ჯენიფერ კაპრიატი 41 წლის გახდა
29 მარტს, 41 წელი შეუსრულდა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონ ჯენიფერ კაპრიატის. დღეს ვიხსენებთ არა ამ ჩოგბურთელის გამარჯვებებს, არამედ მის სკანდალურ გამოხდომებს.

ჯენიფერ კაპრიატის ისტორია - საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, ადრეულ ასაკში დიდ სპორტში დიდმა გამარჯვებებმა როგორ შეიძლება მოიტანოს არა მხოლოდ ფული და დიდება, არამედ სერიოზული პრობლემებიც.

უკვე 13 წლის ასაკში, ამერიკელი ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე მოხვდა, 14 წლისამ როლან გაროსის ნახევარფინალამდე მიაღწია და მსოფლიოს რეიტინგის ტოპ-ათეულში შევიდა, 16 წლის ასაკში კი ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა... შემდეგ კი პრობლემები დაიწყო.

ქურდობა

1993 წლის შემოდგომაზე, 17 წლის კაპრიატი დააპატიმრეს მაღაზიიდან 15 ათას დოლარად შეფასებული ბეჭდის მოპარვისთვის. თავად ჩოგბურთელი ამტკიცებდა, რომ ეს "შემთხვევითობა" იყო - მან ბევრი სამკაული მოირგო და უბრალოდ, ბეჭდის მოხსნა დაავიწყდა.

მარიხუანა და კოკაინი

იმ პერიოდში, კაპრიატი ნაკლებად ჰგავდა ცხოვრების მოყვარულ მოზარდს. შავი ფერის ტანსაცმლის ტარება ერჩივნა და მეგობრებს საჩოგბურთო სამყაროს მიღმა ეძებდა. ის არაერთხელ ჩაუვარდა ხელთ პოლიციელებს მარიხუანას შენახვისთვის. მოგვიანებით, საქმე კოკაინამდე მივიდა. საბოლოოდ, სასამართლომ ჩოგბურთის ვარსკვლავი ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე იძულებით სამკურნალოდ გააგზავნა.

ზედმეტი დოზა

კაპრიატიმ პრობლემები გადალახა, გაიზარდა და 1996 წელს კორტზე დაბრუნდა. ის დიდი ხანი ეძებდა საკუთარ თავს: XXI საუკუნის დასაწყისამდე, რომელიც ოქროს პერიოდი გახდა ამერიკელისთვის. ერთი წლის განმავლობაში, მან "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. თუმცა ამის შემდეგ ტრავმები არ აძლევდა მოსვენებას და მხართან დაკავშირებულმა პრობლემებმა აიძულა, დაესრულებინა კარიერა 2004 წელს.

ცოტა ვინმემ თუ იცის, რას აკეთებს მას შემდეგ ჯენიფერი. ის იშვიათად ჩნდება საჩოგბურთო ღონისძიებებზე და დროდადრო იპყრობს საზოგადოების ინტერესს ეპატაჟური ან სკანდალური საქციელითა თუ გამონათქვამებით.

ასე მაგალითად, 2010 წელს კაპრიატი საავადმყოფოში აღმოჩნდა ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო. ჩოგბურთელის ნათესავებს მოუხდათ ჭორების გაქარწყლება იმის თაობაზე, რომ ჯენიფერმა თავის მოკვლა სცადა. ოფიციალური ვერსიით, ეს იყო "შემთხვევითობა, რომელიც ექიმის მიერ გამოწერილ წამალს უკავშირდებოდა".

თავდასხმა

2013 წელს, კაპრიატის სახელი ისევ გაჩნდა სკანდალურ ქრონიკაში: ის დაადანაშაულეს ყოფილ შეყვარებულზე, აივან ბრენენზე თავდასხმაში.

შეყვარებულების დღეს ჯენიფერი სპორტულ დარბაზში შეიჭრა, სადაც აივანი ვარჯიშობდა, უყვიროდა მას და მკერდში ხელს ურტყამდა, რის გამოც ბიჭი იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა. ამ ინციდენტის შემდეგ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს 30-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს, აგრეთვე, მრისხანების მართვის 4-საათიანი კურსი დაუნიშნეს.

დაბრუნება

2014 წლის ამერიკის ღია პირველობის დროს 38 წლის კაპრიატიმ შოკში ჩააგდო საზოგადოება განცხადებით, რომ ერთი წლის შემდეგ კარიერას განაახლებს და "დიდი სლემის" საშინაო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩოგბურთელის სოციალურ ქსელებში მართლაც გაჩნდა ვარჯიშის ფოტოები, მაგრამ კორტზე რეალურ დაბრუნებამდე საქმე არ მისულა.

პოლიტიკა

კაპრიატის "ტვიტერი" - ერთ-ერთი იშვიათი საშუალებაა იმის გასაგებად, როგორ ცხოვრობს დღეს ყოფილი ვარსკვლავი. იქ ჯენიფერი ფილოსოფიურ აზრებს აზიარებს, წერს საკუთარ მოსაზრებებს მსოფლიო ჩოგბურთზე, აგრეთვე, პოლიტიკაზე.

მაგალითად, კაპრიატი ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. "ხალხი რესპუბლიკელებს ადანაშაულებს? და რას იტყვით ერთ ადამიანზე, რომელსაც არ უყვარს ქვეყანა და უნდა მისი ფუნდამენტალურად გარდაქმნა?" - ეწერა განცხადებაში.

შარაპოვა

ასევე "ტვიტერის" მეშვეობით, კაპრიატიმ მარია შარაპოვაზეც გამოთქვა თავისი აზრი მაშინ, როცა რუსი ჩოგბურთელი მილდრონატის მიღებაზე ჩავარდა.

"რა პრეპარატია ეს, რომელიც ახლა აკრძალულია? იქნებ მეც დავიწყო მისი მიღება და თავი უკეთ ვიგრძნო? თუ წამლის მიღება აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით, მაშინ საჭიროა მიიღო ნებართვა მის გამოყენებაზე. და თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის, მაშინ არც მისი გამოყენებაა საჭირო. ეს არ არის ვიტამინი!"

კაპრიატის უფრო მრისხანე შეტყობინებებიც ჰქონდა. ის აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ თავის დროზე, არ ჰქონდა წამლების მიღების შესაძლებლობა. ამიტომაც ტკივილით იტანჯებოდა და იძულებული იყო კარიერა დაესრულებინა. აქედან გამომდინარე, ის აკრიტიკებდა შარაპოვას ძვირად ღირებული ექიმების გუნდს და მოუწოდებდა, ჩამოერთმიათ რუსისთვის ყველა პრიზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება