თბილისის "დინამოში" დაბრუნებული ნუკრი რევიშვილი პირველად Sportall.ge-ს ესაუბრა
საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. 30 წლის მეკარესა და "დინამოს" შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

- ოფიციალურად: ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

რევიშვილი შარშან, გარდამავალ ჩემპიონატში იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას, სეზონის დასრულების შემდეგ კი ნაკრების გოლკიპერმა მოლდოვურ "დაჩიაში" გადასვლა ამჯობინა. საბოლოოდ, რევიშვილსა და "დაჩიას" შორის თანამშრომლობა არ შედგა და ნუკრი "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

"დინამოში" დაბრუნებული მეკარე პირველად Sportall.ge-ს ესაუბრა.

- პირველ რიგში, გვითხარი, რა მოხდა "დაჩიაში"? კლუბიდან ისე წამოხვედი, ერთი წუთიც არ გითამაშია...

- მოლდოვაში სულ სამი კვირა დავყავი და საერთოდ არ მსურს ამ პერიოდზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ძალიან რთულ თემებზე მომიწევს საუბარი და არ ღირს.

- ვიცით, რომ "დაჩიას" გარდა, ახნასის "ეთნიკოსის" ვარიანტიც გქონდა. ეს ვარიანტი რატომ არ გამოვიდა?

- კი, ასეა. "ეთნიკოსში" ზამთარში "დინამოდანვე" უნდა გადავსულიყავი, მაგრამ კლუბს ემბარგო დაადეს და ეს ტრანსფერი ამიტომ ჩაიშალა.

- მორალურად, უხერხულობის მომენტი ხომ არ გქონია თბილისის "დინამოში" დაბრუნებისას?

- მართალია, "დინამოში" არცთუ ისე დიდი დრო დავყავი, მაგრამ ის ჩემი ნაწილი გახდა და ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. ალბათ, სჯობდა, თავის დროზე დავრჩენილიყავი, მაგრამ თამაში ძლიერ ჩემპიონატში მინდოდა. 30 წლის ვარ, კარგ ფორმაში ვარ და ამაში ვერავინ გამამტყუნებს!

"დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ მომავალში რაიმე მიმზიდველი ვარიანტი არ გამომიჩნდა, კარიერის ბოლომდე "დინამოში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიხარია გუნდების ხშირი ცვლა, ძალიან ცდება. მინდოდა უკეთეს კლუბში მეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ვგეგმავთ ხოლმე. მეც მინდოდა სტაბილურად კარგ კლუბში ყოფნა და წინსვლა, მაგრამ...

ეს უკვე წარსულია! დღეს აქ ვარ და მინდა, "დინამოსთან" ერთად წარმატებას მივაღწიო.

- "დინამოდან" წასვლა ძირითადმა მეკარემ და კაპიტანმა გადაწყვიტე. ახლა რა როლი გექნება გუნდში?

- ჩემთვის არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა, მეკეთებოდა თუ არა კაპიტნის სამკლავური. მე ყოველთვის გუნდის კაპიტანი ვარ. ვფიქრობ, გუნდის ლიდერი მეკარე უნდა იყოს. ასე რომ, სალაპარაკო ჩემს როლზე არაფერი იყო.

მე და "დინამოს" საერთო აზრი და შეხედულება გვაქვს: გვინდა, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს!

- "დინამომ" სეზონი არცთუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურში მოქმედ ჩემპიონს სტუმრად დამაჯერებლად მოუგო. როგორია შენი შთაბეჭდილება გაახალგაზრდავებულ "დინამოზე"?

- სტარტი ნამდვილად არ იყო კარგი, მაგრამ ამ ფორმაციის "დინამოსი", ახალგაზრდა ბიჭების დიდი იმედი მაქვს. მე და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად გვერდში დავუდგებით მათ და ერთად შევძლებთ, "დინამო" წარმატებული გავხადოთ.

- ნახავდი ეროვნული ნაკრების მატჩს ლატვიასთან. როგორ მოგეწონა გიორგი მაკარიძე?

- ვნახე, კი და მისი თამაში ძალიან მომეწონა. მეკარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია კარის "მშრალად" შენახვა.

- შენ როგორ ფიქრობ, "დინამოდან" ნაკრებში დაბრუნდები?

- სანაკრებო კარიერაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ. უკვე 12 წელია ნაკრების წევრი ვარ და თავს ახლაც ამ გუნდის ნაწილად მივიჩნევ. ასე იქნება მანამ, სანამ კარიერას დავასრულებ.

გეგა
დილაშიც ხომ თამაშობდა? შუა სეზონში დაიმატეს და სეზონის შემდეგ, ევროტურნირების წინ დატოვა გუნდი.... უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა... შემდეგ იქიდანაც მალე წამოვიდა და ისევ დილაში ვარჯიშობდა, მხოლოდ უკუეთესი ვარიანტი გამოუჩნდა და დინამოში ჩაირიცხა.....
სოსო
ნუკრი თვითონაც აცხადებს,რომ ახნასში აპირებდა თამაშს და იძულებით მოხვდა სხვა გუნდში,ის ოველთვის თავდაუზოგავად იცავდა ნაკრების კარს და ძალიან გთხოვთ,მეგობრებო,სხვის ნამუსს ასე თავისუფლად ნუ შეეხებით. ნუკრის დიდ წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებშიც და ყველა იმ გუნდშიც,სადაც თამაში მოუწევს.
გიო
ვკითხულობ კომენტარებს და არავინ არ ამართლებს ნუკრის. არადა ყველა ადამიანი იმ გზას ირჩევს რაც მისთვის უკეთესია, ნეტა ნუკრის განმკითხველო ადამიანებო თქენ როგორ იქცევით. ნუკრი მაღალი დონის მეკარეა და მაღალ დონეზე სურდა თამაში, თან ნაკრებში დიდი კონკურენციაა და არ არის გასამტყუნებელი მისი გადაწყვეტილება, მითუმეტეს რომ წელს დინამო ევროტასებზე ვერ იტამასებს და ახალგაზრდა მეკარეებს მეტი პრაქტიკა ექნებოდათ. წარმატებები ნუკრი.
mamulo
"სინდისი კარგი საქონელიაო" თუმცა ეს ამისთანების გასაგები არ არის.სადააქვს ამას ეს კარგი საქონელი,რომ დაკარგვის შეეშინდეს.
კახა ქირია
ისე ლიტოვჩენკო უფრო ჯიგარი გამოდგა.ეგ როგორი მოქცევა იყო იცი,გაქცევა.და შენი იმედი უნდა ქონდეს კაცს. ან არ შეგრცხვა დაბრუნების
alexandre
წარმატებებს გისურვებ! გაიხარე, ნუკრი!
ika
30 წლის ვარ, კარგ ფორმაში ვარ და ამაში ვერავინ გამამტყუნებს! ხო აბა რა დაჩიაში ისეთი კონკურენცია დაგხვდა მიმიქარავს რეალის სასტავი :D:D:Dკაი შენ მოხვედი მოხვედი, დინამო რაღას გღებულებდა უკან ?
dato
კარგი რა, კარგი რაა, უნამუსო საქციელია, მეტი არაფერი. ძალიან პატივს ვცემდი ამ მეკარეს, მაგრამ დამეკარგა შთაბეჭდილებები. დაჩია რო ძლიერი გგონია და მოლდოვის შემპიონატი აი მანდ თქვი უკვე ყველაფერი ნუკრი
rusi
Moldovashi sharshan vikavi dedakalak Kishiniovshi da magaze uaresi kvekana jer ar minaxia sxva 23 kveknidan sadac ki var namkopi:):) gana ramdenad jobia chven chempionats magati?
Tbiliseli
არ უტყდება ან ამას, ან დინამოს? ეს როგორ დააბრუნეთ ბიჭო. ლიტოვჩენკოს ხელი არ დაედოს!
gio
Fifia gaizaxis gunds vashenebo aqcenti axalgazrdebze gadamaqvso axalgazrda mekareebi skamze unda ijdes? Da shecvlaze 30 wlis mekare unda gaizardos ai midgoma saqmisadmi
ივერიელი
"ალბათ, სჯობდა თავის დროზე დავრჩენილიყავი, მაგრამ თამაში ძლიერ ჩემპიონატში მინდოდა. 30 წლის ვარ, კარგ ფორმაში ვარ და ამაში ვერავინ გამამტყუნებს!" - მერედა ვინ გამტყუნებს, ამ სიტყვების გამო ისედაც გამტყუნებული ხარ. არ ვიცი ჟურნალისტმა რამდენად სწორად მოგვაწოდა შენი ნათქვამი, მაგრამ თუ ეგრეა და დაჩიაში თამაში უკეთესს ჩემპიონატში თამაშს ნიშნავს, შენც მეცოდები და ჟურნალისტი, რომელმაც ამ ფრაზას შესაბამისი კითვა რომ არ მოაყოლა.
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან