოტო გეხილათ - საჭირო იყო მხოლოდ სტუმართა დანიელ ფორვარდ ნიკლას ბენდტნერს ხეირიანად მიეღო ბურთი, შემდეგ კი კარში დარტყმა მოეხერხებინა და "ბარსელონას" ამხელა ჯაფა წყალში ჩაეყრებოდა. 2:3 მარცხზე შემდეგ ეტაპზე არსენ ვენგერის გუნდი გავიდოდა.

მაგრამ ბენდტნერმა ვერ გააჩერა, მასკერანომ კი თავი გაწირა და "ბარსაც" გადარჩა. "ბარსა", რომელმაც კლასში დაჩაგრა, პასებით "დაახრჩო" მეტოქე და გმირულად მოთამაშე ალმუნიას კართან უამრავი მომენტი შექმნა.

ალბათ, მაინც საფეხბურთო სამართლიანობა მოითხოვდა, რომ გუნდი, რომელსაც მეტოქის კარისკენ დარტყმაც არ უცდია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ გავიდა. ერთადერთი გოლი კი, რომელიც "არსენალმა" გაიტანა, სერხიო ბუსკეტსის "ანგარიშზეა". ინგლისელებს ერთი ის ამართლებთ, რომ თითქმის ერთი ტაიმი 10 კაცით ითამაშეს (სასტვენის შემდეგ დარტყმისთვის მეორე ყვითელი ბარათი რობინ ვან პერსიმ მიიღო), არსენ ვენგერი კი კვლავ რჩება უტიტულო მწვრთნელად.

"ბარსელონამ" ლონდონში წაგებული სრულად ამოიღო და ერთიც დაამატა, რომ თამაში დამატებით ტაიმებში არ გადასულიყო, ორი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ მესის ორ გოლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩავის ერთი იყო. ჩავიმ 69-ე წუთზე 1:1-ზე გაიტანა, როცა "კამპ ნოუზე" დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო - "ბარსელონა" რიცხვმცირე მეტოქეს არბევდა, დანი ალვეში მარჯვენა ფლანგზე ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო (რას აკეთებდა კლიში საერთოდ გაუგებარია), ლიონელ მესი მაინცდამაინც დრიბლინგით აპირებდა კარში შესვლას, ხოლო დავიდ ვილიასთვის დაუძლეველ კედლად შეცვლაზე შესული ალმუნია იქცა.

და აი, ამ დროს გაიბრწყინა დუეტმა, რომელზეც მოდის "ბარსას" ჯადოქრობის დიდი წილი, ანდრეს ინიესტამ საჯარიმოში ჩავი მოძებნა და მანაც ფორვარდებს აჩვენა როგორ უნდა გოლის გატანა. მართალია, 2:1 საბოლოო გამარჯვების მომტანი ანგარიში არ იყო, მაგრამ სწორედ აქ მოკვდა "არსენალი", რომელსაც "გაცოცხლება" ერთხელ შეეძლო, თუმცა ის ეპიზოდი უკვე ზემოთ აღვწერეთ.

მეორე მატჩზე კი უკომენტაროდ, მხოლოდ ფაქტებს შემოგთავაზებთ - "შახტარმა" 3:0 (ორი მატჩის ჯამში 6:2) გაანადგურა იტალიური გრანდი "რომა", ისტორიაში პირველად გავიდა ლიგის მეოთხედფინალში და "კალჩოს" კიდევ ერთი სირცხვილი აგემა საერთაშორისო ასპარეზზე

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბარსელონა-არსენალი 3:1 (1:2)  [იხილეთ ვიდეო]

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, აბიდალი, ადრიანო (90. მაქსველი) - ჩავი, მასკერანო (88. კეიტა), ინიესტა - პედრო, მესი, ვილია (82. აფელაი).

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი (19. ალმუნია) - სანია, ჯურუ, კოშელნი, კლიში - უილშირი, დიაბი - როსიცკი (73. არშავინი), ფაბრეგასი (78. ბენდტნერი), ნასრი - ვან პერსი.

გოლები: 1:0 მესი (45), 1:1 ბუსკეტსი (53 ს.კ.), 2:1 ჩავი (69), 3:1 მესი (71-პენ)

გაძევება: ვან პერსი (56)

მაყურებელი: 90 000

არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ბარსელონა

პირველი კუთხური: ბარსელონა

პირველი ჯარიმა: არსენალი

პირველი გაფრთხილება: არსენალი

19 (10) დარტყმა 0 (0)

8 ჯარიმა 19

5 კუთხური 2

0 გაფრთხილება 5

68% ბურთის ფლობა 32%

შახტარი-რომა 3:0 (2:3) [იხილეთ ვიდეო]

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰუბშმანი, მხითარიანი (67. ალექს ტეიშეირა) - დუგლას კოშტა (60. ედუარდო), ჟადსონი, ვილიანი - ლუიზ ადრიანო (75. მორენო).

რომა (4-4-2): დონი - ბურდისო, ჟუანი, მექსე, ი. რიისე - ტადეი (46. როსი), პისარო, დე როსი, პეროტა (86. კაპრარი) - ბორიელო, ვუჩინიჩი (65. ბრიგი).

გოლები: 1:0 ჰუბშმანი (18), 2:0 ვილიანი (58), 3:0 ედუარდო (87)

გაძევება: მექსე (41)

შენიშვნა: ბორიელომ ვერ გაიტანა პენალტი (28. მეკარე)

მაყურებელი: 50 000

არბიტრი: ჰოვარდ უები (ინგლისი)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რომა

პირველი კუთხური: რომა

პირველი ჯარიმა: რომა

პირველი გაფრთხილება: რომა

11 (6) დარტყმა 9 (3)

18 ჯარიმა 14

7 კუთხური 4

2 გაფრთხილება 5

56% ბურთის ფლობა 44%.

davide
ბარსას უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, არბიტრს ბარსელონას მაისურა ეცვა გუშინ საღამოს!..
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს