ბარსელონაში მეორე სატესტო დღეს ტრასაზე 11 გუნდი გავიდა - ყველა, ესპანური HRT-ის გარდა და ამჯერადაც საუკეთესო დრო "რედ ბულმა" აჩვენა
ბარსელონაში მეორე სატესტო დღეს ტრასაზე 11 გუნდი გავიდა - ყველა, ესპანური HRT-ის გარდა. თუმცა კატალონიას ავტოდრომზე "ფერარის", "მერსედესისა" და "უილიამსის" გამოჩენას საერთო სურათი არ შეუცვლია. ისევე როგორც წინა დღეს, ამჯერადაც საუკეთესო დრო "რედ ბულს" ჰქონდა.

ამჯერად RB7-ის საჭესთან მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ვიხილეთ. მან კატალონიის ტრასაზე 2011 წლის მოდიფიკაციის მანქანებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა - გერმანელი გახდა პირველი პილოტი, ვინც ერთი წრე წუთსა და 22 წამზე ნაკლებ დროში გაიარა. "რედ ბული" გრან-პრის სიმულაციას ატარებდა და გერმანელმა საუკეთესო წამები დილით, პირობითი კვალიფიკაციის დროს აჩვენა. დიტრიხ მატეშიცის სარბოლო კორპორაციის წარმატება "ტორო როსოს" პილოტმა სებასტიან ბუემიმ განამტკიცა. დღის მეორე ნახევარში მომხდარი ავარიის მიუხედავად, შვეიცარიელმა მეორე დრო აჩვენა და ერთი პოზიციით ჩამოაქვეითა ვიტალი პეტროვი, რომელიც თავისი "ლოტუს-რენოთი" ზედიზედ მეორედ მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ბევრ პილოტს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მაგალითად, პასტორ მალდონადომ მთელი დღე დაკარგა KERS-ის სისტემის გამო, ლუის ჰემილტონმა რამდენიმე საათი იყურყუტა ბოქსებში ჰიდრავლიკურ სისტემაში გაჟონვის მიზეზით, იგივე დაემართა ჟერომ დ'ამბროზიოს ელექტოსისტემის გაუმართაობის გამო.

დღის ბოლოს ყველამ შეძლო ტრასაზე გასვლა, ჰემილტონმა კი იმდენი მოახერხა, რომ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. ახლა "მაკლარენი" ერთდღიან პაუზას აიღებს, დანარჩენები კი დღეს გააგრძელებენ ტესტებს.

ამასობაში, ესპანურმა საჯინიბო HRT-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2011 წლის სეზონში მეორე პილოტი იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი იქნება.

გამოცდილმა პილოტმა რამდენიმე თვის წინ შეიტყო, რომ "ფორს ინდიას" აღარ სჭირდებოდა მისი სამსახური, მაგრამ იტალიელი უმუშევარი არ დარჩენილა და HRT-სთან ერთად თებერვალში გამართული ტესტების შემდეგ ესპანურ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ HRT-ის პირველი პილოტი ინდოელი ნარაიან კართიკეიანი გახლავთ.

მეორე დღის შედეგები:

1. ფეტელი ("რედ ბული") 1:21.865 (112 წრე)

2. ბუემი ("ტორო როსო") +0.531 (120)

3. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +0.805 (116)

4. ჰემილტონი ("მაკლარენი") +1.023 (57)

5. მასა ("ფერარი") +1.459 (101)

6. დი რესტა ("ფორს ინდია") +2.469 (118)

7. კობაიაში ("ზაუბერი") +2.571 (107)

8. როსბერგი ("მერსედესი") +3.942 (100)

9. ტრული ("ლოტუსი") +4.225 (98)

10. მალდონადო ("უილიამსი") +5.124 (29)

11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +7.117 (64).

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა