რუსული გამოცემა "ფუტბოლის" მთავარმა რედაქტორმა არტემ ფრანკოვმა საკუთარ ბლოგზე ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური შეხვედრები მოკლედ მიმოიხილა და მსაჯების წინააღმდეგ ერთობ მკვეთრი განცხადებები გააკეთა.
რუსული გამოცემა "ფუტბოლის" მთავარმა რედაქტორმა არტემ ფრანკოვმა საკუთარ ბლოგზე ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური შეხვედრები მოკლედ მიმოიხილა და მსაჯების წინააღმდეგ ერთობ მკვეთრი განცხადებები გააკეთა. გვესმის, რომ ჟურნალისტს ბლოგზე მაქსიმალური გულახდილობის უფლება აქვს და შესაბამისად, განცხადებები აქ შეიძლება უფრო თამამი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ფრანკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები ძალზე პრობლემურია და ის დიდი ხანია ელის გადაწყვეტის რიგს. ახლა კი მოკლედ გთავაზობთ ჟურნალისტის ჩანაწერებს:

"არ იყო იქ პენალტი, იმჰო (პოპულარული ინგლისური აბრევიატურა, ითარგმნება როგორც "ჩემი მოკრძალებული აზრით"). მით უფრო არ იყო ყვითელი. ადამიანი თეთრებში (ბუზაკას თეთრი ფორმა ეცვა. რედ) ძალიან სუსტი იყო. 2. არ იყო მეორე ყვითელი ბარათი მექსეზე. მაქსიმუმ ჩვეულებრივი სათამაშო ჯარიმა უნდა მიეცა. 3. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რანაირად ვერ დაინახა მსაჯმა, დე როსიმ როგორ გათიშა სრნა. ამაში მე ხუთიანს პლუსით დავუწერდი შეფასებას. შეიძლება დარიოს მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ დარტყმა აშკარა იყო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სულელი (ლაპარაკია ჰოვარდ ვებზე. რედ) კიდევ დიდხანს გააგრძელებს მსაჯობას და მას კიდევ დიდხანს ჩათვლიან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მსაჯად მსოფლიოში. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, სამაგიეროდ მენტალურად არის ძლიერი, რაც უეფას მსაჯთა კომიტეტში დიდად ფასობს. თფუი... რაღაც არასწორია თანამედროვე ფეხბურთში, ატყობთ? და ამ დროს რატომ ეშინიათ პანიკურად ვიდეოგამეორებების"?

უეფა საქმეს გამოიძიებს

უეფას წარმომადგენელთა მიერ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე დაინტერესდა არსენ ვენგერსა და მასიმო ბუზაკას შორის "ბარსელონა"-"არსენალის" მატჩისას მომხდარი ინციდენტით და საქმეს აუცილებლად გამოიძიებს. საქმეში გაიჟღერა სამირ ნასრის გვარმაც. შეიძლება ითქვას, რომ ლონდონელებს ხულიგნობაში ედებათ ბრალი. მათ საქმეებს უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტი 17 მარტს განიხილავს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს. შეგახსენებთ, ისინი შვეიცარიელი არბიტრის მოქმედებებით გამოწვეულ უკმაყოფილებას მატჩის მიმდინარეობისასაც კი ღიად გამოხატავდნენ.

პიუელმა შეიძლება სევილია ჩაიბაროს

ესპანური რადიოსადგურის "კადენა სერის" ცნობით, "სევილიის" ხელმძღვანელობა "ლიონის" ამჟამინდელ თავკაც კლოდ პიუელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული. ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა გრეგორიო მანსანოს მუშაობით უკმაყოფილოა. მას სეზონის დასრულების შემდეგ მადლობას გადაუხდიან და გუნდს ახალ თავკაცს ჩააბარებენ. თავის მხრივ პიუელსაც "ლიონიდან" წასვლა ივნისში აქვს გადაწყვეტილი, რადგან დღიდან დანიშვნისა, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან. უთანხმოებამ კი პიკს სწორედ ბოლო ხანს მიაღწია.

პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ლიდერი არიენ რობენი პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების რიგებში იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთებს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაანდო. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, რასაკვირველია, ის ჯერ გარკვეული არ არის. ბერტ ვან მარვიიკი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთის ნაკრებთან სათამაშოდ ნაკრებში მიწვეულთა სიას 18 მარტს ოფიციალურად დაასახელებს.

ჰამშიკი მანიუში არ იქნება

"ნაპოლის" სლოვაკი ლიდერის მარეკ ჰამშიკის აგენტმა იურაი ვენგლოშმა უარყო ინგლისური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კლიენტი ზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. აი, რას აცხადებს ვენგლოში: "ამ წუთას რაიმე ტრანსფერზე ლაპარაკი ზედმეტია. მარეკი მთლიანად კონცენტრირებულია "ნაპოლის" წარმატებებზე და ასევე სლოვაკეთის ნაკრების ინტერესებზე. ის არ არის დაინტერესებული სხვა კლუბთან მოლაპარაკებით. მარეკს ხანგრძლივად სურს თავის ცხოვრების იმ ქალაქთან დაკავშირება, სადაც ამჟამად ცხოვრობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ჩემი კლიენტის ტრანსფერზე გავრცელებული ხმები არ დაიჯეროთ, რადგან ეს ყველაფერი ტყუილია. ვფიქრობ, ჰამშიკი მთელ კარიერას სწორედ "ნაპოლიში" გაატარებს".

დეშამი: რატომ მივატოვე ქალბატონი

"მარსელის" თავკაცი დიდიე დეშამი გამოეხმაურა ამ დღეებში პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს "იუვენტუსში" მის შესაძლო დაბრუნებაზე. ფრანგი ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და მხოლოდ წარსულზე ლაპარაკს სჯერდება. აი, რას აცხადებს ახალგაზრდა სპეციალისტი: "მაშინ, როცა "იუვენტუსი" დავტოვე, მეგონა, რომ სწორად ვიქცეოდი. თუმცა შემდეგღა გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ ეს შეცდომა იყო და დამნაშავეც მხოლოდ მე ვიყავი, - განუცხადა მან "ტუტოსპორტს". – გასულ წელს მე "ლივერპულიდან" დამიკავშირდნენ და პირველი რითიც დაინტერესდნენ, იყო ის, თუ რატომ დავტოვე "იუვე". ვუპასუხე, რომ მე და კლუბის ხელმძღვანელობას განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ყველაზე პრინციპულ საკითხებზე. ჩემი პოზიცია მაშინ ასეთი იყო და პრინციპში არც ახლა შეცვლილა, რომ სჯობს წელიწადში 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატო, ვიდრე 6-7 საშუალო გაქანებისა. ამას მოითხოვდა "იუვეს" ტრადიციები და ამას ითხოვდნენ ფანებიც. თუმცა მესმის, რომ კარგ ხარისხს შესაბამისი ფასიც აქვს. იმ წელს როცა მე "ქალბატონთან" ვმუშაობდი, გუნდში 2-3 მაღალი კლასის ფეხბურთელის "ჩანერგვა" შევძელით. მაგალითისთვის გავიხსენებ მარკიზიოსა და დე ჩელიეს. სწორედ მათი წყალობით შეგვეძლო მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელების გადაბირებაზე ზრუნვა".

ლევან ბიბილაშვილი

"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა