ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვერდასჯილი დასასჯელი

ვერდასჯილი დასასჯელი

იმ ტიპის გაუგებრობებს, 26 თებერვალს უეინ რუნისთან დაკავშირებით რომ მოხდა, ბოლო უნდა მოეღოს
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას თხოვნით მიმართა: იმ ტიპის გაუგებრობებსა და უხერხულობებს, 26 თებერვალს უეინ რუნისთან დაკავშირებით რომ მოხდა, ბოლო უნდა მოეღოს. ინგლისელები მსოფლიო ფეხბურთის მმართველებისგან მკაფიო წესების შემოღებას ითხოვენ. ალბათ, მიხვდით, ლაპარაკია ეპიზოდებზე, რომლებიც მსაჯმა ამა თუ იმ მიზეზით სწორად ვერ შეაფასა, ტელეეკრანზე კი ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდა.

26 თებერვალს, "უიგანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 4:0 მოიგო, რუნიმ უიგანელ ჯეიმს მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, თუმცა რუნი არათუ მოედანზე დასტოვა, მისთვის ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია. შესაბამისად, ინციდენტი არბიტრის პატაკშიც ვერ მოხვდა. მეორე მხრივ რუნი რომ გასაძევებელი იყო ჩანაწერის მეშვეობით მთელმა ინგლისმა ნახა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - ფეხბურთელმა ყველას დასანაიხად ჩაიდინა ისეთი რამ, რისთვისაც ულაპარაკოდ უნდა გაეძევებინათ, ის კი საერთოდ არ დაუსჯიათ.

საინტერესოა, რომ პირად საუბრებში ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მანჩესტერელი ვარსკვლავი დასასჯელი იყო, მაგრამ თითი ფიფასკენ გაიშვირეს, ჩავლილი და პატაკში ვერ-მოხვედრილი ეპიზოდის ხელახლა შეფასების უფლებას არ გვაძლევსო.

ასოციაციაში მსაჯ მარკ კლეტენბერგის ამბითაც შეწუხდნენ. ზემოთ ნახსენები შეცდომის გამო იგი ისე გააკრიტიკეს, რომ პრემიერლიგისგან დასვენება ითხოვა და მეტიც, პროფესიისთვის თავის დანებებაზეც კი დაიწყო ლაპარაკი. ამან ახალი პრობლემა წარმოშვა - ინგლისელმა არბიტრებმა თავი დაუცველად იგრძნეს და პროტესტი გამოხატეს. როგორც "დეილი მეილი" წერს, დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია თავს ფიფასგან მიტოვებულად გრძნობს: შვეიცარიიდან მას, ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, სამართლიანი ვერდიქტის გამოტანის უფლება არ მისცეს და არც რაიმე სხვა ფორმით გაუწოდეს დახმარების ხელი.

რამდენადაც ინგლისური ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თავის აღმასრულებლებლებს უთხრა, რომ "რუნის ტიპის" პრობლემას მომზადებული ფედერაცია სხვათა დახმარების გარეშეც იოლად გაართმევდა თავს. ასეთივე რამ გაუმეორებიათ ფიფას დიდმოხელეებს ინგლისელებისთვის მეილითა და ტელეფონითაც.

დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას ეკითხება, როდის მერე აიკრძალა ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ეპიზოდების თავიდან შეფასება (გეხსომებათ, ასეთი შემთხვევები ყოფილა და რის შესახებაც დაწერილა და თქმულა კიდეც) და თუ ეს მოულოდნელად მოხდა, რატომ არ შეატყობინეს მათ ამის შესახებ არაფერი.

გარდა ამისა, ინგლისელები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია წესი იყოს მკაფიო, რათა აღარავინ ჩავარდეს ისეთ დღეში, როგორშიც ისინი აღმოჩნდნენ: იძულებულები გახდნენ დაეცვათ პოზიცია, რომლის დაცვაც შეუძლებელია - რუნი აშკარად დამნაშავე იყო, მაგრამ მისი დასჯის უფლება არ ჰქონდათ.

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა

"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა

ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში

როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო