ჩეჩნეთის პრეზიდენტმა 2002 წლის ბრაზილიის ნაკრების ბაზაზე შექმნილ გუნდთან შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თავისი გუნდის შემადგელობაში, რომელიც რუსი და ევროპელი ვეტერანებისგან შედგებოდა, 2002 წლის ბრაზილიის ნაკრების ბაზაზე შექმნილ გუნდთან, 2 გოლი გაიტანა. კადიროვის გუნდმა ანგარიშით 4:6 წააგო. ამასთან, თავად კადიროვმა ბრაზილიელთა კარში დანიშნული ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 1990-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორიც კაფუ, ბებეტო, დენილსონი, დუნგა და რომარიო იყვნენ. კადიროვის გუნდში რუსული ფეხბურთის ვეტერანები, გროზნოს "ტერეკის" მთვარი მწვრთნელი რუდ გულიტი და მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი გერმანელი ლოთარ მათეუსი თამაშობდნენ.

ბრაზილიელებმა ანგარიში მატჩის მესამე წუთზე გახსნეს - თავი ბებეტომ გამოიჩინა. მეშვიდე წუთზე ბრაზილიელთა უპირატესობა კაფუმ გაზარდა, მეცხრე წუთზე კი კადიროვის გუნდმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

13-ე წუთზე ბრაზილიელთა კარში გოლი "ტერეკის" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი ფედკოვმა გაიტანა. 20-ე წუთზე კადიროვმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, 22-ე წუთზე კი გოლი თამაშიდან გაიტანა.

29-ე წუთზე სავიომ ბრაზილიელები წინ გაიყვანა. შემდეგ 36 წუთზე რომარიომ გაიტანა, 38-ე წუთზე კი სავიომ დუბლი შეასრულა.

46-ე წუთზე გოლი "ტერეკის" სპორტულმა დირექტორმა თემურ ჯაბრაილოვმა გაიტანა. მატჩი 50 წუთი უნდა გაგრძელებულიყო (ორი 25 წუთიანი ტაიმი), თუმცა მეორე ნახევარში შეხვედრას 14 წუთი დაამატეს. უკვე დამატებით დროში მეორე გოლი ბებეტომ გაიტანა, კადიროვმა კი პენალტი ზუსტად შეასრულა.

კადიროვის გუნდის ბრაზილიელებთან შეხვედრა გროზნოში ბილიმხანოის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 9 მაისს გროზნოში ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩის ჩატარება იგეგმება. ეს თამაში გროზნოში "ტერეკის" ახალი სტადიონის გახსნაზე გაიმართება.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა