ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები თურქეთში მიმდინარე "კუშადასის თასის" ფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ
რომ არ დაგაბნიოთ, შესავალში განვმარტავთ, თუ რატომ ჰყავს საქართველოს და საერთოდ, ყველა ევროპულ ქვეყანას 17-წლამდელთა ორი ნაკრები. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდშია გასული და იქ მარტის ბოლოს ითამაშებს, კარგად იცნობთ. ეს გუნდი 1994 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, 17-წლამდელთა მომდევნო თაობა კი 1995 წელს დაბადებული მოთამაშეებისგან შედგება და მას ვასილ მაისურაძე წვრთნის. ეს გუნდი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას შემოდგომაზე დაიწყებს. იქამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი და ნაკრებიც აქტიურად ემზადება.

მაისურაძის გუნდი ორიოდე დღის წინ თურქეთის ქალაქ კუშადასის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო და დებიუტი წარმატებული გამოუვიდა. სასტარტო მატჩში ქართველებმა დავით ჯიქიას, ილია კერძევაძისა და ალექსანდრე მზევაშვილის გოლებით მაკედონიის 17-წლამდელთა ნაკრები 3:0 გაანადგურეს.

გუშინ კი ჩვენი გუნდი აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი მაისურაძის გუნდმა კერძევაძის გოლით მოიგო, მაგრამ თურქებმა შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

"კუშადასის თასზე" ორ ჯგუფად გაყოფილი რვა გუნდი მონაწილეობს და ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გადიან, მეორეადგილოსნები კი ერთმანეთს ტურნირის მესამე ადგილისთვის შეხვდებიან. გუშინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, ქართველები ფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამდნენ, მაგრამ ამის კარგი შანსი ახლაც აქვთ. ბოლო ტურის წინ ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერია და აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებს გატანილ-მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს. დღეს საქართველოს ნაკრები სტამბულის ნაკრებს დაუპირისპირდება და სასურველია, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გაიმარჯვოს.

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს