ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი შეხვედრა. "შახტარი"-"რომას" მატჩის მიმოხილვა და ანალიზი

იყო დრო, როცა იტალიურ კლუბებს ევროტურნირებზე თამაში და გამარჯვება განსაკუთრებით უკრაინულ და რუსული კლუბებთან უადვილდებოდათ და სამშაბათს უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ეს დროც წარსულს ჩაბარდა. დონეცკის "შახტარმა" "რომა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ისე გააგდო, როგორც 12-13 წლის წინ "იუვენტუსი" გააგდებდა ნებისმიერ უკრაინულ ან რუსულ კლუბს.

ამრიგად, დონეცკური კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და მირჩა ლუჩესკუ მეშახტეების ისტორიას წერს.

მატჩამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩესკუმ ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა და მოედანზე ზუსტად ის ფეხბურთელები გაყვანა, რომლებმაც "შახტარს" რომის "ოლიმპიკოზე" 3:2 მოაგებინეს. "ჯალოროსის" ახალმა თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ კი "ლეჩესთან" 2:1-ზე მოგებული მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში ჟუანი გაამწესა, ბურდისო კი მარჯვნივ გადასწია, სადაც მან დისკვალიფიცირებული კასეტი შეცვალა.

მომენტები და ანალიზი

თავიდან "რომა" უკეთ თამაშობდა - განსაკუთრებით კარგად მარკო ბორიელოსა და როდრიგო ტადეის ტანდემი გამოიყურებოდა, მაგრამ მიზნის მიღწევა და ანგარიშის გახსნა ვერცერთმა ვერ შეძლო. სტარტიდან ათი წუთის შემდეგ ნახევარმომენტი ჰქონდა რიისეს, რომლის საჯარიმო დარტყმა (30 მეტრიდან) პიატოვის კარს საკმაოდ მცირე მანძილით ასცდა. მერე კი დონეცკელებიც აზრზე მოვიდნენ და თამაში იმდენად გააუმჯობესეს, რომ საყვარელი გუნდის წარმატების იმედი "რომას" ყველა გულშემატკივარს გადაეწურებოდა. თანაც, "შახტარი" ჰიუბშმანის მშვენიერი გოლით დაწინაურდა.

28-ე წუთზე არბიტრმა ჰოვარდ ვებმა იტალიელებს თამაშში დაბრუნების ბრწყინვალე შანსი მისცა, როცა სავსებით სამართლიანად დანიშნა პენალტი "შახტარის" კარში, მაგრამ პენალტს ხომ გამოყენება უნდა - რომაელებმა კი ამ მხრივაც უდიდესი უნიათობა გამოავლინეს: ბორიელომ მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმა

გადაწყვიტა და "შახტარის" მეკარე პიატოვიც მაინცდამაინც იმ კუთხეში გადახტა...

მონტელას გუნდის მდგომარეობა განსაკუთრებით 41-ე წუთზე დამძიმდა, როცა "ჯალოროსის" ფილიპ მექსე გაუძევეს. შესვენებამდე კიდევ მოხდა რაღაც: რომაელთა ლიდერ დანიელე დე როსის ნერვები მაგრად მოეშალა და დარიო სრნასთან საჰაერო ორთაბრძოლისას დონეცკელთა მარჯვენა მცველს იდაყვი გამეტებით უთავაზა. დე როსიც გასაგდები იყო, მაგრამ ვებმა "რომა" დაინდო და სულაც პირიქით: მან სრნა გააფრთხილა - საპროტესტო ღრიალისთვის.

რიცხვობრივ უპირატესობაში დარჩენილ დონეცკელებს მეორე ტაიმში ყველაფერი გაუადვილდათ: ჯერ იყო და ვილიანმა სხვაობა ორამდე გზარდა და "რომას" ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ბოლოს კი ედუარდოსაც მიეცა გართობის საშუალება და ტაბლოზე "რომასთვის" სამარცხვინო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად