"ვოლგას" ვიცე-კაპიტანმა წინასასეზონო მზადებასა და პრემიერლიგის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
"ვოლგას" ვიცე-კაპიტანმა ოთარ მარცვალაძემ გუნდის წინასასეზონო მზადების შესახებ ნიჟნი ნოვგოროდელთა ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ყველა თექვსმეტივე ახალწვეული გუნდს კარგად შეეწყო. ამასთან ფეხბურთელმა დასძინა, რომ მისთვის რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მეტოქე ”ტომის” შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

- წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი როგორ მიმდინარეობს?

- გუნდი ძალიან სერიოზულად ემზადება, მზადების ხარისხი შარშან ამავე დროს მომზადების ხარისხს აღემატება. ყველა მწვრთნელს ხომ თავისი შეხედულება აქვს. ამასთან, გუნდში მყოფ თითოეულ მოთამაშეს ესმის, რომ ახალ დონეზე მოუწევს თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში კონკურენცია აუცილებლად გაიზრდება.

ჩვენ ამისთვის უკვე მზად უნდა ვიყოთ. კისლავოდსკში ამჟამად წინასასესოზონო მზადების დამამთავრებელი ეტაპი მიმდინარეობს. პირველი მატჩისთვის ვემზადებით, გვსურს კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მაყურებლები კარგი შედეგით გავახაროთ. რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მსურს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ვემზადებით, რათა "ტომთან" მატჩში მოედანზე რაც შეიძლება მომზადებულები გავიდეთ და ყურადღებით ვითამაშოთ.

- კლუბი თექვსმეტი ახალწვეულით შეივსო. როგორ ეწყობიან ისინი გუნდს?

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მოსულმა ფეხბურთელებმა გუნდი გააძლიერეს. ბევრი მათგანი რუსულ საფეხბურთო ელიტაში თამაშის გამოცდილებას ფლობს - ეს ძალიან გამოგვადგება. მეორეც, ისინი კარგად შეეწყვნენ კოლექტივს, რომელიც კვლავინდებურად ერთ მთლიან ორგანიზმად რჩება. კლუბის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი მარკ კროსასი გახდა და უნდა ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ბიჭია. რა თქმა უნდა, მარკმა ჯერ რუსული ენა არ იცის, მაგრამ ის ბიჭები, რომლებიც ინგლისურად საუბრობენ, მას რუსეთში ადაპტაციის გავლაში დაეხმარებიან.

- სეზონთაშორისმა პერიოდის გათვალისწინებით, ვისთან გირჩევნიათ გუნდში შემტევი ტანდემის შექმნა?

- ჩემგან ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არაკორექტულია. ვარჯიშებზე თითოეული მოთამაშე მუშაობს და გუნდის შემადგენლობას მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი განსაზღვრავს. ვიტყვი, რომ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე ვისთან ერთად გავალ. მით უმეტეს, რომ ყველა მოთამაშე კარგ ფორმაში იმყოფება.

- რას იტყოდით "ვოლგასა" და "ტომის" პირველ დაპირისპირებზე?

- ეს ის გუნდი არ არის, რომელსაც კარგად ვიცნობ. თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო შტაბი თამაშის წინ ყველა საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის.

მომზადებულია fc-volga.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა