ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ახალწვეულმა წარმატებული დებიუტის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ თავის ახალ გუნდში, ლუგანსკის "ზარიაში" პირველი ოფიციალური მატჩი "ვოლინთან" ითამაშა. ძნელია იმის თქმა - თამაში მოედანზე გაიმართაო - ატალახებულ გაზონზე ფეხბურთელები გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენებურმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ეს გულშემატკივრებთან ერთად გუნდის მწვრთნელმაც აღნიშნა.

ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ "ზარიას" გულშემატკივართა საიტზე გამოქვეყნდა.

- როგორ ეგუებით ახალ ქვეყანას - კარგად მოეწყვეთ ლუგანსკში?

- ყველაფერი კარგადაა. ლუგანსკში ბინით კლუბმა უზრუნველმყო, მის მოწყობაში ბიჭები მეხმარებიან. სულ მალე ლუგანსკში ოჯახსაც გადმოვიყვან.

- "ზარიას" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარების შემდეგ როგორი შთაბეჭდილებები გაქვთ?

- შთაბეჭდილებები პოზიტიურია, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

- რა უფრო ჭირდა - მეტოქესთან გამკლავება თუ მინდორთან?

- რა დასამალია, ძალიან რთულ მოედანზე მოგვიხდა თამაში და ფეხზე დგომაც კი გვიჭირდა. ასეთ დროს კუნთებს ორმაგი დატვირთვა ადგება. არც მეტოქე იყო ხელწამოსაკრავი - "ვოლინი" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს ტყუილად არ იკავებს, მაგრამ ჩვენ შაბათს დავამტკიცეთ, რომ "ზარია" უფრო ძლიერია!

- შედეგი სრულად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს?

- რა თქმა უნდა. "ზარიამ" ყველაფერში დაჯაბნა მეტოქე და მიუხედავად ასეთი მოედნისა და ცუდი ამინდისა, დამსახურებულად გაიმარჯვა.

- გულშემატკივრების მხარდაჭერა რამდენად წაგადგა?

- მინდა მადლობა გამოვხატო ჩვენი გულშემატკივრებისადმი, რომლებიც მთელი 90 წუთი მხურვალედ გვქომაგობდნენ. ყოჩაღ მათ, ამისთანა ავდარში რომ არ დაიზარეს და მხარში დაგვიდგნენ. ლუგანსკელთა გულშემატკივრობაზე თუ აქამდე მხოლოდ ბიჭების ნაამბობიდან ვიცოდი, ახლა თავად დავრწმუნდი ამაში.

- მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა შენდამი დიდი ყურადღება გამოიჩინეს. შენ ცდილობდი, არავისთვის დაგეწყვიტა გული და ყველასთვის დაგერიგებინა ავტოგრაფები. გუნდის ახალწვეულისთვის რამდენად სასიამოვნოა ასეთი ყურადღება?

- ფანატებისგან ასეთი თბილი მიღება და ყურადღება ძალიან სასიამოვნოა. მიმაჩნია, რომ ფეხბურთი - თამაშია მაყურებლებისთვის, ამიტომ ავტოგრაფზე უარს არც ერთ მსურველს ვეუბნები.

- საკმაოდ კარგად საუბრობ რუსულად.

- არადა. ახლა უფრო ცუდად ვსაუბრობ. უწინ, როცა სკოლაში ვსწავლობდი, რუსულს უკეთესად ვფლობდი. მას შემდეგ პრაქტიკა არ მქონია, რადგან საქართველოში დღეს მხოლოდ მშობლიურ ენაზე ვმეტყველებთ.

- მწვრთნელი შენ როლს რომელ პოზიციაზე ხედავს?

- ახლა ანატოლი ჩანცევი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მათამაშებს. საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი, თუმცა მეტწილად შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის ის ადგილია კომფორტული, სადაც გუნდს ყველაზე მეტად ადგება და სადაც მას მწვრთნელი გაამწესებს (იღიმის).

- "ზარიაში" არ არის საშტატო "პენალტისტი". როგორ ფიქრობ, შეძლებ ეს საქმე ითავო, თუკი განდობენ?

- შეკრებებზე თერთმეტმეტრიანი ორჯერ დავარტყი, ერთი გავიტანე. თუკი მწვრთნელი გადაწყვეტს, მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო ეს პასუხისმგებლობა.

- გუნდში ვისთან დამეგობრდი?

- "ზარიაში" საკმაოდ მეგობრული კოლექტივია და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გამორჩეულად მაინც კასიანოვთან, კოვალიევთან, ცაკიჩსა და ლაზაროვიჩთან ვმეგობრობ.

- უკვე შეგიძლია უკრაინისა და საქართველოს ჩემპიონატები შეადარო ერთმანეთს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პრემიერლიგის ერთ მატჩში ვითამაშე, ჩემპიონატზე წარმოდგენა უკვე შემექმნა. ის უფრო დინამიკურია და მეტი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ეთმობა. საქართველოში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და იქ ასეთი ტემპი და ჭიდილი არ არის.

- "ილიჩევეცის" წინააღმდეგაც ისევე შემართებით გახვალთ, როგორც უკანასკნელ მატჩში?

- რა თქმა უნდა. მეტოქე სერიოზულია და გუნდი მთლიანად მომავალ თამაშზეა მომართული. "ილიჩევეცმა" წინა მატჩი ზაპოროჟიეში "მეტალურგთან" საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და 4:0 იმარჯვა. ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ საინტერესო მატჩია.

მომზადებულია zarya.lg.ua-ის მიხედვით

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან