ვიქტორ სანიკიძე იტალიის "ვარსკვლავთა მატჩში" ითამაშებს, ჩატენვების კონკურსში კი საჯარიმოს ხაზიდან ნახტომში ჩატენის
შაბათის ნომერში გაცნობეთ, რომ ვიქტორ სანიკიძე იტალიის "ვარსკვლავთა მატჩზე" ჩატენვების კონკურსში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. გუშინ აპენინებიდან კიდევ უფრო სასიამოვნო ცნობა მოვიდა - ვიქტორი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ლეგიონერთა ნაკრებში ითამაშებს.

აი, რა წერია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე: "13 მარტს, "ოლ სტარში" ლეგიოინერები იტალიელებს დაუპირისპირდებიან. პირველთა მწვრთნელმა დენ პეტერსონმა შემადგენლობა გასულ კვირას შეარჩია, მაგრამ ტრავმების გამო სიიდან ორი კალათბურთელის ამოწერა მოუწია - დევიდ ჰოუკინსის (მილანი) და შაროდ ფორდის (მონტეგრანარო). მათ ნაცვლად მწვრთნელმა ედგარ სოსა (ბიელა) და ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი) მიიწვია.

ლეგიონერთა ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო: ჯეიმს უაითი (სისარი), ტრევის დიენერი (სისარი), ოტელო ჰანტერი (სისარი), ნიკოლა მარაცინო (კანტუ), ჯონს ჯუმეინი (კასერტა), იბრაჰიმ ჯაბერი (მილანი), ედგარ სოსა (ბიელა), რიმანტას კაუკენასი (მონტეპასკი), ერლ როულანდი (კრემონა), ომარ ტომასი (აველინო), ვლადიმირ დაშიჩი (რომა), ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი), დინერ დრეიკი (ტერამო).

იტალიელთა მწვრთნელის, სიმონე პიანიჯანის განკარგულებაში არიან: პიეტრო არადორი, მისელე ანტონუტი, დანიელე კავალიერო, ანდრეა ჩინჩარინი, ანდრეა კროსარიოლი, მარკო კუსინი, ლორენცო დერკოლე, ლუიჯი დატომე, ალესანდრო ჯენტილე, დანიელ ჰაკეტი, სტეფანო მანჩინელი, ნიკოლო მელი, რიკარდო მორასკინი, მარკო მორდენტე, ანდრეა რენცი, ჯეფრი ვიჯიანო."

ოლ სტარი 13 მარტს თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება. შესვენებისას გაიმართება ჩატენვების კონკურსი, რომელშიც სანიკიძის მეტოქეები იქნებიან: ჯეფ ვიჯიანო (ბიელა), ერლ როულანდი (კრემონა) და ჯეიმს უაითი (სისარი). ფავორიტად უაითი მიიჩნევა, რომელიც თავდაჯერებულად საუბრობს:

- მოვიგებ. ვფიქრობ, არ გამიჭირდება მანქანაზე ისევე გადაფრენა, როგორც NBA-ს "ოლ სტარში" ბლეიქ გრიფინმა გააკეთა.

იტალიელი მიმომხილველები უაითის მთავარ კონკურენტად ვიქტორ სანიკიძეს მიიჩნევენ. მათ ისიც გამოიკვლიეს, რომ ვიქტორი საჯარიმოს ხაზიდან აპირებს ნახტომში ჩატენვას.

სანიკიძე და გორდიჩი - ტალანტები ნიღბებში

გამოცემა "კორიერე დელო სპორტმა" იტალიურ ვარსკვლავთა მატჩს სტატიების ციკლი მიუძღვნა. ორში ვიქტორ სანიკიძე მოხვდა, თანაც მთავარ როლებში. "სანიკიძე და გორდიჩი -ტალანტები ნიღბებში" - ასე ჰქვია ერთ-ერთ პუბლიკაციას. ქვემოთ ვკითხულობთ: "ქართველს ერთი შეხევდით სევდიანი სახე აქვს, ბოსნიელი (გორდიჩი) კი ბავშვის სახით იყურება. თუმცა, ეს ის კალათბურთელები არიან, რომლებიც სეზონსაც ცვლიან და სეზონის მიხედვითაც იცვლებიან.

22 წლის ნემანია გორდიჩი "რომაში" თითქოს ყველაზე გამოცდილი იყოს, თავდაჯერებულად მოქმედებს და ისე ესვრის, როგორც გამოცდილ სნაიპერებს სჩვევიათ.

"ვირტუსის" ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ, სეზონი ენერგიულად დაიწყო, მაგრამ მუქი ხაზიც ჰქონდა, რაც ტრავმებით იყო გამოწვეული. ქართველი ბოლონიელთა თამაშს ასწრაფებს და ფეთქებადობას მატებს. იგი "იძულებულია" ვარსკვლავის როლი ითამაშოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მის გუნდს წარმატების შანსი არ ექნება. სანიკიძე ხსნის, აგდებს, ტენის, პერიმეტრიდან სიზუსტით გამოირჩევა. ბევრს ეეჭვებოდა, რომ "ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატში ოთხეულამდე ავიდოდა, მაგრამ სადღეისოდ ბოლონიელები სწორედ მეოთხეზე არიან, რაც Black V-ს დამსახურებაა."

NBA-ზე მეოცნებე მფრინავი კაცი

"კორიერე დელო სპორტში" ვიქტორზე ცალკე სტატიაცაა, თანაც შედარებით მოზრდილი. იტალიური პუბლიკაციის სათაური ამ ქვეთავს დავარქვით.

"ბოლო ხუთ მატჩში მან 72 ქულა ჩააგდო და 47 მოხსნა მიითვალა. მეტსაც გეტყვით: 22-დან 18 ორქულიანი და 14-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. ვიქტორ სანიკიძეს რომ შეხედოთ, დაღლილად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს თქვენც მოგატყუებთ და მეტოქეებსაც - საოცარი ენერგია აქვს და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ მისი "ბრალია", რომ "ვირტუსმა" ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგო. სანიკიძე განსაკუთრებით მეოთხე პერიოდებში უმატებს.

მან პირველ წრეში იდაყვის და მუხლის ტრავმების გამო ერთი თვე გამოტოვა, დაბრუნდა და აფეთქდა! თუ სათამაშო დროს მოხსნებთან შევაფარდებთ, სანიკიძე სერია A-ში საუკეთესოა (6.8 მოხსნა 20.1 წუთში). "ვირტუსის" მწვრთნელი, ლარდო ლინო მიხვდა, რომ ვიქტორის გარეშე თამაში ძნელია და ბილო ორ მატჩში 80 შესაძლებლიდან 63 წუთი ათამაშა.

ლინო სანიკიძეს ურჩევს, ბურთთან ეძინოს. მართალიცაა, მაგრამ არც ისე დაეწუნება ბურთის ფლობა, ენერგიულობა და ათლეტურობა.

იგი კვირას იტალიის "ოლ სტარში" ჯულიუს ირვინგის მსგავსად საჯარიმოს ხაზიდან ჩატენვას ეცდება.

სანიკიძეს დიდი მომავალი და საინტერესო წარსული აქვს: 20 წლისა ესპანურ "ესტუდიანტესში" მოხვდა, თუმცა მადრიდში კარიერა სათანადოდ ვერ ააწყო. მას იტალიაში გადასვლის შანსი ადრეც ჰქონდა, ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევზე წარმატებული თამაშის შემდეგ მეორე ლიგის "კასტელეტო" ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ამას მოჰყვა მუხლის ტრავმა და საქართველოში რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ვიქტორმა ესტონურ "ტარტუ როკს" მიაშურა, სადაც თანამემამულე გიორგი ცინცაძის გვერდით თამაშობდა.

"კასტელეტოსთან" "ფლირტის" შემდეგ იტალიაში გადასვლის შანსი 2009 წელს გაუჩნდა - სერიოზული შეთავაზება მიიღო "ბიელადან". ამ დროს გამოიკვეთა "ვეფ რიგას" ვარიანტიც და კონტრაქტის გაფორმებასაც არაფერი უკლდა, როცა საქმეში "ვირტუსი" ჩაერია და სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

ბოლონიელებს სანიკიძე აღმასვლაში ეხმარება, "ვირტუსი" კი ვიქტორს პროფესიულ ზრდაში ეხმარება. მას ხომ სექტემბერში სერიოზული ამოცანა აქვს - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უნდა წარადგინოს.

"ჩემს სამშობლოში კალათბურთი ძალიან უყვართ, ნაკრების თამაშზე 11 ათასი გულშემატკივარი დადის და დარბაზში საოცარი ატმოსფეროა. ყველა ბედნიერია, რომ ოცნება ავიხდინეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით", - დასძენს ვიქტორ სანიკიძე.

ვაჟა სიმონიშვილი

ვიქტორ სანიკიძე

დაიბადა: 01.04.1986

სიმაღლე: 203 სმ.

წონა: 85 კგ.

კარიერა

2002-03 გლობ კოლეჯი (აშშ)/აკადემია (თბილისი)

2003-06 დიჟონი (საფრანგეთი)

2006-07 ესტუდიანტესი (ესპანეთი)

2008 დინამო (თბილისი)

2008-09 ტარტუ (ესტონეთი)

2009-11 ვირტუსი (იტალია)

2004 წლის NBA-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო.

sportdun
Ear თუ Air Georgia? :)...
levani
კალათბურთელი ლეგიონერების საქმე ვერაა კარგად, უმეტესობა ძალიან ცოტას თამაშობს კლუბში და ასე თუ გაგრძელდა ევრობასკეტზე სირცხვილი არ აგვცდება!!!
levani
კალათბურთელი ლეგიონერების საქმე ვერაა კარგად, უმეტესობა ძალიან ცოტას თამაშობს კლუბში და ასე თუ გაგრძელდა ევრობასკეტზე სირცხვილი არ აგვცდება!!!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა