ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მსმელი ბილი: როგორ დაეხმარა ლუდი კანადელს, გამხდარიყო სნუკერის ლეგენდა

მსმელი ბილი: როგორ დაეხმარა ლუდი კანადელს, გამხდარიყო სნუკერის ლეგენდა

ის 9 წლის ასაკიდან ბილიარდს თამაშობდა
სნუკერიტმა ბილ ვერბენიუკმა გვარი უკრაინიდან კანადაში ემიგრირებული ბაბუისგან მიიღო, ცუდი მემკიდრეობა კი მამისგან, რომელსაც საბილიარდო კლუბი ჰქონდა, თავისუფალ დროს კი პოლიციელებს ემალებოდა.

"ის კანადაში მოპარული საქონლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო, - იხსენებდა ბილი. - მამა შეიარაღებულ თავდასხმებს აწყობდა, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და დამნაშავეებს მალავდა".

უფროსმა ვერბენიუკმა ბიჭი ცხრა წლის ასაკში "შესვა" ბილიარდზე. კლუბი Pop's Billiards მამაკაცთა თავშეყრის მთავარი ადგილი იყო ვანკუვერის ლოგან ავენიუზე, ამიტომაც იქ ხშირად იმართებოდა ტურნირები. ბილი ყოველთვის იქვე ახლომახლო ტრიალებდა და ერთხელ ადგილობრივ ჩემპიონს შეხვდა. ყველამ იცოდა, რომ ის კლუბის მფლობელის ვაჟი იყო, მაგრამ პუტკუნა ბიჭს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ხალხმა მხოლოდ გადაიხარხარა, როცა ბიჭმა ფულზე თამაში შესთავაზა - ხუთი ფუნტი თითო ფრეიმზე.

ჩემპიონმა გაანადგურა ბილი და ბიჭი ჯიბის ფულის გარეშე დატოვა. ორი კვირის შემდეგ, ვერბენიუკი დაბრუნდა, იპოვნა ადგილობრივი ლეგენდა და გააცამტვერა ის. მამაკაცები უბრალოდ თვალს ადევნებდნენ, როგორ ამარცხებდა მსუქანი პროფესიონალს, რამაც 290 ფუნტი მოუტანა. მაშინ ბილი 12 წლის იყო.

ვერბენიუკი გაიზარდა და მალე მიხვდა - რა სასიამოვნოა, როცა არავისზე ხარ დამოკიდებული. სმა ადრეულ ასაკში დაიწყო, ფიქტიურ ქორწინებაში შევიდა ვიღაც ფრანგთან (ამ უკანასკნელს საცხოვრებელი სჭირდებოდა), იმოგზაურა ავსტრალიასა და ბრიტანეთში და ფულს მხოლოდ ბილიარდის ბურთების გორებით შოულობდა.

"იმ დროს, ჩემი მეგობარი ჯონი ყველა წაგებულისგან 10 ფუნტს იღებდა. კიებს შუაღამიდან დილის შვიდ საათამდე ვიქნევდით, შემდეგ კი მთელი დღე გვეძინა", - ყვებოდა კანადელი.

ამგვარი მარათონების დროს, ბილი 76 ქილა ლუდს მიირთმევდა და მშვიდად ანადგურებდა მეტოქეებს. "ერთხელ, ერთ ღამეში პულში 20 ათასი დოლარი მოვიგე, - ტრაბახობდა ვერბენიუკი. - ხალხი მოდიოდა და მოდიოდა და ყველას ჩემი დამარცხება უნდოდა. მთელი ეს მოგებული თანხა 20 წუთში დავკარგე. იქ ერთი ბიჭი გამოჩნდა, და ტყუილად მეგონა, რომ ფულს მასაც მოვუგებდი".

ბრიტანეთში ბილმა მეგობართან ერთად ავტობუსი იყიდა - მასში 20 ათასი ფუნტი გადაიხადა. შიგნით ყველაფერი იყო: ორი საძინებელი, საშხაპე, ტელევიზორი, სამზარეულო და მინი-ბარი. იმის გამო, რომ ყველა ტურნირი ბრიტანეთში იმართებოდა, უფრო იოლი იყო ტრეილერში ცხოვრება, ვიდრე გამუდმებით კანადიდან შეფილდში ფრენა.

პროფესიონალებში გადასვლიდან ორი წლის თავზე, ბილმა აღმოაჩინა, რომ ვისკი მასზე ისე არ მოქმედებს, როგორც დანარჩენ მოთამაშეებზე.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ ჰიროგლიკემია აქვს - უსიამოვნო მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული განსაკურებით წვავს სისხლში შაქარს და კარგად ითვისებს ალკოჰოლს. ამიტომაც, კანადელი სნუკერისტი მატჩის წინ მშვიდად სვამდა ექვს პინტ (2.8 ლიტრი) ლუდს და მაგიდასთან სრულიად ფხიზელი მიდიოდა.

მოგვიანებით, სინდრომმა ესენციალური ტრემორი გამოიწვია - მარჯვენა ხელის უნებლიე კანკალი, რაც მომაკვდინებელი დიაგნოზია ბილიარდის მოთამაშისთვის. ვერბენიუკმა შეამჩნია, ამ ავადმყოფობის დაძლევაში ყველაზე მეტად სწორედ ლუდი ეხმარებოდა, ამიტომაც მატჩების წინ სვამდა, რათა გადამწყვეტ ბურთზე ზუსტად ეთამაშა. BBC სნუკერის ტრანსლიაციებს უკვე მაშინ გადასცემდა და 70-იანი წლების შუაში, ტელევიზორში დღეისთვის მეტად უცნაური და არადამაზასიათებელი სურათი ჩანდა: ასისტენტები მუდმივად უცვლიდნენ მოთამაშეებს საფერფლეებს და გრაფინებით მიჰქონდათ ვისკი.

კანადელი არ ყოფილა ტოპ-მოთამაშე: ოთხჯერ გავიდა დიდი ტურნირის მეოთხედფინალში და ერთხელ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. ყველაზე უკეთ თავს გრძნობდა გუნდურ ტურნირებში - იქ ურთიერთობა ჰქონდა ახლობელ ადამიანებთან. "ჩვენ არა მხოლოდ ნაკრებში პარტნიორები ვიყავით, არამედ ნამდვილი მეგობრები თამაშის მიღმა, - ყვებოდა ეროვნული გუნდის მეორე წევრი კლიფ ტორნბერნი. - სანამ დანარჩენები იღრინებოდნენ და ერთმანეთში არკვევდნენ - ვინ იყო კაპიტანი, ჩვენი ერთი მთლიანი ვიყავით".

ის ყოველთვის უყვარდა პუბლიკას: ბილს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იმათი გართობისთვის თამაშობდა, ვინც მის საყურებლად დარბაზებში მიდიოდა. ჯო ჯონსონთან მატჩში კანადელმა სვლა ვერ იპოვნა, რათა დაფარულ წითელს შეხებოდა, შეასრულა დაუჯერებელი ფლიუკი და ბურთი გვერდით ლუზაში ჩააგდო. ამ ილეთს დღემდე ასწლეულის დარტყმად მიიჩნევენ.

1980 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უელსელმა დევიდ ტეილორმა ვერბენიუკს სნუკერი დაუყენა. ასეთი პოზიციიდან თამაში მოუხერხებელი იყო - ლუდმა კანადელი 127 კილოგრამამდე გაასუქა, დრეს-კოდი კი აიძულებდა შარვალში გამოწყობილი ყოფილიყო. ბილი ძლივს აძვრა მაგიდაზე და ბურთისკენ გაიწია, მაგრამ შარვლის გარღვევის ხმამ მისი მცდელობა შეაჩერა. მატჩს BBC მთელს ქვეყანაში გადასცემდა, დარბაზში მაყურებელი მიხვდა რაშიც იყო საქმე, ვერბენიუკი მაგიდიდან ჩამოვიდა, გახეული შარვალი დაიფარა, სასაცილოდ მიმოიხედა გარშემო და დაიყვირა: "ვინ გააფუჭა ჰაერი? ვინ გააკეთა ეს?"

80-იანი წლების ბოლოს, ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ფედერაციამ აკრძალა მატჩების დროს სპირტიანი სასმელის გამოყენება. ვერბენიუკს ეს ძალიან უნდა დახმარებოდა: ალკოჰოლი ერეოდა ბეტა-ბლოკატორებს და ცუდად მოქმედებდა გულზე. მაგრამ ბილს ხელების კანკალის გამო არ შეეძლო ფხიზელ მდგომარეობაში თამაში.

"ლუდი ხომ არანაირ უპირატესობას არ მაძლევს სხვა მოთამაშეების მიმართ?!" - აღშფოთებული იყო ის. თავიდან კანადელი პატიოსნად იხდიდა ჯარიმებს ჩაგდებული დოპინგ-ტესტების გამო, მაგრამ, როცა ფული დამთავრდა, კარიერაც დასრულდა. ბოლო პროფესიულ მატჩში ვერბენიუკმა 1:10 წააგო და განაცხადა: "დავლიე 24 პინტი ექსტრა-ძლიერი ლაგერი და ორი ორმაგი არაყი, მაგრამ ჯერ მთვრალი არ ვარ".

ერთი წლის შემდეგ, მან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ვანკუვერში დედასთან გადავიდა და გულის უკმარისობით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბილი თავისი დროის ყველაზე ქარიზმატული მოთამაშე იყო და ცუდი თვისებები ხელი კი არ უშლიდნენ, არამედ ეხმარებოდნენ. ვერც ერთი ბოლტი ვერ გაირბენს 100 მეტრს 76 ქილა ლუდის შემდეგ და ვერც ერთი მესი ვერ გაიტანეს გოლს 40 ლიტრის მიღების შემდეგ.

ბილ ვერბენიუკი სპორტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც იგრძნო, რომ უღალატეს. მას უყვარდა ბილიარდი ისეთი, როგორიც თავიდანვე გაიცნო და ვერ წარმოედგინა თამაში ერთი ორი პინტის გარეშე. სნუკერი მეტისმეტად სწორი და "ალოკილი" გახდა, ხოლო ძველი კლუბების სული, რომლებშიც შეიძლებოდა ვიღაცეებისთვის 10 ფუნტის მოგეგო, უკვე აღარ არსებობდა. ვერბენიუკი ბოლო დღეებამდე რჩებოდა სპორტსმენად. უბრალოოდ, კოქტეილს - "ბილიარდი+სასმელი" მოაშორეს ბურთები, ლუზები და კიიები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა