დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ჩიკაგო" თანდათან კარგავს პლეი ოფში მოხვედრის შანსს. "ხარებმა" წააგეს "ტორონტოსთან" იმის მიუხედავად, რომ სამი მეოთხედის შემდეგ, 15 ქულით იყვნენ წინ. კანადურმა კლუბმა ოვერტაიმში შეძლო "ჩიკაგოს" დამარცხება და შეწყვიტა ამ გუნდთან 11-მატჩიანი წაგებათა სერია.

ამ თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო მესამე მეოთხედის ბოლოს, ჩხუბი რობინ ლოპესსა და სერჟ იბაკას შორის. მათი კონფლიქტი მუშტი-კრივში გადაიზარდა და ორივენი გააძევეს მოედნიდან.

"ნიუ ორლეანში" დემარკუს კაზინსის გადასვლამ უკვე დაიწყო შედეგის მოტანა. ყოფილ საკრამენტოელს დაახლოებით 8-10 მატჩი დასჭირდა ახალ პარტნიორებთან შესაგუებლად და ახლა, საქმეები კარგად წავიდა. "პელიკანსმა" "მემფისის" დამარცხება მესამე მეოთხედში 21:0 გაქცევის წყალობით მოახერხა.

კაზინსი საუკეთესო იყო "ნიუ ორლეანში" 41 ქულითა და 17 მოხსნით. დემარკუსის წილი 21:0 გაქცევაში ცხრა ქულა იყო. "პელიკანსმა" ზედიზედ მესამე და ბოლო ექვსში მეხუთე მატჩი მოიგო.

"სან ანტონიომ" პირველი ტაიმის შემდეგ ცხრაქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, შეძლო "მინესოტას" დამარცხება. ეს იყო "მგლების" ზედიზედ მეოთხე წაგება.

"მინესოტას" რიგებში 25 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა კარლ-ენტონი თაუნსმა, რომლისთვისაც ეს იყო 53-ე ორმაგი დუბლი სეზონში.

"სან ანტონიო" კვლავაც სამი მოგებით ჩამორჩება რეგულარულის ლიდერ "გოლდენ სტეიტს".

"მაიამი" თანდათან იკიდებს ფეხს პლეი ოფის ზონაში. ფლორიდელებმა ისარგებლეს "დეტროიტის" წაფორხილებით და ახლა, მერვე ადგილზე არიან.

"ჰიტის" რიგებში 23 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ჰასან უაიტსაიდმა. მან სეზონში უკვე 936 მოხსნა დააგროვა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. წინა მიღწევის ავტორი იყო რონ საიკლი - 934 მოხსნა 1991-92 წლების სეზონში. საინტერესოა, რომ საიკლიმ მაშინ 79 მატჩი ჩაატარა, უაიტსაიდმა კი 936 მოხსნა 66 მატჩში დააგროვა.

"მაიამის" მსგავსად, ფანტასტიკური ტემპი აკრიფა "მილუოკიმ". "ბაქსსა" და "ჰიტს" 35-35 მოგება აქვთ და მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ. "მილუოკისთვის" ეს იყო მეცხრე მოგება 11 მატჩში.

ლოსანჯელესურ დერბიში "კლიპერსმა" დიდი ანგარიშით მოუგო "ლეიკერსს". მატჩის მსვლელობისას, დოკ რივერსის შეგირდთა უპირატესობა 37 ქულას აღწევდა.

"კლიპერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გაუთანაბრდა გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ "იუტას".

"ლეიკერსისთვის" ეს იყო ზედიზედ მეექვსე წაგება, აგრეთვე მე-14 მარცხი ბოლო 15 მატჩში.

ტორონტო-ჩიკაგო 122:120 (ო)

27:31, 27:28, 25:35, 34:19, 9:7

ტ: დეროზანი (42+7 მოხსნა+8 პასი), ჯოზეფი (19), იბაკა (16), ტაკერი (8+12 მოხსნა).

ჩ: ბატლერი (37+10 მოხსნა+6 პასი), რონდო (24+8 პასი), ციპზერი (12), ლოპესი (12).

მაიამი-ფინიქსი 112:97

23:26, 36:20, 25:17, 28:34

მ: უაიტსაიდი (23+14 მოხსნა), ტ. ჯონსონი (17+5 ჩაჭრა), დრაგიჩი (16), რიჩარდსონი (14), რიდი (12+7 მოხსნა), ელინგტონი (11), ჯ. ჯონსონი (10).

ფ: კრისი (24+7 მოხსნა), ბარბოზა (13), უორენი (12), ლენი (12+11 მოხსნა+4 დაფარება), ბუკერი (11).

ბრუკლინი-დეტროიტი 98:96

22:31, 28:13, 24:21, 24:31

ბ: ლოპესი (29+7 მოხსნა), ლევერტი (15), მაკდენიელსი (11), დინუიდი (10+8 მოხსნა), გუდვინი (10).

დ: ჰარისი (24), კოლდუელ-პოუპი (19), სმიტი (16+7 მოხსნა), მორისი (13), დრამონდი (13+17 მოხსნა).

ნ. ორლეანი-მემფისი 95:82

21:23, 13:18, 32:13, 29:28

ნ-ო: კაზინსი (41+17 მოხსნა), დევისი (19+13 მოხსნა), ჰოლიდეი (11+6 პასი), კროუფორდი (10).

მ: კონლი (16), გრინი (12), დენიელსი (12), მ. გასოლი (10+8 მოხსნა), ჰარისონი (10).

დალასი-გ. სტეიტი 87:112

30:28, 20:34, 21:29, 16:21

დ: ნოვიცკი (16+9 მოხსნა), ნოელი (14+7 მოხსნა), ფერელი (12), სეტ კარი (10).

გ-ს: ტომპსონი (23), კლარკი (18), სტეფ კარი (17+9 პასი), მაკოუ (10).

მინესოტა-ს. ანტონიო 93:100

23:25, 28:17, 16:31, 26:27

მ: თაუნსი (25+14 მოხსნა), უიგინსი (22), მუჰამადი (18).

ს-ა: ოლდრიჯი (26), ლენარდი (22), ჯინობილი (11), პ. გასოლი (11), გრინი (10).

პორტლენდი-მილუოკი 90:93

21:18, 14:30, 28:19, 27:26

პ: ლილარდი (31+7 პასი), მაკალუმი (21), ნურკიჩი (11+14 მოხსნა), კრები (11).

მ: მიდლტონი (26), ანტენტოკუნმპო (22+8 მოხსნა).

ლეიკერსი-კლიპერსი 109:133

24:33, 16:37, 34:38, 35:25

ლ: ინგრემი (21), რენდლი (19+7 მოხსნა), რასელი (18), ზუბაცი (17+7 მოხსნა), რობინსონი (16).

კ: პოლი (27+8 მოხსნა), რედიკი (24), რივერსი (18), კროუფორდი (15), გრიფინი (12+8 პასი), ჯორდანი (12+11 მოხსნა), ბასი (10), სპეიტსი (10+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
გუშინ გამთენიის ნიუსებია და როდის დებთ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ კალათბურთს.
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა