დღის მიღწევები და სტატისტიკა
საკალათბურთო დიდების დარბაზის ოფიციალურმა "ტვიტერმა" იმ კალათბურთელების სია დაასახელა, რომლებიც 2017 წელს, ამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან.

ამ სიაში ყველაზე ცნობილი მოთამაშეა - 1997 წლის დრაფტის მეცხრე ნომერი, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შვიდგზის მონაწილე ტრეისი მაკგრეიდი. ასევე დიდების დარბაზში შეიყვანენ "ჩიკაგო ბულზის" ყოფილ გენერალურ მენეჯერს ჯერი კრაუზეს, რომლის მუშაობის პერიოდში, გუნდმა ექვსი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

მათ გარდა, დიდების დარბაზის წევრები გახდებიან: ევროპული კალათბურთის ლეგენდა ნიკოს გალისი, WNBA-ის ყოფილი მოთამაშე რებეკა ლობო, NBA-სა და ABA-ის ექს-ვარსკვლავი ჯორჯ მაკგინისი, სტუდენტური კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ბილ სელფი, ქალთა სტუდენტური კალათბურთის მწვრთნელი მაფეტ მაკგროუ, სასაკოლო მწვრთნელი რობერტ ჰიუზი, NCAA-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტომ იანსტედტი და "ჰარლემ გლობტროტერსი" ორი ყოფილი მოთამაშე - ზაკ კლეიტონი და მენი ჯექსონი.

იოკიჩის რეკორდი

"დენვერის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა "შარლოტთან" წაგებულ მატჩში (114:122) 26 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა, რითაც მეექვსე სამმაგი დუბლი შეასრულა სეზონში.

იოკიჩმა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არიან დაბადებული. წინა რეკორდი იანის ანტენტოკუნმპოს ეკუთვნოდა, რომელმაც შარშანდელი სეზონი ხუთი სამმაგი დუბლით დაასრულა.

გრიფინი 10 ათასამდე ავიდა

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" მძიმე ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა 36 ქულა დააგროვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ (115:104), რითაც კარიერაში საერთო მონაგარი 10 034 ქულამდე (21.5 საშუალოდ) აიყვანა. ამით, ის გახდა მეორე კალათბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც 10 ათასი ქულის ზღვარი გადალახა. ადრე ეს მხოლოდ რენდი სმიტმა შეძლო - 1971 -79 წლების პერიოდში. გრიფინი "კლიპერსში" 2010 წლიდან თამაშობს.

კლიპერსი-ლეიკერსი 115:104

28:22, 27:28, 38:22, 22:32

კ: გრიფინი (36+8 მოხსნა), პოლი (29+12 პასი), რედიკი (19), ჯორდანი (11+12 მოხსნა).

ლ: ნეაბა (19), ინგრემი (18), რობინსონი (16+9 მოხსნა), რენდლი (14).

ჩიკაგო-ატლანტა 106:104

23:21, 29:25, 27:38, 27:20

ჩ: ბატლერი (33+8 პასი), რონდო (25+11 მოხსნა+6 პასი), ვალენტაინი (13), ციპზერი (10).

ა: შრიოდერი (29+7 მოხსნა+6 პასი), ჰარდუეი (20), ილიასოვა (13), ჰოვარდი (13+12 მოხსნა).

ბრუკლინი-ორლანდო 121:111

33:33, 27:20, 29:36, 32:22

ბ: ლოპესი (30+7 მოხსნა), ბუკერი (23+8 მოხსნა), კილპატრიკი (15), ჰემილტონი (13).

ო: ვუჩევიჩი (27+11 მოხსნა), გორდონი (22+15 მოხსნა), პეიტონი (20+11 მოხსნა+11 პასი), ფურნიე (20), მიქსი (11).

მინესოტა-საკრამენტო 117:123

31:18, 28:37, 26:36, 32:32

მ: უიგინსი (32), თაუნსი (26+11 მოხსნა), რუბიო (11+13 პასი), რაში (11), ჯენგი (11+8 მოხსნა).

ს: ჰილდი (22), ლოუსონი (21+11 პასი), ჰელოუეი (17), აფლალო (16), კოული-სტაინი (15+10 მოხსნა).

პორტლენდი-ფინიქსი 130:117

37:21, 26:32, 34:34, 33:30

პ: ლილარდი (31+7 პასი), მაკალუმი (29+7 პასი), ტერნერი (18), ჰარკლესი (13), ვონლე (12+13 მოხსნა), ამინუ (12).

ფ: ბუკერი (31+7 პასი), უორენი (25), კრისი (19+13 მოხსნა), ლენი (12+7 მოხსნა), იულისი (11).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. x-ბოსტონი 76 49 27 64.5

2. y-კლივლენდი 75 48 27 64.0

3. x-ტორონტო 76 46 30 60.5

4. y-ვაშინგტონი 76 46 30 60.5

5. მილუოკი 76 40 36 52.6

6. ატლანტა 76 39 37 51.3

7. ჩიკაგო 76 37 39 48.7

8. მაიამი 76 37 39 48.7

9. ინდიანა 76 37 39 48.7

10. შარლოტი 76 35 41 46.1

11. დეტროიტი 77 35 42 45.5

12. ნიუ იორკი 76 29 47 38.2

13. ფილადელფია 76 28 48 36.8

14. ორლანდო 77 27 50 35.1

15. ბრუკლინი 76 17 59 22.4

დასავლეთი

თ მ წ %

1. y-გ. სტეიტი 76 62 14 81.6

2. y-სან ანტონიო 75 58 17 77.3

3. x-ჰიუსტონი 76 51 25 67.1

4. x-იუტა 76 47 29 61.8

5. x-კლიპერსი 78 47 31 60.3

6. x-ოკლაჰომა 75 43 32 57.3

7. x-მემფისი 76 42 34 55.3

8. პორტლენდი 76 38 38 50.0

9. დენვერი 75 35 40 46.7

10. ნ. ორლეანი 76 33 43 43.4

11. დალასი 75 31 44 41.3

12. მინესოტა 75 30 45 40.0

13. საკრამენტო 77 30 47 39.0

14. ფინიქსი 77 22 55 28.6

15. ლეიკერსი 76 21 55 27.6

შენიშვნა: x - პლეი ოფის საგზური; y - დივიზიონის ჩემპიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა