შვედეთში დაწყებული საქმე, თბილისის "დინამომ" გუშინ, წარმატებით დაასრულა.

შვედეთში დაწყებული საქმე, თბილისის "დინამომ" გუშინ, წარმატებით დაასრულა. ჩვენმა ვიცე-ჩემპიონმა "გეფლე" ჩრდილოეთის დარად, თბილისშიც 2:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მიერ ჯამში გატანილი 4 გოლის ნახევარი, მათე ვაწაძის ანგარიშზეა. ამიტომაც იყო, გუშინ შვედებს ვაწაძეზე განსაკუთრებული მეურვეობა რომ ჰქონდათ დაწესებული. მათემ თავისი საქმე გუშინაც გააკეთა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, მოედანზე გაკეთებულ "შავი სამუშაოს" ვგულისხმობთ, რომელიც თვალში საცემი არ არის, მაგრამ წარმატებას კი დიდად განაპირობებს.

რა თქმა უნდა, შვედური ბარიერის გადალახვაში, თითოეულ დინამოელს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გუშინდელი მატჩიდან უდავოდ გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც საგოლე პასის გარდა, სხვა მხრივაც დიდად გაისარჯა. მეკარე გიორგი ლორიასაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა. მან გუშინაც საიმეოდ ითამაშა. ჩრდილოელებისთვის დიდი თავსატეხი იყო დონალდ ჯუისი. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად იჭერდა რობერტინიო და ედნილსონი. რაღა თქმა უნდა თექთურმანიძე არ დაგვვიწყნია. "ჩიორას" მართაც დიდი მომავალი აქვს და ეს გუშინაც გამოჩნდა...

სკანდინავიაში გამართული შეხვედრაშივე გამოჩნდა, რომ შვედების კოზირი ფლანგებზე აქტიურობა და საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებები იყო. შესაბამისად, სწორი იყო "დინამოს" თავკაც კახა კაჭარავას გათვლაც, განაპირა მცველებად გამოცდილი გიორგი კახელიშვილისა და ლევან ხმალაძის გამწესება. ხმალაძისთვის მარცხენა მცველობა "უცხო ხილი" ნამდვილად არ არის და როგორც მატჩამდე დაგვპირდა, მან შეძლო შვედების აქტიური მარჯვენა ნახევარმცველის, იონას ლანტოს განეიტრალება. სტუმართაგან აქტიური იაკობ ორლოვი კი თომაშვილმა და კაკუბავამ ჩაიბარეს. კახელიშვილმა კი მარჯვენა მცველობას კარგად გაართვა თავი.

მეტოქეებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს. გუნდებმა ერთმანეთი მოსინჯეს, მერე კი პირველი სახიფათო მომენტიც ვნახეთ. მე-12 წუთზე ჯუისმა შვედებს ბურთი მოპარა და საჯარიმოში თექთურმანიძე მოძებნა, მისი დარტყმული სტუმართა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი კოშკაძემ გადააცილა. ამ საგოლე მომენტმა დინამოელებზე დადებითად იმოქმედა და ისინი კიდევ უფრო მეტად შეეცადნენ თავიანთი უპირატესობის დაფიქსირებას. მე-20 წუთზე კოშკაძის ჩაწოდებისას კოშკაძის თავური მცირედით ასცდა მიზანს. 8 წუთში კი ჩვენებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ ჯუისის ჩაწოდებისას რობერტინიოს დარტყმულს მეკარე გადაეფარა, დამატებაზე ვაწაძემ იმარჯვა, მაგრამ "გეფლე" ძელმა იხსნა. მერე ჯუისის დარტმისას შვედების მეკარემ იმარჯვა, ვაწაძის თავური კი კარს გადაცდა.

სტუმრებს ორი გოლის გატანა უნდოდათ, შესვენებაზე მშრალად გასვლა არ აწყობდათ და ტაიმის მიწურულს საკმაოდ გაქტიურდნენ. ჯერ იყო და 37-ე წუთზე ორლოვის დარტყმული ლორია აიღო. მერე კი დალბერგს ჯერ თავური აუღო, მერე კი ფეხით დარტყმული.

საწყისი 45 წუთისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა. სხვა თუ არაფერი, შესვენების შემდეგ სამი გოლი ვიხილეთ. ამასთან ორივე გუნდში წუნიც ნაკლები იყო. ტაიმის სტარტზე დალბერგმა კიდევ ერთხელ მოსინჯა ლორიას ოსტატობა, მაგრამ უშედეგოდ. მერე დინამოელთა ჯერი დადგა და რობერტინიოს გუნდის დაწინაურება შეეძლო. ბრაზილიელმა კარგი სოლო-რეიდი განახორციელა, მაგრამ დამაგვირვინებელ ფაზაში სიზუსტემ უმტყუნა. 9 წუთში, კოშკაძის ჩაწოდებისას, მათე ვაწაძემ ნატხომში ბურთი კი გაიტანა, მაგრამ ხელით შეაგდო. ეს არბიტრს არ გამოჰპარვია, გოლი არ ჩათვალა და მათეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც ვაწაძეს მომდევნო რაუნდში პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს. მალევე თექთურმანიძემ გაისროლა, მაგრამ შვედების კიპერმა ივარგა. 65-ე წუთზე კი ოჰაგენის ძლიერი დარტყმისას გადავრჩით. დინამოელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და შედეგიც მოიმკეს. 68-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან კოშკაძის ჩაწოდებულ ბურთს ვაწაძემ "გეფლეს" კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 1:0. "დინამო" ერთ გოლს არ დასჯერდა და იერიშები გააგრძელა. 5 წუთში მათეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მცირედით ააცილა.

ჩვენი გუნდიდან მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა "გამოაცხვეს". საჯარიმოში შეჭრილ ზვიად მეტრეველს არ დაარტყმევინეს, მანაც ნიკოლოზ ფირცხალავა მოძებნა და 2:0. თუ ვაწაძის გოლის შემდეგ, შვედებს მიზერული იმედი მაინც ჰქონდათ, ფირცხალავამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. თუმცა მატჩის მიწურულს "გეფლემ" პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა. თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. 2:1.

ერთი სიტყვით, "გეფლე" დაფლულია, მომდევნო რაუნდში ავსტრიული "შტურმი" გველის, რომლის მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა გუშინ ამ მატჩს დაესწრო და უბის წიგნაკშიც არაერთი რამ ჩაინიშნა და ინტერვიუზეც არ უთქვამს უარი (რომელსაც მომდევნო ნომერში გთავაზობთ). "შტურმამდე" წინ მთელი კვირაა, მაგრამ დასანანია, რომ გრაცში ვაწაძის გარეშე მოგვიწევს თამაში.

დინამო-გეფლე 2:1

გოლები: 1:0 ვაწაძე (68. კოშკაძის პასით), 2:0 ფირცხალავა (81. მეტრეველის პასით), 2:1 ორლოვი (90)

22.07.10. თბილისი. ეროვნული. 3 400 მაყურებელი

დინამო: ლორია - კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე - ედნილსონი, თექთურმანიძე (84. გველესიანი), კოშკაძე - რობერტინიო (67. ფირცხალავა), ჯუისი - ვაწაძე (81. მეტრეველი).

სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, სიხარულიძე, ლექვთაძე.

გეფლე: ჰუგოსონი - ბერჰარდსონი, ვესტლინი (54. გრემი), სენატორე, პორტინი - ლანტო, მ. ჰანსონი, ჩიბსა, ოჰაგენი (72. ლარსონი) - დალბერგი (82. ნისტრიომი), ორლოვი.

სათადარიგოები: ჰედვალი, მაარდი, ტეორინი, გრუდა.

გაფრთხილება: ვაწაძე (61), ჩიბსა (62)

არბიტრი: ნ. იორდანოვი (ბულგარეთი)

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ