NBA: ლებრონისა და უეიდისთვის სამწუხაროდ, მათი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "მაიამის" ზედიზედ მეხუთე წაგებას დაემთხვა

"მაიამი ჰიტის" კოშმარი ფლორიდაში გაგრძელდა. "პორტლენდმა" ბრწყინვალედ ჩაატარა სამხრეთული შტატის ორი გუნდის წინააღმდეგ მატჩები და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიციები გაიმყარა. წინა შეხვედრებში "მაიამი" პირველ ნახევარში დომინირებდა მოედანზე და მეორე ტაიმში აგებდა. ამჯერად ყველაფერი პირიქით გააკეთა, თუმცა საბოლოო შედეგი იგივე დარჩა. ფავორიტმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო.

ამ მატჩში ორი სუპერვარსკვლავი ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა ჯამში 67 ქულა დააგროვეს, პირველ მეოთხედში ამ დუეტს მხოლოდ ჩელმერსი ეხმარებოდა. მასპინძლების სათადარიგოებმა და კრის ბოშმა კოშმარული თამაში აჩვენეს. ერთად ყველა რეზერვისტმა მხოლოდ რვა ქულას მოუყარა თავი, ბოშმა კი თამაშიდან 11-ჯერ ესროლა და მხოლოდ სამი გამოიყენა.

საბოლოოდ, ყოფილმა ტორონტოელმა მატჩი შვიდი ქულით დაასრულა. გუნდური კალათბურთი მხოლოდ უეიდსა და ლებრონს შორის იყო და შეიძლება ითქვას, "ჰიტის" ლიდერებმა პარტნიორების გამოსაცოცხლებლად ყველაფერი გააკეთეს. როცა "პორტლენდი" წინ გადიოდა, "მაიამის" ვარსკვლავები თამაშს თავის თავზე იღებდნენ და ჩამორჩენას აბათილებდნენ. როგორც კი ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა, ფლორიდული წყვილი ისევ აძლევდა შანსს სხვა მოთამაშეებს, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშზე კონტროლს მაშინვე სტუმრები აწესებდნენ.

მეოთხე მეოთხედში, როცა "პორტლენდის" უპირატესობა რვა ქულამდე გაიზარდა, გაბრაზებულმა უეიდმა დაშალა სტუმრების დაცვა, მაგრამ ვერც ამჯერად იპოვნა სათანადო მხარდაჭერა. როიმ, მილერმა და ოლდრიჯმა ნოკდაუნში ჩააგდეს "მაიამი", ხოლო ნოკაუტი მაშინ მოხდა, როცა მეტიუზმა საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 103:94 გახადა. ფლორიდელებმა სასწაული ვერ ჩაიდინეს.

ლებრონისა და უეიდისთვის სამწუხაროდ, მათი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "მაიამის" ზედიზედ მეხუთე წაგებას დაემთხვა. ამ წაგებაში მათი დადანაშაულება არ შეიძლება. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თამაშს იგებს გუნდი და არა ინდივიდუალური კალათბურთელი. "პორტლენდმა" დაამტკიცა, რომ მართლაც კარგად დაყენებული კოლექტიური თამაში აქვს. "ბლეიზერსი" მრავალფეროვნად თამაშობდა, მუდმივად აიძულებდა "ჰიტს" გამოეცნო მაკმილანის რებუსები. რაც მთავარია, "ჰიტმა" წააგო არა უკანასკნელ წამებზე, როგორც ეს ბოლო დროს ხდებოდა, არამედ თამაშის მსვლელობისას.

გუშინდელი დღის გმირი გახდა კობი ბრაიანტი, რომელიც NBA-ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსე ადგილზე გადავიდა. "ლეიკერსის" ლიდერს "ატლანტასთან" მატჩში 12 ქულა სჭირდებოდა ლეგენდარული მოზეს მელოუნის გასასწრებად. კობიმ საჭირო რაოდენობა დიდ შესვენებამდე დააგროვა და ახლა 27 423 ქულით ყველა დროის მეექვსე ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ მარტო ამ სეზონში კობიმ უკან ჩამოიტოვა ელვინ ჰეიესი, ჰაკიმ ოლაჟუონი, ოსკარ რობერტსონი, დომინიკ უილკინსი და ჯონ ჰავლიჩეკი.

ატლანტა-ლეიკერსი 87:101

25:29, 24:28, 16:24, 22:20

ა: ჰორფორდი (17+9 მოხსნა), სმიტი (16+6 მოხსნა+6 პასი), ჰაინრიხი (12), ჯონსონი (11), უილკინსი (10), ფაჩულია (8+10 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (26+6 მოხსნა), ბინუმი (16+16 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (14+11 მოხსნა+5 პასი), ოდომი (12), ფიშერი (11).

კლივლენდი-გ. სტეიტი 85:95

30:18, 16:29, 19:29, 20:19

კ: დევისი (19+5 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰოლინზი (14), სამუელსი (11+9 მოხსნა), ჰიქსონი (10+7 მოხსნა).

გ-ს: ელისი (24+7 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), კარი (23+7 მოხსნა+6 პასი), ლი (14+14 მოხსნა).

ინდიანა-ფილადელფია 100:110

23:34, 30:31, 17:19, 30:26

ი: ჰენსბრო (26+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (13), პრაისი (12), გრეინჯერი (11), ჯონსი (11), კოლისონი (10).

ფ: იანგი (18+9 მოხსნა), ჰოლიდეი (16+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), იგუოდალა (16+10 პასი), მიქსი (15), ბრენდი (12+8 მოხსნა), ჰოსი (12), ტერნერი (10).

ვაშინგტონი-მილუოკი 76:95

21:22, 15:29, 16:24, 24:20

ვ: კროუფორდი (22), ევანსი (11), უოლი (10+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), იანგი (10).

მ: ჯენინგსი (23+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სალმონსი (22+5 მოხსნა+5 პასი), დელფინო (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (14+9 მოხსნა+7 პასი), დულინგი (12).

მაიამი-პორტლენდი 96:105

25:25, 26:32, 24:20, 21:28

მ: უეიდი (38+6 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (31+11 მოხსნა+8 პასი), ჩელმერსი (10).

პ: ოლდრიჯი (26), უოლასი (22+9 მოხსნა), მილერი (14+5 პასი), როი (14), ბატუმი (11), მეტიუზი (10+5 პასი).

ფინიქსი-ჰიუსტონი 113:110

24:26, 24:24, 31:32, 34:28

ფ: კარტერი (32+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უორიკი (32+8 მოხსნა), ჰილი (19), ნეში (9+14 პასი), გორტატი (13+16 მოხსნა).

ჰ: ლოური (32), პატერსონი (18+5 მოხსნა), მარტინი (17), ბადინგერი (13).

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა