"გოლდენ სტეიტის" პირველი მეტოქე პლეი ოფში ცნობილია
NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია, რომ დასავლეთ კონფერენციის პირველი გუნდი "გოლდენ სტეიტ უორიორსი" პლეი ოფის პირველ წრეში "პორტლენდს" დაუპირისპირდება, რომელსაც რეგულარულის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შედეგი 40-40-ზე აქვს და მას "ოკლაჰომასთან" დამარცხებული "დენვერი" ვეღარ დაეწევა.

მაშ ასე, პლეი ოფის პირველ რაუნდში ზაზა ფაჩულიას "პორტლენდის" ცენტრებთან მოუწევს ბრძოლა. ეს გუნდები შარშან პლეი ოფის II წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და "გოლდენ სტეიტმა" ხუთ მატჩში გაიმარჯვა.

რეგულარულ სეზონში "გოლდენ სტეიტი" 4-ჯერ შეხვდა "პორტლენდს" და ოთხჯერვე მოუგო: (127:104 (ზაზა - 5 ქულა, 6 მოხსნა), 135:90 (ზაზა - 4 ქულა, 7 მოხსნა), 125:117 (ზაზა - 13 ქულა, 3 მოხსნა) და 113:111 (ზაზა - 14 ქულა, 5 მოხსნა)).

ზაზას უშუალო კონკურენტი იქნება "პორტლენდის" ცენტრი იუსუფ ნურკიჩი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა პლეი ოფის მატჩებისთვის შესაძლოა, დაბრუნდეს. მას ცვლიან ნოა ვონლე და მაიერს ლეონარდი.

მიუხედავად იმისა, რომ "პორტლენდი" უკეთესი გუნდია, ვიდრე "დენვერი", "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებს სწორედ მასთან დაპირისპირება სურდათ და არა "დენვერთან". მიზეზი კი ის არის, რომ დენვერი მთაშია და იქ სუნთქვა სპორტსმენებს თამაშის დროს უჭირთ.

ზაზა ფაჩულიაც mercurynews.com-ისთვის მიცემულ კომენტარში ამაზე საუბრობს:

"დენვერიც" კარგი გუნდია და "პორტლენდიც", ორივეს კარგი კალათბურთელები ჰყავს. ორივეს წინააღმდეგ მთელი ძალებითაა თამაში საჭირო. ჭკვიანურად და დისციპლინირებულად უნდა ეთამაშო მათ.

საერთოდ, პლეი ოფში თამაში უფრო რთულია. მე საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ვის ვეთამაშებით, თუმცა ერთი ცხადია, ზღვის დონიდან მაღლა უფრო ძნელია თამაში, იქ სუნთქვა ჭირს. კარგია, რომ აღარ მოგვიწევს იქ თამაში.

აუცილებელია, ჩვენს ხელში იყოს დაპირისპირების სრული კონტროლი. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, უნდა გავიდეთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. დიდი ენერგია დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ქართველმა ცენტრმა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს