მაურო იკარდი ისევ პერსონა ნონ გრატაა არგენტინის ნაკრებში
სამხრეთ ამერიკაში წინ უმნიშვნელოვანესი ტურია, რომელიც 28 მარტს გაიმართება (საქართველოს დროით, უკვე 29 მარტი იქნება).

ტიტეს შეუჩერებელი ბრაზილია ფანებით გამხნევებული შეეცდება, ეკვადორის დამარცხებით აღმაფრენაში მყოფ პარაგვაის ფრთები დააჭრას. ჩილემ შინ ვენესუელას უცილობლად უნდა მოუგოს, მაგრამ ვენესუელელებზე მათი მოულოდნელი ბოლო ადგილით არ უნდა ვიმსჯელოთ, ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ამ შესარჩევ ციკლში შედეგებიდან ჩანს. თუმცა ჩილელებს უკანდასახევი გზა, უბრალოდ, არ აქვთ.

ბოლივია შესაძლოა, ბოლოსწინაზეა, მაგრამ იქ თამაში როგორი რთულიც არის, იცით და არგენტინასაც მწარედ ახსოვს, მაგრამ სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს და ედგარდო ბაუსას გუნდმა როგორმე სამი ქულა უნდა მოიპოვოს.

ჩილესთან მატჩში გონსალო იგუაინმა ყვითელი ბარათი მიიღო და "პიპიტას" დისკვალიფიკაციის გამო უწევს ბოლივიასთან სტუმრობის გამოტოვება. ედგარდო ბაუსას ერთ-ერთი ფავორიტი - ლუკას პრატო - დაშავებულია. სერხიო აგუერო ნაკრებში თავის ადგილს ვერაფრით პოულობს და მოკლედ, ბევრს ეგონა, რომ მაურო იკარდის ამჯერად მაინც დაუძახებდნენ. მით უმეტეს, ბაუსას ცოტახნისწინანდელი სიტყვების მერე, რომელიც როგორც ჩანს, პატივცემულმა ედგარდომ უკან წაიღო - აქაოდა, იგუაინსა და პრატოს რამე თუ დაემართათ, იკარდის დავუძახებო.

"ინტერის" ფორვარდი სერია "ა"-ში 20 გოლით იწონებს თავს, მაგრამ მან ისევ ვერ მიიღო მიწვევა და სანაცვლოდ, ბაუსამ "რივერ პლეიტის" 24 წლის თავდამსხმელ ლუკას ალარიოს უხმო. იკარდის დელიკატური საკითხის შესახებ მოგეხსენებათ - მან მაქსი ლოპესს ცოლი "წაართვა" და, როგორც ამბობენ, ლიონელ მესისა და მის ძმა-ბიჭებს მაუროს დანახვაც არ უნდათ. თუმცა ოფიციალურად ამას ყველა უარყოფს და მათ შორის, ბაუსაც.

"მე მას ველაპარაკე და ვუთხარი - მშვიდად იყავი, თუ იგუაინს ან პრატოს რამე დაემართება, დაგირეკავ-მეთქი. ის ბედნიერია და წყნარად ელოდება თავის შანსს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. გავუმეორე, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვიძახოთ და ვუთხარი, რომ ნაკრებში მასთან პრობლემა არავის აქვს. ჩემი აზრით, იგი ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ არ არის მოთამაშე, რომელიც კოლექტიურ, გუნდურ თამაშსა და სქემაში იდეალურად ჯდება.

ამ ასპექტში პრატო საუკეთესოა, მაგრამ მას იმდენი ვერ გააქვს, რამდენიც იგუაინს. იკარდი მეტოქის საჯარიმოსთან ძალიან სახიფათოა და ახლა ძალიან თავდაჯერებულია, კარგად გამოიყურება. სამაგიეროდ, ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერაში დიდად გეხმარება. გამოვიძახებთ თუ არა მაუროს 9 ივნისს ბრაზილიასთან მატჩისთვის? შეიძლება, არ ვიცი" - განუცხადა ცოტა ხნის წინ "ლა ნასიონს" ბაუსამ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არათუ ერთ-ერთი, არამედ ორივე დააკლდა - როგორც პრატო, ასევე იგუაინი - ერთგვარი დანაპირები არ შეასრულა და იკარდი დააიგნორა.

პერუ შეეცდება, ჩავლილი მატარებლის დევნა ბოლო ძალ-ღონით გააგრძელოს, რისთვისაც ურუგვაი უნდა დაამარცხოს, მაგრამ თუ ოსკარ ტაბარესის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, გვარიანად გაირთულებს საქმეს და ურუგვაელები ძალიან ფრთხილად იქნებიან. აი, ეკვადორი-კოლუმბია კი, უბრალოდ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება და წაგებული ალბათ, საბოლოოდ მუნდიალს მიღმა დარჩება.

29 მარტი

ბოლივია-არგენტინა 00:00

ეკვადორი-კოლუმბია 01:00

ჩილე-ვენესუელა 02:00

ბრაზილია-პარაგვაი 04:45

პერუ-ურუგვაი 06:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრაზილია 13 9 3 1 32-10 30

2. ურუგვაი 13 7 2 4 25-15 23

3. არგენტინა 13 6 4 3 15-12 22

4. კოლუმბია 13 6 3 4 16-15 21

5. ეკვადორი 13 6 2 5 23-18 20

6. ჩილე 13 6 2 5 21-18 20

7. პარაგვაი 13 5 3 5 13-18 18

8. პერუ 13 4 3 6 20-22 15

9. ბოლივია 13 2 1 10 10-32 7

10. ვენესუელა 13 1 3 9 16-31 6

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 6 - არტურო ვიდალი (ჩილე); 5 - ნეიმარი (ბრაზილია), გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ჯოზეფ მარტინესი (ვენესუელა), ალექსის სანჩესი (ჩილე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო