დღის მიღწევები და სტატისტიკა
ქალებმა მაიამიში ყველა მეოთხედფინალისტი გამოავლინეს. ამჯერად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანჟელიკ კერბერს პრობლემები არ ჰქონია.

კლასიფიკაციის 87-ე ნომერმა რისა ოსაკიმ ორჯერ მოახერხა გერმანელის გეიმების აღება, მაგრამ ორივე სეტში ამას იმ დროს აკეთებდა, რომ პარტიების ბედი გადაწყვეტილი იყო: პირველში კერბერი 4:1-ს იგებდა, მეორეში კი 5:0 იყო დაწინაურებული.

საბოლოოდ, 6:2, 6:2 და გერმანელი მეოთხედფინალში ამერიკელ ვინუს უილიამსზე გავიდა, რომელიც, როჯერ ფედერერის მსგავსად, მეორე ახალგაზრდობას განიცდის. ვეტერანმა რუს სვეტლანა კუზნეცოვას ორ სეტში მოუგო, არადა, ეს უკანასკნელი კარგ ფორმაშია, რაზეც ორი კვირის წინ, ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში მოხვედრაც მეტყველებს.

თუ კერბერმა იოლად დაძლია იაპონური ბარიერი, რუმინელ სიმონა ჰალეპს ორი საათი და ათი წუთი დასჭირდა ავსტრალიელი სამანტა სტოსურის დასამარცხებლად. მესამე ნომრად განთესილმა 4:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და პირველი სეტი წააგო. მეორე სეტში რუმინელი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა სტოსურმა მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, თანაც ორჯერ.

ავსტრალიელს ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ რუმინელმა შეძლო თითქმის წაგებული მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება, როცა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო. ამ სერიის წყალობით, ჰალეპმა მოიგო მეორე სეტი და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა. ამის შემდეგ, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

სიმონას მეტოქე ბრიტანელი იოჰანა კონტა იქნება, რომელმაც 7:5, 6:1 დაამარცხა ლარა არუაბარენა და ზედიზედ მეორედ გავიდა მაიამის ტურნირის მეოთხედფინალში.

ცენტრალური მატჩი იყო კაროლინ ვოზნიაცკისა და გარბინ მუგურუსას შორის. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საშინლად ითამაშეს საკუთარ მოწოდებაზე და სამ-სამი ბრეიკი შეასრულეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც დანიელმა გაანადგურა მეტოქე. მეორე სეტი აღარ შედგა, რადგან ესპანელმა ტრავმა მიიღო და ვოზნიაცკის გამარჯვება მიულოცა.

1/8 ფინალი

ჰალეპი (3)-სტოსური (14) 4:6, 7:5, 6:2

კონტა (10)-არუაბარენა 7:5, 6:1

ვოზნიაცკი (12)-მუგურუსა (6) 7:6(1) უარი

საფაროვა-ციბულკოვა (4) 7:6(5), 6:1

ლუჩიჩი (26)-მატეკი 7:5, 6:4

კარ. პლიშკოვა (2)-სტრიკოვა (15) 6:1, 6:4

ვ. უილიამსი (11)-კუზნეცოვა (7) 6:3, 7:6(4)

კერბერი (1)-ოზაკი 6:2, 6:2

1/4 ფინალი

კერბერი (1)-ვ. უილიამსი (11)

ჰალეპი (3)-კონტა (10)

ვოზნიაცკი (12)-საფაროვა

ლუჩიჩი (26)-კარ. პლიშკოვა (2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
მაიამის "მასტერსი": კონტას პირველი დიდი ტიტული
რეიტინგები: ამიერიდან, ბრიტანეთი მხოლოდ მარეით არ იამაყებს
ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია
მაიამის "მასტერსი": კერბერი და ჰალეპი გამოსწორდნენ
როლან გაროსი. III დღე: კონტა კერბერის გზას გაუყვა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები