"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა "შალკესთან" მატჩის შემდეგ მომენტების უხეირო რეალიზაციაზე დაიჩივლა
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მომენტების უხეირო რეალიზაციაზე დაიჩივლა, მანუელ ნოიერის თამაში აღნიშნა და დამარცხებას დაუმსახურებელი უწოდა.

"ფელტინს არენაზე" მასპინძლებმა, რომლებიც თავიდან 0:1 აგებდნენ, "ღამურები" 3:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ, "მესტალიაზე" შედეგიანი ფრის გათვალისწინებით, გერმანული კლუბი 1/4 ფინალში გაიყვანა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნების შემდეგ უპირატესობა დავთმეთ. ეს აუხსნელია. 1:0 ვიგებდით და შეხვედრას ვაკონტროლებდით, კონტრშეტევაზე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეტოქემ საპასუხო გოლი გაგვიტანა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ გაგვიტანეს - ისე რომ, წინ განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. შემდეგ გოლის გატანის ოთხი შანსი გვქონდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. დაუმსახურებლად წავაგეთ. როდესაც ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მატჩის ბედის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა ვერ შევძელით. ასევე უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის მანუელ ნოიერის ბრწყინვალე თამაში", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა