ესპანური ლაზარეთის ამბები

"მალაგას" ქვა აღმართში დაეწია, პრიმერას უკანასკნელ ადგილზე მყოფ გუნდს გამოცდილი მცველი ხესუს გამესი გამოაკლდა. მას ბარძაყის კუნთის I-II ხარიხსის დაზიანება აქვს და, ექიმთა თქმით, 15 დღე მოუწევს უქმობა. გამესმა "ოსასუნასთან" მატჩის 43-ე წუთზე მიიღო ტრავმა. მას საოპერაციო ჩარევა არ დასჭირდება, უბრალოდ, უნდა დაასვენოს მტკივანი ფეხი. იმავე თამაშში "მალაგას" კიდევ ერთი მცველი, ბრაზილიელი ველიგტონი დაემტვრა, თუმცა სამხრეთამერიკელს გაუმართლდა, მან უკვე მოიშუშა ტრავმა და კვირას "რეალ სოსიედადთან" მატჩში თამაშს შეძლებს.

"სევილიას" ერთბაშად ორი დამრტყმელი ძალა გამოეცალა "სან მამესზე". ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანოს ტრავმის სირთულეზე უკვე მოგახსენეთ, ის 6 კვირით ვერ დაეხმარება ანდალუსიურ კლუბს. აი, ალვარო ნეგრედო შედარებით იოლად გადარჩა. მართალია, მას ბილბაოში 9 ნაკერი დაადეს, მაგრამ უკვე გუშინ "სევილიას" ვარჯიშზე გამოჩნდა. ნეგრედოს ძალიან სურს კვირას თამაში: "ექიმს ვთხოვე, რომ თამაშის ნებართვა მომცეს. თანახმა ვარ, მოედანზე დამცავი ჩაფხუტით გამოვიდე, რომ ნაკერები არ გამეხსნას, თუმცა ეს ჩაფხუტი ჩემს თამაშზე გავლენას ვერ იქონიებს", - განაცხადა ნეგრედომ. შეგახსენებთ, რომ "სევილია" კვირას თვით "ბარსელონას" მასპინძლობს.

ტრავმა აწუხებს "ერკულესის" ფრანგ ფორვარდ დავიდ ტრეზეგესაც. მან გადაწყვიტა, ტურინში გაფრენა და იქაურ სპეციალისტთან მისვლა. "იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს მუხლი აწუხებს. უკვე რამდენიმე კვირაა ის ტრავმით თამაშობს, თუმცა მეტის გაძლება ვეღარ შეძლო. როგორი დიაგნოზიც არ უნდა დაუსვან იტალიელმა დასტაქრებმა ტრეზეგეს, ის ყველა შემთხვევაში გამოტოვებს შეხვედრას შაბათს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

"ოსასუნას" თავდამსხმელი არანდა ოპერაციას ვერ გადაურჩა. არანდამაც 27-ე, დანავსულ ტურში მიიღო ტრავმა (ბოლო ტურში მართლაც ძალიან ბევრი დაიმტვრა განსაკუთრებით კი შემტევები) "მალაგასთან" მატჩში. ტერფის ძვლები არანდას ისე აქვს დაზიანებული, რომ ოპერაცია სჭირდება. უახლოეს დღეებში კლუბის ექიმები ოპერაციის თარიღსაც დათქვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენი გაუცდება ნავარელთა ფორვარდს.

ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი გაისკა ტოკერო ბოლო ტურში, "სევილიასთან" მატჩში დაშავდა. მას კუნთი აქვს დაჭიმული და დაახლოებით სამი კვირა მოუწევს იძულებითი უქმობა. ცხადია, ტოკერო კვირას "ვილიარეალთან" გადამწყვეტ დაპირისპირებას დააკლდება. ის, შესაძლოა, 31-ე ტურისთვის დაბრუნება, როცა "ბილბაო" "რეალს" ხვდება.

"სარაგოსას" თავდამსხმელმა ფლორან სინამა-პონგოლემ ნეკნები დაიზიანა "ბარსელონასთან" მატჩში. მას მერე სინამა-პონგოლემ არაგონელთა ყველა ვარჯიში გამოტოვა. დასხივებამ აჩვენა, რომ მას ძვალი არა აქვს დაზიანებული, ამიტომაც ექიმები მის გამოჯანმრთელებას ამ ტურისთვის ვარაუდობენ.

დაბოლოს, კაკას ტრავმის საკითხიც - ბრაზილიელს ისევ მუხლმა შეახსენა თავი. ტესტებმა ფეხბურთელის მარცხენა მუხლში მცირე პრობლემები დაადასტურეს. კაკა, სულ მცირე, ორ კვირას გამოტოვებს

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"