"მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ზედიზედ ორი დამარცხებით უკმაყოფილოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ზედიზედ ორი დამარცხებით უკმაყოფილოა და იმედოვნებს, რომ დღეს, როდესაც პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, გუნდმა, რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს ფორმა.

ბერბატოვი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ერთერთი მთავარი მიზეზი ისიც არის რომ ლიდერის წინააღმდეგ სათამაშოდ ყველა განსაკუთრებით ემზადება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხება ბევრსაც არაფერს ნიშნავს. სტატისტიკას ჩავხედოთ: მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს შინ 42 შესაძლებლიდან 40 ქულა მოიპოვა.

"ჩვენ სტუმრად უფრო ვკარგავთ ქულებს, თუმცა ეს იმიტომ არ ხდება, რომ სტუმრად მონდომებას ვაკლებთ, - თქვა ბერბატოვმა. - ჩვენ არასდროს გავდივართ მოედანზე ფრის იმედად. არასდროს ვფიქრობთ, რომ ქულის მოპოვება კარგი იქნება. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ხვდებიან, სხვა გუნდები მაქსიმალურად ინდომებენ.

მეორე მხრივ, ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ უდიდესი კლუბი ვართ, გულშემატკივარს სიამოვნებას ვანიჭებთ და გოლები გაგვაქვს. ახლა მთავარია, ასე მხოლოდ შინ კი არა, სტუმრადაც ვითამაშოთ.

ამბობენ, რომ წლეულს პრემიერლიგა შეიცვალა და ადრინდელთან შედარებით გაცილებით მეტი გუნდი იბრძვის უმაღლესი ადგილების მოსაპოვებლად. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ სეზონში კონკურენტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ლოგიკური პროცესია. დღევანდელ ფეხბურთში ლიდერებსა და აუტსაიდერებს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს ყველა ძლიერია, ყველა ყიდულობს საუკეთესო ფეხბურთელებს და ეს ფეხბურთის განვითარებისთვის დიდებულია.

ჩვენ იმდენ შეჯიბრებასა და შეხვედრაში გვიწევს მონაწილეობა, რომ ხშირად იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც უფრო დასვენებული ფეხბურთელები ჰყავს".

შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვი 19 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა