ვასილ მაისურაძის გუნდი ბ-ჯგუფში სტამბოლის, აღმოსავლეთ თურქეთისა და მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს
საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, თურქეთში, "კუშადასის თასის" გათამაშებაზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდი ბ-ჯგუფში სტამბოლის, აღმოსავლეთ თურქეთისა და მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

17- წლამდელებმა პირველი შეხვედრა მაკედონიელ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებლად - 3:0 გაიმარჯვეს. გატანილი გოლები დავით ჯიქიას (5 წთ), ილია კერძევაძისა (14 წთ) და ალეკო მზევაშვილის (40 წთ) ანგარიშზეა.

მეორე შეხვედრა ჩვენს გუნდს აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებთან ჰქონდა. ილია კერძევაძის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით, ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. თუმცა, მეორე ტაიმის 67-ე წუთზე, მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

დღეისათვის, 4 ქულითა და ბურთების უკეთესი შეფარდებით, საქართველოს ნაკრები ჯგუფის პირველადგილოსანია. ასევე 4 ქულა აქვს აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს და ეს გუნდი მეორე ადგილზეა.

დღეს, 17- წლამდელები დაისვენებენ. 10 მარტს კი, ისინი სტამბოლის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში ითამაშებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მეორე ადგილზე გავა, მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ითამაშებს.

17- წლამდელთა ნაკრები გუნდის მენეჯერის, გიორგი კაციტაძის თქმით, გუნდებს თამაში საშინელ კლიმატურ პირობებში, ფაქტობრივად, ქარიშხალში უწევთ, რაც თამაშს ძალიან ართულებს და მის ხარისხზეც შესამჩნევად მოქმედებს. საქართველოს ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, თურქი მსაჯების გარჯით ერთხმად უკმაყოფილოა.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე