"როცა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიწვევის ამბავი შევიტყვე, ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა"
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის გუნდი 25 და 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუსეთს ეთამაშება. საქართველო წლეულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს ორი სპარინგიც ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული.

19-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც ყიფიანმა და ფეხბურთის ფედერაციამ უცხოეთში მიაკვლიეს...

დღეს "ლელო" ალექსანდრე კახიძეზე მოგითხრობთ.

ალექსანდრე (ალეკო) კახიძე დაბადებიდან რუსეთში ცხოვრობს და მეორე ლიგის ბინადარ "ნაციონალში" თამაშობს. ამპლუით ფლანგის მცველია.

"მამა სოხუმელია და მოსკოვში საცხოვრებლად ომის შემდეგ გადავიდა. იქ გაიცნო დედაჩემი და დაოჯახდა. მე მოსკოვში 1999 წელს დავიბადე. იქვე დავიწყე ფეხბურთზე სიარული. 5 წლიდან მოსკოვის ცსკა-ს საფეხბურთო აკადემიაში ვვარჯიშობდი. მერე მოსკოვის "ტორპედოში" გადავედი, სადაც 2012-15 წლებში ვთამაშობდი.

2016 წელს მოსკოვის "სპარტაკის" ასაკობრივ გუნდში გასინჯვაზე მიმიწვიეს და დამტოვეს. სოჭში პრემიერლიგის ასაკობრივი გუნდების ტურნირს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და თამაში მეორე ლიგის ორ გუნდში შემომთავაზეს - "დოლგოპრუდნისა" და ტვერის "ვოლგაში".

სკოლას წელს ვამთავრებ და მოსკოვიდან გადასვლა არ გამოდიოდა, მაგრამ აკადემიაში დარჩენაც არ მსურდა - დრო იყო, დიდების ფეხბურთში გადავსულიყავი და მეც "ინტერში" წავედი, რომელიც მესამე ლიგაში თამაშობს. ჩემთვის ამ ეტაპზე ესეც მისაღები ვარიანტია, რადგან დიდების ფეხბურთს ვეგუები, რაც წინსვლაში დამეხმარება", - ამბობს კახიძე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გაიზარდა, ქართულად ლაპარაკობს.

17 წლის ფეხბურთელი გვიყვება, როგორ მოხვდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში:

"საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ აქ უამრავი ნათესავი მყავს. მათ მიაწოდეს ჩემზე ინფორმაცია 19-წლამდელთა ნაკრების მენეჯერ დათო დათუნაშვილს, რომელმაც ეს ნაკრების ხელმძღვანელობასა და ფეხბურთის ფედერაციას აცნობა.

დაინტერესდნენ, ჩემზე ცნობები შეაგროვეს და ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს.

როცა მიწვევის ამბავი შევიტყვე, ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა - ბავშვობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ახლა ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა. თუ ფეხბურთში რამე შემიძლია, ისევ ჩემს სამშობლოს უნდა მოვახმარო. დაველოდოთ და ვნახოთ, რა გამოვა ამ მცდელობიდან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
კაცი იქნები ყველგან ესეთი მიდგომით ცხოვრების მიმართ.მამას მადლობა
ქომაგი
გენაცვალე ჯიგარში. ჯიქია არ დამანახოთ ნაკრებში!
კახა
ამას მამა ეყოლება წესიერი კაცი სწორად ზრდის შვილს.
მაჭავარიანიიიიი
ჩემო უმაგრესო ბიჭო,მემაყები და ბედნიერი ვარ რომ მარტო ჩვენი კი არა მთელი საქართველოსი რომ ხარ,ვიცი რომ შენით სრულიად საქართველო იამაყებს
qutaiseli
გენაცვალე მაგ ჯიგარ სულში წარმატებები გქონოდეს ძამო სულ და სულ,,,,მოათრიეთ ერთი ის ჯიქია და აკაკი გოგია და წააკითხეთ ამ ბოვში სიტყვები 18 წლის ბაშს რამდენი ესმის და ეს ორი დოყლაპია ამისს ნახევარსაც ვერ ხვდებიან,,,
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
"შახტარი": დიახ, გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივი" გველაპარაკება
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
19-წლამდელთა ნაკრებში ლუკა ლოჩოშვილი ალექსანდრე კახიძემ შეცვალა
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო