ისინი მძლეოსანთა მსოფლიო პირველობას გამოტოვებენ
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტს კრეიგ რიდის მიაჩნია, რომ რუს მძლეოსნებს მინიმალური შანსი აქვთ იმისა, რომ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. მისი სიტყვები ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გაავრცელა.

"მიმაჩნია, რომ, სანამ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო არ იქნება საერთაშორისო ანტისადოპინგო მოთხოვნების შესაბამისობაში, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას გაუჭირდება დისკვალიფიკაციის მოხსნა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის", - განაცხადა რიდიმ. მანვე აღნიშნა, რომ "შესაბამისი ინსტანცია აკვირდება რუსულ სპორტში დოპინგთან დაკავშირებულ სიტუაციას".

შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თებერვალში ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის უვადო დისკვალიფიკაცია.

შესაბამისად, რუსი სპორტსმენები ძველებურად ვერ ახერხებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა რუნე ანდერსონმა განაცხადა, რომ რუსული ორგანიზაციის უფლებამოსილება ვერ აღდგება 2017 წლის ნოემბრამდე, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ლონდონში 5-13 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის