ხუთშაბათი
00000000000000000

ძალოსნობა

ლომთაძემ

ვერ ილომა

სპლიტში (ხორვატია) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ ფიცარნაგი 77 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟებს დაეთმოთ. B ჯგუფში გიორგი ლომთაძემ ექვსიდან ოთხი ცდა გამოიყენა. აიტაცა 146 კილო და ამ მოძრაობაში მეოთხე იყო. აკვრაში 165-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, 170 კილოს კი ვერ მოერია და საბოლოოდ ორჭიდში 311 კილოგრამით ჯგუფში მე-6 ადგილს დაყაბულდა.

ევროპის ჩემპიონატზე 7 აპრილს ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), ხოლო 8 აპრილს ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე-მძიმე წონა) იასპარეზებენ.

დღეიდან ტაილანდურ ბანგკოკში ჩვენი ჩვიდმეტწლამდელი ძალოსნებიც ჩაებმებიან ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატში. შტანგას პირველი გურამ გიორბელიძე (62 კგ) შეეჭიდება.

ვაჟა დანელია

0000000000000000000000000

00000000000000000000000

0000000000

00000000000000000

000000000000

ჩვენი შანსი: მეტი გუნდი ევროფინალში!

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი მეტოქეები იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი არიან. შეხვედრები 8, 9 და 11 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება...

საქართველო ჯგუფის ფავორიტი არ არის. ეს სტატუსი დამსახურებულად უპყრია ხელთ იტალიის ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა. ბელარუსი და ჰოლანდიაც ძლიერი გუნდებია. მაგრამ ჩვენი ნაკრების წევრები და სამწვრთნელო სტაფი იმედს არ კარგავენ, რომ მაყურებელს გაახარებენ.

საინტერესოა, რომ ფუტსალსა და და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა "იბერია სტარის" ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯვარაშვილი, რომელმაც ორი წლის წინ კლასიკურ ფეხბურთში გადასვლა სცადა და ეს იმის გამო, რომ ფუტსალში პერსპექტივა ვერ დაინახა.

ეს ლოგიკურიც არის, რადგან ჰელსინკში მიმდინარე უეფას კონგრესზე ფუტსალის განვითარებისა და პოპულარიზაციის გეგმა დაამტკიცეს, თან ტურნირებიც დაამატეს. აქამდე, ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და 12 გუნდი მონაწილეობდა. 2022 წლიდან კი ფინალისტთა რაოდენობა 16-მდე გაიზრდება, ოღონდ, 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ცვლილება ფუტსალის მთავარ ტურნირს, უეფას თასსაც შეეხო - 2018/19 წლების სეზონიდან მას "ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა" დაერქმევა. კვალიფიკაციის სისტემა კი 2017/18 წლების სეზონიდან შეიცვლება. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 3 ასოციაცია (რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია) ტურნირში ორ კლუბს გამოიყვანს, მეოთხე ასოციაცია (იტალია) კი მეორე კლუბის გამოყვანას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ოთხთა ფინალში ყველაზე რეიტინგული სამეულის გუნდი გაიმარჯვებს. 2019 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ, ქალთა ევროფინალიც გაიმართება. გამარჯვებულს ოთხთა ფინალი გამოავლენს.

2019 წლიდან, ასევე ორ წელიწადში ერთხელ, გადაწყდა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც. ფინალურ ეტაპზე 8 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. 2018 წელს, ბუენოს-აირესში, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება, რომლის პროგრამაში ფუტსალი პირველად იქნება წარმოდგენილი. ვაჟების კვალიფიკაციაში უეფას წევრი 16 საუკეთესო რეიტინგის მქონე ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, ოლიმპიადაზე კი 2 უძლიერესი მოხვდება. გოგონების კვალიფიკაციიდანაც არგენტინაში 2 ნაკრები გაემგზავრება, ხოლო გამარჯვებული 8 საუკეთესოს შორის გამოვლინდება.

მერაბ მამულაშვილი

000000000000

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...