კასპში თანამედროვე სტანდარტების საკალათბურთო დარბაზი გაიხსნა, რომელიც 500 მაყურებელს იტევს
კასპში თანამედროვე სტანდარტების საკალათბურთო დარბაზი გაიხსნა, რომელიც 500 მაყურებელს იტევს.

ღონისძიებას დაესწრო კასპის რაიონის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, რაიონის ხელმძღვანელობა, გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე.

კალათბურთის ფედერაციიდან ქალაქს ეწვივნენ გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, გამგეობის წევრი და ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე.

არენა ახალქალაქისა და კასპის მოზარდთა გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. მანამდე კი დარბაზში შეკრებილთ რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ და სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართეს.

- სიმბოლურია, რომ ევროპული სტანდარტების დარბაზი 28 მარტს იხსნება. სწორედ დღეს გაიხსნა გზა ევროპისკენ, ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციის კანონი, - აღნიშნა გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

რეგიონის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ კი იმედი გამოთქვა, რომ ახალი დარბაზი დამატებითი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის კალათბურთში ჩართვისა და სამომავლო წარმატებებისკენ:

- ისინი ხომ მაღალი დონის სპორტსმენებად აღზრდის შემთხვევაში ევროპაში საქართველოს ელჩებად უნდა იქცნენ. ისევე უნდა გვასახელონ, როგორც ამას მოქმედი სპორტსმენები აკეთებენ. ჩვენ კი ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიულოცა კასპელებს მშვენიერი დარბაზის გახსნა და ყოველგვარ მხარდაჭერას დაჰპირდა. პირველი ნაბიჯები უკევე გადადგა - ფედერაციამ კასპის საკალათბურთო სკოლას ფიბა-ს მიერ ლიცენზირებული ბურთები გადასცა.

- რეგიონებში კალათბურთის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სადღეისოდ საქართველოში კალათბურთის ბუმია, რასაც ხელს ეროვნული ნაკრების წარმატება უწყობს. დარწმუნებულები ვართ, ახალ არენაზე სავარჯიშო პროცესში უამრავი ბავშვი ჩაერთვება - განაცხადა გიორგი ზაბახიძემ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ