კირაკოზაშვილი ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დარჩა
ანტალიაში დასრულებულ "დიდ პრიზზე" მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს თამაზ კირაკოზაშვილი (81) იყო, ვინც ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დარჩა.

ეს ტურნირი ჩვენს შეჯიბებაზე ოდნავ უფრო სუსტი გამოდგა, თუმცა ევროპის კიდევ უფრო მოახლოებული ჩემპიონატის წინ ეს გასაკვირიც არ იყო. ჩვენთან თუ 36 გუნდი გამოვიდა, იქ 34 იყო, მაგრამ მონაწილეთა რაოდენობა იგივე დარჩა - 252. საქართველოდან იქ მხოლოდ სამი სპორტსმენი გამოვიდა, რადგან ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

კირაკოზაშვილმა ისევ 81-ში იასპარეზა და წინა ტურნირებთან შედარებით, უფრო უკეთესი ტექნიკური თუ ფუნქციონალური მომზადება გამოავლინა, ოღონდ დასკვნით ნაწილში, ვფიქრობთ, არ ეყო ფიზიკური მომზადება და გამძლეობა. ანტალიაში მან ერთი ხმაურიანი გამარჯვება მიითვალა - მეოთხედფინალში გამოცდილი უნგრელი ლასლო ჩოკნიაი ვაზარით დაამარცხა, რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერთან მოგება კი საჯილდაო ქვად შეიძლება მივიჩნიოთ. მანამდე ჩვენმა ფალავანმა ჯერ რუმინელი ვლად ვისანი გაანადგურა, ვისაც 4 გდება გაუკეთა. აქედან ბოლო წმინდა იპონი იყო, მერე კი ირაკლი უზნაძეს და მასპინძლებს ვაზარით დაუმარცხა ფალავანი, ილკერ გულდურემი.

სამწუხაროდ, უფრო ძლიერ ეტაპზე, ძლიერ მეტოქეებთან გასულს ძალები არ ეყო, უნგრელთან მოგება მისი მაქსიმუმი გამოდგა. ჩვენებური ნახევარფინალში რუს სტანისლავ სემენოვთან დამარცხდა, ვინც წინასწარ ეტაპებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა. ის კირაკოზაშვილთანაც ფავორიტი გამოდგა - 2 გდების შემდეგ იპონზეც დააგდო.

კირაკოზაშვილს დამამშვიდებლის ფინალში კიდევ უფრო ძლიერი და უხერხული მეტოქე ჰყავდა - მონღოლი ნიამსურენ დაგვასურენი. ის ტიპური "მონღოლური სტილის" მოჭიდავეა - ჯაჯგურა, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული და "ფიზიკაში" ძნელად დასაჩაგრი, ვინც ყოველთვის "ჩახურულ" ჭიდაობას აღმერთებს და მასთან ტექნიკის გამოვლენა უძნელესი საქმეა. ამ რთული ამოცანების გადაჭრა ვერც კირაკოზაშვილმა შეძლო და სუფთად წააგო, რითაც 20 წლისამ ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველი მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

ამ ტურნირზე გვარიან ინტერესს იწვევდა ლაშა ჩადუნელის (60) გამოსვლაც - შეძლებდა თუ ვერა იმ ტემპის შენარჩუნებას, რაც პოლონეთის ტურნირზე აჩვენა და რის გამოც დაიმსახურა ანტალიაში ჭიდაობა.

შეგახსენებთ, რომ ის "მეორე დონის", ანუ ეგრეთ წოდებული წაგებულთა ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა მან თურქეთში პოლონეთში ჩასახული იმედები ვერ გაამართლა - პირველივე შეხვედრაში სამი გდება გაუშვა კორეელ ჰიოჯუნ კიმთან, თავად კი ვერაფერი დაუპირისპირა.

ერთი შეხვედრა მოიგო ჩვენმა მესამე მონაწილემ - დავით ოზბეთელაშვილმა (100), ვინც პირველ შეხვედრაში ყოველმხრივ დაჩაგრა ქართული ფესვების მქონე ებრაელი იაკობ მამისთვალოვი, ვაზარიც აართვა და ბოლოს დააიპონა.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ყაზახთა მსოფლიოს ექსჩემპიონი და ამ ტურნირის მომავალი ფინალისტი მაქსიმ რაკოვი აღმოჩნდა, თუმცა სამი გაფრთხილება მიიღო და მოხსნეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
"ორი გდების მერე იპონზეც დააგდო" იქნებ უყუროთ და მერე დაწეროთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
საქართველოს ნაკრებმა "ევროპის ღია თასზე" 4 მედალი მოიპოვა
ქართველი ძიუდოისტები ზაგრების გრან პრიზე იასპარეზებენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: უფროსებს ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ჭიდაობა საოკუპაციო ხაზთან - დირბის მემორიალური ტურნირი
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ქართველების მედლები სხვა ქვეყნებს
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი: უზბეკებმა რა გვიყვეს!
ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი მერვედფინალში გავიდა
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველებმა 60 კილოგრამში ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს!
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი იაპონელ აბისთან დამარცხდა