რუსი ჟურნალისტი ალექსეი ფილიპენკო ჰელსინკიში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატს კრიტიკული წერილით ეხმაურება
ახლახან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. აქ ჩვენმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მე-13 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს სამხრეთ კორეაში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი ჩვენს წინა პუბლიკაციებში სინანულით აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წილისყრის შედეგად ვერ მოხვდა ქართველი მსაჯი, რომელიც შეძლებდა ჩვენი მოციგურავეების ინტერესის დაცვას. როგორც ჩანს, ეს პრობლემა სპორტის ამ სახეობაში ისევ მწვავედ დგას, რასაც ადასტურებს რუსი ჟურნალისტის, ალექსეი ფილიპენკოს წერილი "მსაჯების შესახებ".

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"ჰელსინკიში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა გვაჩვენა, რამდენად უსამართლოა მსაჯობის ამჟამად მოქმედი სისტემა. არაობიექტური მსაჯობის მოწმე არაერთხელ ვყოფილვართ, თუმცა ის, რაც ჰელსინკიში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ყველაზე მკვეთრად ეს გამოჩნდა კაცთა ერთეულების თანრიგში.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს ეთერი თუთბერიძისა და სერგეი დუდაკოვის აღზრდილ მორის ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა, რომელმაც საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა (თავისუფალი პროგრამით მე-11, ტექნიკური შეფასებით კი მერვე ადგილზე იყო).

მორის ყვითელაშვილი ამჟამად საქართველოს სახელით ასპარეზობს. მიგვაჩნია, რომ მსაჯებისგან, რომლებმაც, თვალნათლივ ჩანს, რომ წინასწარ მიუჩინეს ყველას თავისი ადგილი, ყველაზე მეტად ის დაზარალდა.

როგორც წესი, ეს სასწაულმოქმედი მსაჯები კომპონენტებს როგორც უნდათ, ისე არიგებენ. ზოგს სოკოსავით მიაყრიან, ზოგს კი აკლებენ.

და ტექნიკური მაჩვენებლები? აქაც იგივე სურათია. სუფთად შესრულებულ ნახტომში შეუძლიათ დაგიწერონ 0, თუ გაგიმართლა +1, მაშინ, როცა სხვა მოციგურავეს აშკარა შეცდომის გამო არა მინუსს, არამედ ისევ 0-ს, +1-ს ან სულაც +2-ს უწერენ.

რაც შეეხება ბრუნვების დაბოლოებას, აქ მსაჯი ან ვერ ამჩნევს, ან სულაც თვალს ხუჭავს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი მოციგურავე ასრულებს ვარჯიშს და რომელი ქვეყნის ფედერაციიდანაა.

აი, ძალიან მარტივი არითმეტიკა.

მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილის შეფასება კომპონენტების შესრულებაში თითქმის ისეთივეა, როგორიც მალაიზიელი ზი ჯი იესი და ფილიპინელი კრისტიან მარტინესისა, რომლებმაც საბოლოოდ, შესაბამისად, 22-ე და 24-ე ადგილები დაიკავეს.

როგორ შეიძლება ეს ასე იყოს. რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობისას რუსეთში, ეთერი თუთბერიძის ჯგუფში, მორისს ვერ ასწავლეს ამ ბიჭებზე უკეთ სრიალი?

იმას, რაც მოხდა თავისუფალი პროგრამის მსაჯობისას, მხოლოდ უმსგავსობას თუ დაარქმევ.

მორისის ტექნიკური შეფასება 90,90-ია (მე-8 მაჩვენებელი), კომპონენტებისთვის კი მიიღო 72 ქულა (მე-18 შედეგი).

მიხეილ კოლიადასა და მაქსიმ კოვტუნს, რომლებმაც თავიანთი პროგრამები ჩააფლავეს, 82,70 და 78,76 დაუწერეს.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა სვამდა კითხვას, როგორ მოხდა, რომ კოლიადამ თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილს 14 ქულით "ჩაუსრიალა", ხოლო ჰელსინკიში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 10,70 ქულით.

მიშა გეიმ უზბეკეთიდან, რომელსაც არც ერთი ოთხმაგი ტრიალი პროგრამაში არ აქვს, მორისს აჯობა კომპონენტების ხარჯზე თავისუფალ პროგრამაში და ორივე პროგრამის ჯამშიც. შეგახსენებთ, რომ მორისს ორ პროგრამაში ჯამში ოთხი ოთხმაგი ბრუნი აქვს.

სასაცილოა? სრულიად არა.

ერთი სიტყვით, ყველაზე მოკრძალებული დათვლით, მორის ყვითელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ათეულში, სამართლიანი დათვლის შემთხვევაში კი, რვა საუკეთესოს შორის.

მორისი თუ ათეულში მოხვდებოდა, მაშინ საქართველო ოლიმპიადაზე ორი მოციგურავის გაყვანის უფლებას მიიღებდა, ისე, როგორც კანადა, ჩინეთი, რუსეთი, ესპანეთი და ისრაელი. თავად განსაჯეთ, როგორი იქნებოდა, ამ სიაში საქართველოც ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ოლიმპიადაზე შესაძლოა ვერ მოხვედრილიყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი ან ჩეხეთი. ისრაელის ნაცვლად კი ორი ადგილი ოლიმპიადაზე საქართველოს ექნებოდა.

ვფიქრობ, რომ ასეთი ვითარება ბევრ ფედერაციას არ აწყობდა.

ერთი სიტყვით, ჩვენ გავხდით მოწმენი არა მარტო მოციგურავეების დაძაბული ბრძოლისა, არამედ ბრძოლისა ფედერაციებს შორის, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მსაჯებიც.

დასანანია, რომ როცა მორის ყვითელაშვილს უკან წევენ ხელოვნურად, ის კარგავს სარეიტინგო ქულებსაც, რომელიც მას მომავალ სეზონშიც გამოადგებოდა.

ყველაფერ ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მსაჯები მომავალშიც ითავხედებენ.

შესაბამისად, მორის ყვითელაშვილს მინდა ვუსურვო, რომ მან მომავალშიც განაგრძოს თავის მაღალი პოტენციალის ჩვენება და ამის საშუალებით ამხილოს ხელმრუდი და მიკერძოებული მსაჯები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო მურტალოს
გამოცდილება გვიჩვენებს,რომ ის,რაც ჩვენ გვეხება,თითქმის ყოველთვის უსაშველოა.
rima
მორისმაარაცჰვეულებრივად ისრიალა, მეტი კულის დაწერაც სჰეიდზლებოდა, მაგრამ არა უსჰავს. მას არ იცნობენ ჯერ-ჯერობიტ მსაჯები და საკმაო ავტორიტეტი არა აკვს, მაგრამ ის ნელ-ნელა ამტკიცებს რომ დზლიერია. მტავარია საკარტველომაც დააპასოს ეს რუსეტსჰი დაბადებული და გაზრდილი ბიცჰი და მეტი პოპულარისაცია გაუწიოს მას. რაც სჰეეხება კოლიადას, დზალიან დზლიერია, ყველაზე მამაკაცურად სრიალებს და არა ნაზად, როგორც ამს აკეტებს იაპონელი იუზურუ ხანი.
murtalo
შეჯიბრის სრული ჩანაწერები არსებობს და ნუთუ საარბიტრაჟო კომისია, ან სულაც ოლიმპიური კომიტეტის რომელიმე განყოფილება არ არსებობს, რომ შესაბამისი პროტესტი დაიწეროს და ამ ფაქტის გამოძიება მოხდეს, თუ უსაშველოა?
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
მსოფლიოს ჩემპიონატი: მორის ყვითელაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება - ინტერვიუ მორის ყვითელაშვილთან
მსოფლიოს ჩემპიონატი: ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ფიგურული ციგურაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: გადამწყვეტი ბრძოლის წინ
"რაც საქართველოს სახელით გამოვდივარ, ფრთები გავშალე"
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]