როგორ გარბოდნენ სპორტსმენები საბჭოთა ბლოკის ქვეყნებიდან
1976 წლის კანადის თასზე ყველანი მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის 19 წლის პლეიმეიკერზე პეტერ შჩასტნიზე ლაპარაკობდნენ.

"ის გახლდათ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ამათან, ყველაზე სახიფათო. რთული იყო წინასწარ მიხვედრა - რას მოიფიქრებდა შენ წინააღმდეგ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ვისწავლე მისი წაკითხვა გამოხედვის მიხედვით: თუ მე მიყურებდა, ვიცოდი, რომ კარში დაარტყამდა, სხვა შემთხვევაში, სწრაფი გარღვევისთვის ემზადებოდა", - იხსენებდა ლეგენდარული რუსი მეკარე ვლადისლავ ტრეტიაკი.

ძალასა და აღმაფრენას შჩასტნი ღვიძლ ძმებთან ერთად თამაშში პოულობდა: უფროს მარიანთან და უმცროს ანტონთან. 1977 და 1978 წლებში, ბრატისლაველმა ჯადოქრებმა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანეს, 1979 წელს კი მშობლიურ "სლავიას" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაგებინეს - აქამდე, ამ ტურნირში მხოლოდ ჩეხური გუნდები იმარჯვებდნენ.

ერთი წლის შემდეგ, პეტერმა "ოქროს ყვანჯი" მიიღო, როგორც ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო მოთამაშემ და ადგილობრივი ჰოკეის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) თამაში სურდა. ამის შემდეგ, ბიჭს სუკ-ში ტვინი გამოურეცხეს და კატორღაზე გაშვებას დაპირდნენ, თუ გონს არ მოეგებოდა.

სახლში დაბრუნებულმა შჩასტნიმ ჩემოდანში დამალული ქაღალდი ამოიღო, რომელზეც ტელეფონის ნომერი ეწერა. ეს ნომერი მას 1976 წელს, NHL-ის კლუბის "კვებეკ ნორდიქსის" ერთ-ერთმა მენეჯერმა მისცა . პეტერმა ძმებთან ერთად გაქცევის გეგმა შეიმუშავა.

ნახევარი წლის შემდეგ, შჩასტნი "სლოვანთან" ერთად ევროპის თასზე სათამაშოდ ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაემგზავრა. იქ ღამით სასტუმროდან გაიპარა და კანადაში დარეკა. უკვე მომდევნო დღეს, ინსბრუკში "კვებეკის" პრეზიდენტი მარსელ ობუტი ჩაფრინდა და პეტერს ყველაფერზე მოელაპარაკა.

ტურნირის ბოლო მატჩის შემდეგ, პეტერ და ანტონ შჩასტნებმა გუნდის ავტობუსს გვერდზე ჩაუარეს და ობუტის "მერსედესში" ჩასხდნენ, სადაც უკვე ელოდათ პეტერის მერვე თვეში ფეხმძიმე მეუღლე. მარიანმა გაქცევაზე უარი თქვა, რადგან ცოლი და სამი შვილი ბრატისლავაში დარჩნენ - თან არ იახლა ისინი, რათა ჩეხოსლოვაკიის სპეცსამსახურები არაფერს მიმხდარიყვნენ.

"ეს იყო ყველაზე საშინელი საათები ჩემს ცხოვრებაში, - აღიარა პეტერმა. - ბევრი დრო დავკარგეთ იმის გამო, რომ ანტონს, რომელიც ცენტრალურ მოედანზე უნდა დაგვლოდებოდა, გზა აებნა. საბედნიეროდ, ვიპოვნეთ ის და სასწრაფოდ, ვენაში წავედით".

ორი ძმა მშვიდობიანად ჩაფრინდა კვებეკში, მარიანის ცხოვრება კი კოშმარად იქცა. ის ჩამოაშორეს ჰოკეის, წაართვეს ყველა პრიზი, არ იღებდნენ სამსახურში... აგრეთვე, აიძულეს საჯაროდ დაეგმო ძმების საქციელი. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო. დისკომფორტი შეექმნათ ჰოკეისტების მშობლებსაც: ისინი ახალი ბინიდან უკან კომუნალურში დააბრუნეს.

არადა, შჩასტნები ნახევარი ცხოვრება იდგნენ ახალი ბინის რიგში. მარიანი და ნათესავები იმ ფულით ცხოვრობდნენ, რომელსაც მათ მალულად პეტერი და ანტონი უგზავნიდნენ. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, უფროსმა ძმამაც შეძლო კანადაში გაქცევა. მარიანმა მეგობრების დახმარებით დატოვა რესპუბლიკა ოჯახთან ერთად - იუგოსლავიისა და ავსტრიის გავლით.

შჩასტნები გაერთიანდნენ და NHL-ის ისტორიაში ძმების პირველი შემტევი ტრიო შექმნეს. მათი დახმარებით, "კვებეკი" აუთსაიდერიდან ლიგის ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა: გუნდი ზედიზედ შვიდჯერ გავიდა პლეი ოფში. ძმები შთამბეჭდავ ურთიერთშეთამაშებას აჩვენებდნენ და ფანტასტიკურ შოუს დგამდნენ.

"როცა ისინი ერთად იყვნენ მოედანზე, შესანიშნავი მუსიკა მესმოდა - იმდენად კარგად დირიჟორობდა პეტერი", - აღფრთოვანებული იყო ობუტი. პირველ სეზონში პეტერმა NHL-ის რეკორდი გააუმჯობესა ახალბედებისთვის (109 ქულა), სულ კარიერაში კი 1239 ქულა (450+789) დააგროვა. ის მეოთხე მოთამაშეა, ვინც 10 წელიწადში შეძლო 1000 ქულა აღება. 1994 წელს, პეტერი NHL-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

შჩასტნიმ აღიარა, რომ ანტონისა და მარიანის გარეშე (მათ NHL-ში პოტენციალის ბოლომდე გამოვლენაში ტრავმებმა შეუშალეს ხელი), ვერასოდეს მიაღწევდა ასეთ მაჩვენებლებს. 1984 წელს, ძმებს შორის ყველაზე ნიჭიერმა კანადის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშა კანადის თასზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა.

როცა მან ეს გააკეთა, საბჭოთა ტელეკომენტატორებმა მისი გვარი არ დაასახელეს - მხოლოდ სათამაშო ნომერი ახსენეს. "რკინის ფარდის" დაცემის შემდეგ, 37 წლის შჩასტნიმ კარიერაში მესამე ნაკრების რიგებში ითამაშა: 1994 წელს, ლილეჰამერის ოლიმპიადაზე სლოვაკეთის ნაკრების დროშა მიჰქონდა და მოედანზეც ისე გამოიყურებოდა, როგორც თავის საუკეთესო წლებში.

შემდეგ, პეტერი რამდენიმე წელი "სენტ ლუის ბლუზის" მენეჯერად მუშაობდა, ამ საუკუნის დასაწყისში სლოვაკეთში დაბრუნდა და პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ყოფილმა ჰოკეისტმა საკუთარი თავი ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნა.

შჩასტნი სლოვაკეთში დემოკრატიულ და ქრისტიანულ კავშირში შევიდა, რომლის სახელითაც უკვე 10 წელია ევროპარლამენტის წევრია. 2014 წელს, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბელარუსში ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდა: პეტერი ირწმუნებოდა, რომ დაუშვებელია ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმის წახალისება.

შჩასტნის სამი შვილი ჰყავს. ქალიშვილი დარინა დანტისტად მუშაობს, ორი ვაჟი კი ცნობილი ჰოკეისტები გახდნენ. იანი "ბოსტონსა" და "სენტ ლუისში" თამაშობდა, დღეს კი თავისუფალი აგენტია, პოლმა ჯერ "კოლორადოში" ითამაშა, შემდეგ კი 28 მილიონ დოლარად შეფასებული ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სენტ ლუისთან".

სხვადასხვა დროს, ორივენი თამაშობდნენ აშშ-ის ნაკრებში - პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ერთი ოჯახის წარმომადგენლები ოთხი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ. 2010 წელს, პოლმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო.

ძმები შჩასტნების გაქცევამ კარიერის განვითარებისთვისა და შვილების მომავლისთვის შეცვალა მათი თანამემამულეების მენტალობა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმების დაცემა, ნაწილობრივ, სწორედ ისეთი თამამი ადამიანების დამსახურებაა, როგორებიც იყვნენ პეტერი, ანტონიო და მარიანი - საზოგადოებამ მიიღო სიგნალი იმის შესახებ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება იმის მიუხედავად, რა საქმით ხარ დაკავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბმბ
ჩეხოსლოვაკია 76-77 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მართლა მაგარი გუნდი ჰყავდათ, 78 ში პრაღაში ტარდებოდა ჩემპიონატი და სსრკ-ს ორი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო ბოლო თამაში, ის მატჩი 3-1 დასრულდა სსრკ-ს სასარგებლოდ, ფანტასტიური თამაში იყო, რა ვქნა, სსრკ-ში ვცხოვრობდი და სადაც ვცხოვრობდი იმ ქვეყანას ვგულშემატკივრობდი, მაშინ ვერავინ საზღვარგარეთ ვერ მიდიოდა და შემადგენლობები ჰყავდათ ჩეხებსაც და რუსებსაც სასწაული, მახაჩი, ჰოლეჩეკი, პოსპიშილი, ნოვი, მარტინეცი, შჩასტნები, გლინკა... რუსებს ტრეტიაკი, ხარლამოვი, ბალდერისი, იაკუშევი, მალცევი, პეტროვი, ვასილიევი... ფაქტიურად ყველა სუპერვარსკვლავი იყო
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა