19 წლის ნიჭიერი თავდამსხმელს "ემპოლის" ახალგაზრდულიდან პირველ გუნდში გადაყვანას პირდებიან
2009 წელს პეტარ შეგრტის ხელმძღვანელობით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე ლუქსემბურგს 4:0 სძლია. ამ შეხვედრაში ირაკლი შეყილაძემ "ჯვაროსანთა" ფორმით 20 წუთი ითამაშა, მას შემდეგ კი ნაკრებში აღარ გამოჩენილა.

ამჟამად 19 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი იტალიის სერია "ბ"-ში მოასპარეზე "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და მასზე ბევრი საყურადღებო ამბავი გვესმოდა: გასულ წელს "ვიარეჯო ქაპზე" 4 გოლი გაიტანა და პრესტიჟული ტურნირის (სხვადასხვა ქვეყნის 48 ახალგაზრდული გუნდი თამაშობს) მთავარ აღმოჩენად დაასახელეს - ქართველი ფორვარდის დამსახურება იყო, "ემპოლიმ" ფინალამდე რომ გააღწია.

შეყილაძემ ვიარეჯოში თავი წელსაც გამოიჩინა, მოსკოვის "სპარტაკთან" საგოლე პასი გააკეთა, "რეჯინასთან" დუბლი შეასრულა, თუმცა "პოკიბონსისთან" პირველივე ტაიმში გააძევეს და ამჯერად "ემპოლის" სარეზერვო გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა - ტოსკანელებმა სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს და მერვედფინალში ვერ გავიდნენ.

ეს ყველაფერი ხდება იტალიაში, ქართველ გულშემატკივარს კი აინტერესებს, ვინ არის რეალურად ირაკლი შეყილაძე, მაგრამ მისი თამაშის ნახვა არა და არ გვეღირსა.

ორიოდე დღის წინ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ თქვა, რომ "ემპოლის" ფორვარდი ავსტრიაში მარტის ბოლოს დაგეგმილ ტურნირზე ჩასვლას შეპირდა.

ირაკლი შეყილაძეს გუშინ იტალიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- როგორც გავიგეთ, ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებ.

- დიახ, ავსტრიაში ოთხთა ტურნირზე ვაპირებ ჩამოსვლას. მიხარია, ნაკრებში თამაშის საშუალება კვლავ რომ მეძლევა.

- ჩვენ ვიცით, რომ აქამდე პრობლემებს კლუბი გიქმნიდა.

- კლუბისგან პრობლემა არასდროს შემქმნია, თავად ვიყავი პრეტენზიული. ფეხბურთი მარტო ბურთის თამაში არ არის, მაგრამ ამაზე მეტის თქმა არ მსურს.

- ამჟამად "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რა შანსი გაგაჩნია?

- კარგად იცით, რომ "ემპოლი" არ არის ისეთი კლუბი, კარგი ფეხბურთელი რომ დააბრკოლოს. შემთხვევებიც იყო, როდესაც მოთამაშე "პრიმავერადან", ანუ დუბლების ჩემპიონატიდან პირდაპირ სერია "ა"-ს კლუბში რამდენიმე მილიონად გაყიდეს.

პირველ გუნდში ჩემი მოხვედრის შანსებს რაც შეეხება, მპირდებიან, რომ მომავალი ზაფხულიდან გადამიყვანენ, მერე კი დრო გვაჩვენებს, რა და როგორ იქნება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

- კლუბის შეცვლას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით, "ემპოლიში" ვრჩები, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- იტალიაში გადასვლის შემდეგ შენ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა.

- რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის გარკვეული დრო არის საჭირო, ეს კი დიდ მოთმინებასაც მოითხოვს.

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო