ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ქვილითაია: დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო...

გიორგი ქვილითაია: დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო...

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლატვიასთან გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა
დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებისთვის სუსტი და იოლი მეტოქეები აღარ არსებობენ, რადგან ცუდი შედეგების გამო ჩვენი ეროვნული გუნდი დაბალ კალათაშია მოკალათებული. მაგრამ ჩვენი დონის გუნდებიდან თუკი რომელიმე გამორჩეულად უხერხული მეტოქე იყო, ეს უპირველესად ლატვიაზე ითქმის. ბალტიისპირელებმა რამდენიმე შესარჩევ ციკლში ლამის გარანტირებული 3 ქულა და მასთან ერთად, იმედიც წაგვართვეს. ბოლოს კი "მიხეილ მესხზე" გამართული მატჩში გაგვამწარეს, როცა 0:1 წავაგეთ.

მათთან არათუ ხუთი გოლი არ გაგვიტანია, ამ შეხვედრასაც ბევრი შიშით ელოდა. ახლა კი ბალტიისპირელებს დუბლი ერთდროულად ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ შეუსრულეს. ვენის "რაპიდის" ფორვარდის ორივე გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა: ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ მცველისგან წამიერად გათავისუფლდა და ლატვიელთა კარის "ცხრიანი" შეარხია. ბურთი კი არ აწვალა, როგორც ნაღდ თავდამსხმელს შეშვენის, მომენტი გაუჩნდა და ერთი შეხებით დაარტყა. 66-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსული გიორგი არაბიძის კუთხურის შემდეგ "მეორე სართულზე" მცველს დაასწრო და დუბლი შეასრულა - 3:0.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

საერთოდ, გიორგი მთელი შეხვედრა აქტიურობდა და ამ მომენტის გარდა, კიდევ რამდენიმე მწვავე შეტევის მონაწილე გახლდათ, ბევრს მოძრაობდა, მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და რაც ყველაზე მთავარია - როგორც იქნა, ნაკრებში გაიხსნა და გაიტანა. ეს მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ნაკრებისთვისაც და იმედია, ოფიციალურ შეხვედრებშიც გაგვახარებს.

"ლელომ" გიორგი ქვილითაიას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა...

- უპირველესად, გამარჯვებას და დუბლს გილოცავ. მოდი, ჯერ თამაში შევაფასოთ...

- კმაყოფილი ვარ მეც, გუნდიც და იმედია, გულშემატკივარიც. როგორც იქნა, ნავსი გავტეხეთ და დიდი ხნის შემდეგ გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი გავიტანეთ. მართალია, ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა. გამოჩნდა, რომ მოგებაც შეგვძლებია და ხარისხიანი თამაშის ჩვენებაც.

ვერ წარმოიდგენთ, გუნდისთვის, თითოეული ფეხბურთელისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სერბეთთან წაგების მიუხედავად, ხალხი მაინც რომ მოვიდა და გვამხნევებდა.

ბუნებრივია, ბედნიერი ვარ, ნაკრებში პირველად რომ გავიტანე და თანაც დუბლი რომ შევასრულე. იმედია, ოფიციალურ შეხვედრებშიც გავიტან.

- ასაკობრივ ნაკრებებში დუბლი ოდესმე შეგისრულებია?

- ასაკობრივი ნაკრებებიდან მხოლოდ 19-წლამდელებსა და ახალგაზრდულში მითამაშია, მაგრამ დუბლი არ გამიტანია. თამაშის შემდეგ ვფიქრობდი, გუნდში რომ გაგაქვს და გულშემატკივარს ახარებ, ეს ყოველთვის დიდი განცდაა. მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრებში რომ გიწვევენ და საკუთარ ხალხს ახარებ, ეს ბევრად უფრო დიდი სიხარული და აბსოლუტურად სხვა ემოციაა. თანაც, ამას "დინამო-არენაზე" რომ ახერხებ, ამ განცდის გადმოცემა შეუძლებელია.

მე ყოველთვის ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს მაგარი გულშემატკივარი ჰყავს.

- საერთოდ, მოგებაზე არანაკლებ იმან გაგვაოცა, რომ თავისუფლად თამაშობდით. ფსიქოლოგიური წნეხისგან ასე იოლად როგორ გათავისუფლდით?

- ვერ ვიტყვი, რომ დასაწყისში თავისუფლად ვთამაშობდით. კარგად ვიცოდით, რომ სერბეთთან წაგების გამო ხალხი განაწყენებული იყო და ჩვენზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ამას ვგრძნობდით და ეს ცუდად მოქმედებდა. მაგრამ ჯერ ანგარიში გავხსენით, მერე მეორე გავიტანეთ, მეორე ტაიმში კი ლატვიას შანსი აღარ დავუტოვეთ.

- პირადად შენ გეტყობოდა, რომ ვენის "რაპიდში" გადასვლამ უფრო თავდაჯერებული გაგხადა...

- რა თქმა უნდა, ასეთ კლუბში რომ მოხვდები, ეს მოქმედებს. მიმდინარე სეზონში ჯერ ხუთი გოლი გავიტანე, მაგრამ ადაპტაციას გავდიოდი და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ გავიტან.

- უცნაური თამაში იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს ყველაფერი გამოსდიოდა. ლატვია გრანდი არაა, მაგრამ არც სან მარინო ან ანდორაა, ასეთი ანგარიშით რომ მოუგო. თანაც, ჩვენთვის ძალიან უხერხული მეტოქეა ისტორიულად...

- სხვათა შორის, დღეს სწორედ ამას ვგრძნობდი, რომ ჩვენკენ იყო იღბალი, რომელიც აქამდე არ გვწყალობდა. იმავე სერბეთთან, ირლანდიასთან, უელსთან და მოლდოვასთან უიღბლობის გამო უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ. ძალიან რეალურ საგოლე მომენტებს ვქმნიდით და ვერ ვიყენებდით. რა გვჭირდა, ამის ახსნა შეუძლებელია. დღეს კი ყველაფერი გამოგვდიოდა.

- ბევრი თვლის, რომ საქართველოს ნაკრებს მეტი პოტენციალიც გააჩნია, ვიდრე ეს ქულებში აისახება. მაგრამ ისიც ჩანს, რომ ძლიერ მეტოქეებთან საკუთარი ძალის ბოლომდე არ გჯერათ. იმავე სერბეთთან, კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეთ და მაინც წააგეთ. ასე ბევრი თამაშის გახსენება შეიძლება...

- გეთანხმებით, სერბებთან პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა ხასიათი გაგვიფუჭა და ცუდად იმოქმედა.

საერთოდ, ასეთი რამ ბევრჯერ მოგვსვლია და სულ ვფიქრობდი, რა გვჭირდა. იმედია, ლატვიის შემდეგ მაინც შემოტრიალდება საქართველოსკენ საფეხბურთო ფორტუნა და ხალხს გავახარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bebeto

ქვილითაიას კიდევ მეტი შეუძლია,კარგ კლუბშიც არის მოხვედრილი და მუშაობა უნდა გააგრძელოს.

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?

პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!

თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს